1.--თუ სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია აიღოს შესაბამისი ნებართვები და
სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი
შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
2.-- სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში ,,მიმწოდებელი“
ვალდებულია დაიცვას და უზრუნველყოს სამშენებლო მოედნის ფარგლებში
მდებარე ხეების და მცენარეების დაუზიანებლობა და
სიცოცხლისუნარიანობა, ასევე მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით
გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გარემოზე გავლენა.
3.--,,მიმწოდებელმა“ ,,შემსყიდველთან“ შეთანხმებით საჭიროების
შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს მშენებლობის
პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური ნებართვების შეთანხმება შესაბამის
ორგანიზაციებთან.
4.----სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან, ნარჩენებისგან და ა. შ.
5.-- სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს
ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ
დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან
შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ,
ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით
დამოწმებული.
6.--- სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი
რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
7.-- მიმწოდებელმა ობიექტებზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს
საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის
31 მაისის #255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია
შემსყიდველთან შეთანხმებით);
8.---- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 3 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
9.----- ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში
– „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის
დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
10.-- ამხანაგობის მონაწილეობა განიხილება "ელექტრონული ტენდერის
ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 24-ე მუხლის
შესაბამისად
11.-- დანართი 3 ატვირთული უნდა იქნას სატენდერო წინადადებასთან ერთად.
12.----სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო
წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს
თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
13.---სამუშაოს შესრულების დროს აუცილებელია დაცული იქნას შრომის
უსაფრთხოების პირობები , შრომის უსაფრთოების დაცვაზე და კონტროლზე
პასუხისმგებელია შემსრულებელი . მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა
იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს
საერთო კოლექტიური დაცვის ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების
ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი
წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების
შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს
ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო
პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი. ყველა
სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების,
კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც
ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას.
შემსრულებელი კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა
სამშენებლო წესს, რომელიც კანონითაა დადგენილი.
14.---შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის
საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად
აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი
მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს
შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
15.---შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
16.--უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
17.----მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის,
ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
18.-- ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა
იყოს შემსყიდველთან.
19.---სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს
ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის/პირების/ კომისიის მიერ
გაცემული როგორც ზეპირი, ისე წერილობითი რეკომენდაციები;
20.----დოკუმენტაცია რომელის ატვირთვა მოთხოვნილია სატენდერო
წინადადებასთან ერთად, პრეტედენტის მიერ აუცილებლად უნდა იქნას
ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში
პრეტედენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.