შესყიდვის ობიექტია შპს "სარაგბო კლუბი ბათუმი"-სათვის სპორტული
სათამაშო რაგბის ფორმის, სპორტული სავარჯიშო და გამოსაცვლელი
ტანსაცმლის შესყიდვა.
1) სპორტული ზედა ელვაზე (გამოსასვლელი) - 60 ცალი - მასალა 100% პოლიესტერი.
ფერი: მუქი ლურჯი. ტანზე მომდგარი. მთლიან ელვა შესაკრავზე, მდგრადი,
დაბალი სამკუთხედი საყელოთი. ორი ჯიბით, ელვა შესაკრავზე. ზედის და
სახელოების დაბოლოება მანჟეტებზე. წინა მარცხენა მხარეს მკერდზე
დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
2) სპორტული შარვალი (გამოსასვლელი) - 60 ცალი - მასალა 100% პოლიესტერი. ფერი
მუქი ლურჯი. ტანზე მჭიდროდ მომდგარი. შარვლის სათავე დარეზინებული,
ზონარ გაყრილი. ელასტიური დაბოლოება მანჟეტებზე. წინა მხარეს მარჯვენა
ფეხზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
3) სავარჯიშო ზედა მოკლე ელვაზე - 55 ცალი - მასალა 100% პოლიესტერი. ფერი: მუქი
ლურჯი. ტანზე მომდგარი. მოკლე ელვა შესაკრავზე, მდგრადი, მრგვალი
საყელოთი. ზედის და სახელოების დაბოლოება მანჟეტებზე. ზურგის მხარეს
წარწერა - RC BATUMI, წინა მარცხენა მხარეს მკერდზე დატანილი უნდა იყოს კლუბის
ლოგო.
4) სავარჯიშო შარვალი - 55 ცალი - მასალა 100% პოლიესტერი. ფერი მუქი ლურჯი.
ტანზე მომდგარი. ორი ჯიბით, ელვა შესაკრავზე. შარვლის სათავე
დარეზინებული, ზონარ გაყრილი. ჩავიწროებული დაბოლოება გვერდებზე ელვა
შესაკრავით. წინა მხარეს მარჯვენა ფეხზე დატანილი უნდა იყოს კლუბის
ლოგო.
5) პოლო მაისური - 70 ცალი - მასალა არანაკლებ 60% ბამბა, პოლიესტერი. ფერი მუქი
ლურჯი. ტანზე მომდგარი. გადმოკეცილი, მდგრადი საყელო, ორ ღილზე
შესაკრავით. მოკლე მკლავით. მკლავების დაბოლოება მანჟეტებზე. წინა
მარცხენა მხარეს მკერდზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
6) ბრიჯი - 55 ცალი - მასალა 100% პოლიესტერი. ფერი მუქი ლურჯი. ტანზე მომდგარი.
სიგრძე 3/4. ორი ჯიბით შესაკრავის გარეშე. შარვლის სათავე დარეზინებული,
ზონარ გაყრილი. ჩავიწროებული ელასტიური დაბოლოებით. წინა მხარეს
მარჯვენა ფეხზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
7) ქურთუკი - 55 ცალი - მასალა 100 % პოლიესტერი. ზამთრის ქურთუკი. ფერი: მუქი
ლურჯი, წყალგაუმტარი. მდგრადი საყელოთი. მთლიან ელვა შესაკრავზე.
რეგულირებადი (მოსახსნელი) კაპიშონით და (მოსახსნელი) მკლავებით. წინა
მხარეს კვადრატოვანი ნაკერებით. მკლავებზე ვერტიკალური ნაკერებით.
წინა მარცხენა მხარეს მკერდზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
8) მასალა 100% პოლიესტერი. ორმხრივი - ფერი. ყვითელი და წითელი. უმკლავო.
მრგვალი ფართე საყელოთი. წელვადი. წარმოდგენილი ნიმუშის მსგავსი.
9) სათამაშო მაისური - 30 ცალი - მასალა: პოლიესტერი, არანაკლებ 7% ელასტანი.
წონა: 290 (±10) გრ. მჭიდრო ქსოვით, ორმაგი ნაკერებით, ტანზე მომდგარი. ფერი:
თეთრი, ლურჯი ჰორიზონტალური ზოლებით. სამკუთხედი საყელო, მოკლე მკლავით,
ელასტიურ მანჟეტებზე. მაისურის დაბოლოება სილიკონის მანჟეტზე.
სათამაშო მაისურზე უნდა იყოს: ნუმერაცია ზურგზე; წინა მარცხენა მხარეს
მკერდზე სარაგბო კლუბი ბათუმის ლოგო; მარჯვენა და მარცხენა მკლავზე
დიდი 10-ის ლოგო და ქ. ბათუმის მერიის ლოგო; სპონსორების ლოგო - ზურგზე
ნომრის ზევით და ნომრის ქვევით, ასევე წინა მხარეს; კეფაზე საქართველოს
დროშა; კეფაზე მაისურის შიგა მხარეს უნდა ქონდეს ჯიპიესის ჩასადები.
10) სათამაშო მაისური - 30 ცალი - მასალა: პოლიესტერი, არანაკლებ 7% ელასტანი.
წონა: 290 (±10) გრ. მჭიდრო ქსოვით, ორმაგი ნაკერებით, ტანზე მომდგარი. ფერი:
შავი, ლურჯი ჰორიზონტალური ზოლებით. სამკუთხედი საყელო, მოკლე მკლავით,
ელასტიურ მანჟეტებზე. მაისურის დაბოლოება სილიკონის მანჟეტზე.
სათამაშო მაისურზე უნდა იყოს: ნუმერაცია ზურგზე; წინა მარცხენა მხარეს
მკერდზე სარაგბო კლუბი ბათუმის ლოგო; მარჯვენა და მარცხენა მკლავზე
დიდი 10-ის ლოგო და ქ. ბათუმის მერიის ლოგო; სპონსორების ლოგო - ზურგზე
ნომრის ზევით და ნომრის ქვევით, ასევე წინა მხარეს; კეფაზე საქართველოს
დროშა; კეფაზე მაისურის შიგა მხარეს უნდა ქონდეს ჯიპიესის ჩასადები.
11) სათამაშო შორტი - 40 ცალი - მასალა: პოლიესტერი, არანაკლებ 7% ელასტანი.
წონა 250 (±10) გრ. შორტის სათავე დარეზინებული, ზონარ გაყრილი, სილიკონის
მანჟეტზე. ფერი: ლურჯი, გვერდებზე ლურჯი ზოლით. . წინა მარცხენა მხარეს
ფეხზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
12) სათამაშო გეტრი - 48 წყვილი - მასალა: პოლიამიდი, არანაკლებ 3% ელასტანი.
რბილი, ელასტიური. ფერი:ლურჯი;
13) სავარჯიშო მაისური - 55 ცალი - მასალა: 100% პოლიესტერი. ფერი: მუქი ლურჯი.
მომრგვალებული საყელო, მოკლე მკლავით. ტანზე მომდგარი. მჭიდრო ნაქსოვი.
სწრაფად შრობადი. ზურგის მხარეს წარწერა - RC BATUMI, წინა მარცხენა მხარეს
მკერდზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
14) სავარჯიშო შორტი - 55 ცალი - მასალა 100% პოლიესტერი. ფერი მუქი ლურჯი. ტანზე
მომდგარი. ორი ჯიბით ელვა შესაკრავზე. შორტის სათავე დარეზინებული,
ზონარ გაყრილი. სწრაფად შრობადი. წინა მარჯვენა მხარეს ფეხზე დატანილი
უნდა იყოს კლუბის ლოგო.
15) გამოსასვლელი მაისური - 65 ცალი - მასალა: არანაკლებ 60% ბამბა, პოლიესტერი.
ფერი: მუქი ლურჯი. მომრგვალებული საყელო, მოკლე მკლავით. ტანზე მომდგარი .
წინა მარცხენა მხარეს მკერდზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
16) ჰუდი ელვაზე - 55 ცალი - მასალა: პოლიესტერი, არანაკლებ 25% ბამბა. ტანზე
მომდგარი, მთლიან ელვა შესაკრავზე, მდგრადი საყელო, კაპიშონით. ფერი:
მუქი ლურჯი, მკერდის და მხრების მიდამოში ჩადგმული ლურჯი. კაპიშონი
ლურჯი. ჯიბეები ელვა შესაკრავზე, შიდა მხარე დათბილული. სახელოების
დაბოლოება მანჟეტებზე. უკანა ნაწილი დაგრძელებული. წინა მარცხენა
მხარეს მკერდზე დატანილი უნდა იყოს კლუბის ლოგო.
- დასაშვებია პროდუქციაზე განთავსებული იყოს მწარმოებლის აღმნიშვნელი
ლოგო ან/და წარწერა.
- ხელშეკრულების დადების დროს, პრეტენდენტს ეცნობება მოსაწოდებელი
საქონლის ზომები რაოდენობების მიხედვით, ასევე მოსაწოდებელ საქონელზე
განსათავსებელი ლოგოების ფორმა, ზომა და განთავსების ადგილი.
- მოსაწოდებელი საქონლის საილუსტრაციო ნიმუშები იხილეთ დანართ N1-
ფასების ცხრილში.
შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის
აღწერილობაში თუ იკითხება: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი,
წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი” ან
„ეკვივალენტური.