Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #65854804)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Joint Water Supply Company of Georgia"
Номер конкурса: 65854804
Дата публикации: 29-07-2025
Сумма контракта: 418 016


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013531
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.07.2025 18:49
Начало приема предложения 22.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 418`016.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის წყალმომარაგების სისტემის დეტალური საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`180.00 GEL
Размер гарантии 4`180 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: veriko alshibaia :: 29.07.2025 15:51
  • Последнее исправление: vakhtang shavgulidze :: 29.07.2025 18:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641780&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის წყალმომარაგების სისტემის დეტალური საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში და ხელშეკრულების პროექტში:

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) თვე.

შენიშვნა: უამინდობის გამო, საპროექტო სამუშაოებზე ვადის გახანგრძლივების / საჯარიმო სანქციების პატიების მოთხოვნა, გარდა სტიქიური უბედურების შემთხვევისა, არ დაექვემდებარება განხილვას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის და ექსპერტიზის დასკვნების მომზადება უნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად (10 (ათი) თვე).
1.5.2. შემსყიდველის მხრიდან საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისთვის დადგენილი დრო (20 სამუშაო დღე) შედის საპროექტო მომსახურების განხორციელების საერთო ვადაში.
1.5.3. წარდგენილ დოკუმენტაციაში შემსყიდველის მიერ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სრულად გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და შესაბამისად ასახოს საპროექტო დოკუმენტაციაში, რაც შედის საპროექტო მომსახურების განხორციელების საერთო ვადაში (10 (ათი) თვე).
1.5.4. მიმწოდებელმა სრული პროექტი (თანდართული დოკუმენტაციით) უნდა წარმოადგინოს შემსყიდველის მისამართზე: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №5 და №7, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათავო ოფისი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ვრცელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა.

1.7.1.2. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 5%, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება წერილობითი მოთხოვნის საფუძვლეზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის შემდგომ. გარდა ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქით განსაზღვრული შემთხვევისა.

1.7.1.3. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 9 (ცხრა) თვის განმავლობაში ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ სამშნებლო სამუშოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში (ელექტრონული ტენდერი სტატუსით - ,,ხელშეკრულება დადებულია’’), რომლის ფარგლებშიც გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება განხორციელდება, სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება წერილობითი მოთხოვნის საფუძვლეზე.

1.7.1.4. თუ საგარანტიო პერიოდში, სამუშაოების განხორციელების პროცესში შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან (წერილში მითითებულ ვადაში) საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში დაკავებული თანხა. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არაა საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაცრეგისტრირებულია პრეტენდენტი), შესრულებელი უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ან/და მშენებლობის საპროექტო სამუშაოები, ღირებულებით, არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების გარდა ითვალისწინებს სხვა ტიპის საპროექტო მომსახურების გაწევას, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული საბოლოო ხარჯთაღრიცვა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ან/და მშენებლობის ღირებულება დადგინდება ამ პროექტით განსაზღვრულ საბოლოო ხარჯთაღრიცხვასა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ან/და მშენებლობის ღირებულების სრულ სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან პროპორციის შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი განმარტება თუ ხარჯთაღრიცხვის რომელი პუნქტები ითვალისწინებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდილებას.

2.2.1.2. 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტს ერთი ან რამოდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად შესრულებული უნდა ჰქონდეს შემდეგი სახის საპროექტო სამუშაოები:

1. სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
2. სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობა;
3. წყალმომარაგების სატუმბი სადგური;
4. არანაკლებ ერთი სასმელი წყლის სამარაგო - სარეგულაციო რეზერვუარი მინიმუმ 100მ³ მოცულობის;
5. წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი მინიმუმ 100 კმ (შესაძლებელია რამოდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების დაჯამება);
6. წყალმომარაგების სისტემის ავტომატური მართვის ერთიანი სისტემა (SCADA);
7. წყლის გაუსნებოვნების სისტემა ავტომატური მართვით.

მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციიის 2.2.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისი გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი პროექტის (ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) საფუძველზე განხორციელებული (დასრულებული) უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ძირითადი დამკვეთის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც ერთმნიშვნელოვნად უნდა დგინდებოდეს სამშენებლო სამუშაოების დასრულება.

2.2.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების და შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი №2-ის შესაბამისად).

ამასთან:

ა) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების მომსახურება გაწიეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების გაწევის ვადები;
ე) მხარეთა ხელმოწერები.

2.2.1.5 შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.3 ან/და 2.2.1.4 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი, პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა.

2.2.1.6 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათავო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათავო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სათავო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.2.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.2.1.8 თუ პრეტენდენტს მომსახურება გაწეული აქვს სხვა ქვეყანაში, წარმოდგენილი უნდა იქნას მოცემული მომსახურების ძირითადი შემსყიდველის უფლებამოსილი პირის ან ორგანიზაციის მიერ (ქვეყნიდან სადაც ჩატარებულია სამუშაოები) გაცემული წერილი გაწეული მომსახურების დადასტურების შესახებ.

2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:

ა) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3-ის შესაბამისად.
ბ) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.

2.2.1.10. სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი გამოცდილების დასადასტურებლად, უცხო ქვეყნიდან დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურების (შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის) გათვალისწინებით, რომლის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალ ფასად, წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.2.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.

5.1.2.2 შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

5.1.2.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 5.1.2.1 და 5.1.2.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.3.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.

5.1.3.2 შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

5.1.3.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 5.1.3.1 და 5.1.3.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.4.1 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.1.4.2 ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.4.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის 5.1.4.2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ) შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

ამხანაგობის წევრებისთვის:

ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული.
ბ)შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

5.1.5.2. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

5.1.6.1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება;
- სამართლებრივი ფორმა;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- იურიდიული მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 5.1.2.1 ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
გ) ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 5.1.2.2 ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით.
დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru