Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #65854749)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N(N)LE of Khashuri Preschhool Organizations-kindergartens
Номер конкурса: 65854749
Дата публикации: 29-07-2025
Сумма контракта: 112 100


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250000796
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.07.2025 15:42
Начало приема предложения 08.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.08.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 112`100.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15100000 - Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
  • 15111100 - Говядина
  • 15112130 - Куриное мясо
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ა(ა)იპ ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულებისათვის საქონლის ხორცის და ქათმის ხორცის (ფილე) შესყიდვა
Количество и объём закупок -
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 1`121 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nana shubitidze :: 28.07.2025 20:24
  • Последнее исправление: nana shubitidze :: 29.07.2025 15:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641644&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულებისათვის საქონლის ხორცის და ქათმის ხორცის (ფილე) შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. საქონლის ხორცი - ძროხის ხორცი გაუყინავი,ახალი(გაციებული),პირველი კატეგორიის,დარბილებული,ძვალგამოცლილი მყესების,თხელი ნაჭრების და დიდი რაოდენობის ქონის გარეშე,ცილა არანაკლებ 19%,ცხიმი არანაკლებ 16%,ორგანოლეპტიკურად (ფერი ვარდისფერი,სუნი -სასიამოვნო,კონსისტენცია და სხვა)დამაკმაყოფილებელი;ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი +2- +6 °C ტემპერატურული რეჟიმის პირობებში,გაყინული და შემდეგ გამღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია.საქონლის ხორცის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული ცნობა (ფორმა 2),რომელზეც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი. წარმოდგენილი უნდა იყოს ეტიკეტი სასაკლაოსა და დამჭრელი საწარმოს რეკვიზიტებით და აღიარების ნომრებით, მოწოდებისას დაცული უნდა იქნეს სანიტარული ნორმები, ტრანსპორტირება მხოლოდ სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მანქანა-მაცივარი, ტემპერატურა 0-6 გრადუსამდე). პერიოდულად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს მიკრობიოლოგიური ანალიზი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან, საქონლის ხორცი დაფასოებული უნდა იყოს გამჭვირვალე პაკეტებში თავგადაკერილი, რომელიც დაშვებილია სურსათთან შეხებისათვის და სათანადოდ ეტიკეტირებული, ხორცის მიწოდება უნდა მოხდეს ორ კვირაში ერთხელ - 3200 კგ.

2. ქათმის მკერდი-ქათმის მკერდი(ფილე) ძვალგამოცლილი, გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით, ჰორმონალური დანამატების გარეშე; ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი; დაფასოებული არანაკლებ 1 კგ დან – და არაუმეტეს 2 კგ–მდე ჰერმეტულ შეფუთვაში;ქარხნული წესით.უნდა ახლდეს წარმოშობისა და ხარისხის სერთიპიკატი.მიწოდებისას დაცული უნდა იქნეს სანიტარული ნორმები,ტრანსპორტირება მხოლოდ მაცივარ-მანქანებით(ტემპერატურა 0-6-მდე),სადაც დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები.იმპორტულის შემთხვევაში, შესაბამისად ეტიკეტირებული ქართულ ენაზე წარმოშობის ქვეყნის და დისტრიბუტორის რეკვიზიტებით; მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 60 კალენდარული დღე, მიწოდება ორ კვირაში ერთხელ- 1500 კგ.


სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მათ შორის:

1 - უნდა იყოს, ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული" მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

2- უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340
დადგენილებით დამტკიცებული "ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებთ დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

8 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

9. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის #55 დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, მოთხოვნებს.
შენიშვნა:
1. მოწოდებული საქონლის ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე, ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

"საქონლის ხორცი ძვლებისაგან გამოცლილი

1. ბიზნესოპერატორის დასახელება:
ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო კოდი:
ბიზნესოპერატორის ფაქტიური მისამართი:
ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერი:
ფორმა-2-ს ნომერი და გაცემის თარიღი:
სასაკლაოს დასახელება:
დარბილების თარიღი:
დარბილების დრო (საათი):
ტან-ხორცის რაოდენობა:
წონა:
შენახვის პირობები (ტემპერატურა):

2. თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნეს ოპერატორის აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც განხორციელდა ცხოველის დაჭრა ( 2016 წლის 9 მარტის დადგენილება N118 მუხლი 5, ნაწილი I, ქვეპუნქტი ""გ""."
2. „საქონლის“ ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები, ტრანსპორტირება განხორციელდეს მაცივარ-მანქანით (ე.წ. რეფრიჟერატორი) ან ნიშანდებული ტარის (თერმოკონტეინერი) საშუალებით
3. შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი (მათ შორის არაუმეტეს ერთხელ აკრედიტირებული ლაბორატორიის შემოწმება, რომლის ხარჯებსაც აანაზღაურებს მიმწოდებელი) ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ.

მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო ციფრს,შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებულია საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების პერიოდზე და აღსაზრდელთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1,4,1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით,შაბათ-კვირის, არდადეგების და დასვენების დღეების გარდა სამუშაო საათებში 9 საათიდან 17 საათამდე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ორ კვირაში ერთხელ დანართი N2-ში მითითებულ მისამართებზე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1.მოთხოვნა საქონლის რაოდენობაზე მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონულად, ორი დღით ადრე, მის მიერ წარმოდგენილი ელ-ფოსტის ან/და სხვა კომუნიკაციის საშუალებით.
1.5.2. საქონლის მიწოდება სტრუქტურულ ერთეულებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვირაში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.5.3. საქონლის მიწოდება განხორციელდება, დანართი N2-ის მიხედვით.
1.5.4. მიწოდებული საქონლის მიღება განხორციელდება სასაქონლო ზედნადებებისა და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2,1,1,1,პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი გაფასებული ფასების ცრილის (ხარჯთაღრიცხვის ) შესაბამისად.

2,1,1,2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს გაფასებულ ფასების ცხრილს და არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყანას, მწარმოებლის დასახელებას და საიდენტიფიკაციო კოდს (თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ საიდენტიფიკაციო კოდის მითითება არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე), რომელიც ხელომოწერილი უნდა იქნეს ელექტრონულად პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტმა ასევე სისტემაში უნდა ატვირთო დანართი N2.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული (საკუთრების ნებისმიერი ფორმა) მანქანა-რეფრეჟერატორის(მანქანა-მაცივრის) შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს პრუდუქტისთვის საჭირო ტემპერატურის წარმოქმნას - შენარჩუნებას და უსაფრთხო, ჰიგიენურ - სანიტარული ნორმების დაცვით ტრანსპორტირებას. ინფორმაციის სახით წარმოდგენილ უნდა იქნას მანქანა-რეფრეჟერატორის(მანქანა-მაცივრის)ტექნიკური პასპორტი (საკუთრების შემთხვევაში) ან ხელშეკრულება (იჯარის შემთხვევაში).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2,7,1,1 საქონლის ხორცის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს შესაბამის სფეროში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების კოდი, რაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგანტოს მიერ ჩატარებული მწარმოებელი კომპანიის გეგმიური შემოწმების აქტი.იმ შემთხვევაში თუ გეგმიური შემოწმების აქტი 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობისაა პრეტენდენტი ვალდებულია მოითხოვოს არაგეგმიური შემოწმება. რის გამოც მიმწოდებელი ვალდებული იქნება ორ თვეში ერთხელ მოახდინოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მწარმოებელი კომპანიოის „არაგეგმიური“ შემოწმება, რისი აქტიც უნდა გადაეგზავნოს შემსყიდველს.

2.7.1.2. პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი, რეგისტრირებული უნდა იყოს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული, აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული, გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.
2.7.1.3 თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.2. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე.

2.9 other additional requirements

2.9.1 შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი (მათ შორის არაუმეტეს ერთხელ აკრედიტირებული ლაბორატორიის შემოწმება, რომლის ხარჯებსაც აანაზღაურებს მიმწოდებელი) ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ.
2.9.2 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ, ან შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით მინდობილი პირის მიერ.
2.9.3 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი.
2.9.4 იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი, ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%–ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის ანუ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულრბის შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთარეიცხვის ჯამურ ღირებულებასთან),ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (რომელიც ხელმოწერილია აკრედიტირებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელის მიერ. (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სერტიფიკატი) . ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება 2025 წელს უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში(ლარი) ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
7.2.2 ხარჯი რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოხატული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ტრანსპორტირების გათვალისწინებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება პერიოდულად წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე 10 სამუშაო დრის ვადაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნანა შუბითიძე, 599295669, nanashubitidze97@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტებმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:ა) ფასების ცხრილი ბ) მისამართები (დანართი #2). პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,გაფასებული ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან/და შეუვსებლად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების განხორციელების გარეშე.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
10.1.3 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru