Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #65732528)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL LABOUR INSPECTION OFFICE
Номер конкурса: 65732528
Дата публикации: 24-07-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250013312
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.07.2025 17:12
Начало приема предложения 30.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.08.2025 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 60.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 8`300.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 83 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irine tsertsvadze :: 17.07.2025 16:25
  • Последнее исправление: irine tsertsvadze :: 24.07.2025 17:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=639248&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "შრომის ინსპექციის სამსახური"-ს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურება;

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

ავტომაქანის ხელით რეცხვის მომსახურება–სტანდარტულად გარედან გარეცხვა ხარისხიანი სარეცხი საშუალებების (ქაფი) გამოყენებით, მაღალი წნევის სარეცხი მოწყობილობებით რეცხვა, წყლის გადავლება და გამშრალება, სალონისა და საბარგულის დასუფთავება, მტვრის და ჭუჭყის მოშორება ჩვრებით და სხვა სათანადო საშუალებებით.


ავტომანქანების რეცხვის/გასუფთავების/მომსახურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით, რაც გულისხმობს შემდეგს: მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის მომსახურების ლიმიტები სპეციალურ ანგარიშზე, ონლაინ, 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი უნდა წარმოადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საკუთრებას და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ავტოსამრეცხაო სადგურში. მიმწოდებლის მიერ გაცემულ ქვითარზე ასახული უნდა იყოს დარჩენილი რეცხვის რაოდენობა. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ავტომანქანის ხარისხიანი რეცხვისთვის ყველა აუცილებელი საშუალება და პირობა (პერსონალისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით).

ავტომანქანის რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 40 (ორმოცი) ცალი პლასტიკური ბარათის დამზადება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების დატანით და შემსყიდველისათვის უსასყიდლოდ მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ავტომანქანის დამატების შემთხვევაში ავტომანქანის დამატებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის მიწოდება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

პრეტენდენტმა უნდა გააჩნდეს მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოები შესაბამისი მისამართების მითითებით.
1) ქ. თბილისში მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო(ავტოსამრეცხაო უნდა იყოს განთავსებული შემსყიდველის მისამართიდან თბილისი, თამარაშვილის 15ა-დან არაუმეტეს 5 კმ. რადიუსში) საკუთრებაში ან სარგებლობაში. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2) ქ. ქუთაისში მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო საკუთრებაში ან ან სარგებლობაში. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3) ქ. ბათუმში მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო საკუთრებაში ან ან სარგებლობაში. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ გააჩნია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში ავტოსამრეცხაო (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და არც იჯარით არ აქვს აღებული სამრეცხაოები (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ასეთ შემთხვევაში დასაშვები ქვეკონტრაქტორების საშუალებით მომსახურების გაწევა. ქვეკონტრაქტორის საშუალებით მომსახურების გაწევის შემთხვევაში მომსახურების ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს ნაკლები 2025 წლის 31 დეკემბრისა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

მიმწოდებელს ბოლო ორი წლის (2023 ან/და 2024წ) განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარისა, რაზეც მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ში).

იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი რომელიც, უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია უზრუნველყოს წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში, ან გადაცემული ჰქონდეს სარგებლობაში, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის შესაბამისად წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ(მსგავსის არსებობის შემთხვევაში), ავტოსამრეცხაო ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე; ასევე ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქუთაისში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოების ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართების მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ გააჩნია საკუთარი ან არ აქვს სარგებლობაში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და არც იჯარით არ აქვს აღებული სამრეცხაოები (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ასეთ შემთხვევაში დასაშვები ქვეკონტრაქტორების საშუალებით მომსახურების გაწევა. ქვეკონტრაქტორის საშუალებით მომსახურების გაწევის შემთხვევაში მომსახურების ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს ნაკლები 2025 წლის 31 დეკემბრისა.შესაბამისად პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულებები რომელიც ორმხრივად დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ხელმოწერით საქართცელოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

მ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა .

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ–ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირინე ცერცვაძე, 595333922, itsertsvadze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, რომელშიც პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილ(ებ)ში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად, ასევე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში (განფასების ცხრილ(ებ)ში) დაფიქსირებული პოზიციის ფასს არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის ფასი.

პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტ(ებ)ის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში:
ა) ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტ(ებ)ში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე;
ბ) თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს მეასედამდე.

10.1.1. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოსადგენი ინფორმაცია:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ფასების ცხრილი);
ბ) 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ დანართი N2
გ) 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თაობაზე;
დ) 2.8.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების თაობაზე არსებობის შემთხვევაში;

10.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ასევე წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
10.1.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru