1 "კარაქი- 588 კგ
დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული
წარმოების, ცხიმიანობა არანაკლებ 82% –სა, 100 % ცხოველური ცხიმის
შემცველობის, სუნი და გემო დამახასიათებელი ამ პროდუქტისთვის.
კონსისტენცია მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი. უცხო
სუნისა და გემოს გარეშე. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. დაფასოებული
უნდა იყოს ქარხნული წესით 0,200 კგ- დან 5 კილოგრამამდე შეფუთვით, მოთხოვნის
შესაბამისად. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა
იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50 %.
2 "მაწონი- 2004 კგ
დამზადებული ძროხის ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან. არ უნდა
შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს, ცხიმიანობა არანაკლებ 3,2%- ისა; ქარხნული
წარმოების, არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმი გარდა სხვა ცხიმებს, /მათ შორის
მცენარეულსაც/ უნდა იყოს არაგენმოდიფიცირებული, ორგანიზმისათვის
მავნე ნივთიერებების, კონსერვანტებისა და უცხო გემოს გარეშე. წონით
0,400კგ-დან 5 კგ-მდე შეფუთვით. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე.
3. სუფრის ყველი- 1215 კგ
ქარხნული წარმოების - უმაღლესი ხარისხის.პროდუქტისთვის
დამახასიათებელი სუნითა და გემოთი, უცხო სუნისა და გემოს გარეშე,
საშუალოდ მარილიანი, დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. დამზადებული
ნატურალური ცხიმმოუხდელი რძისაგან,
კონსერვანტების,ემულგატორების,საღებავების და სხვა ქიმიური
დანამატების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმს და
რძისფხვნილს. მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%,
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 20 დღე. ტენიანობის დაკარგვა (შრატის
გამოსვლა) 5-7 %.
4. ხაჭო - 627 კგ
ქარხნული, თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან. არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ
ცხიმს. ცხიმიანობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5%,არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს, ემულგატორებს.
წონით 0,180კგ-დან 1 კგ-მდე შეფუთვით. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადი სარანაკლებ 90%, მაგრამ
არანაკლებ 14 დღე.
5 არაჟანი - 1270 კგ
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული
პასტერიზებული,ნორმალიზირებული რძისაგან, ქარხნული წესით. ცხიმიანობა
არანაკლებ 12% არაუმეტეს 15%. არადამახასიათებელი გემოს გარეშე, შეფუთული
და სათანადოდ ეტიკეტირებული შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
არანაკლებ 400 გრამი- 2 კგ-მდე ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. მოწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80-85%;
–სურსათის უვნებლობა,ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე.
6. ულტრა პასტერი ზებული რძე- 9775 ცალი
ქარხნული წარმოების, ცხიმიანობა არანაკლებ 2.5 %. არა დამახასაიათებელი
სუნის და გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს,
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 1 ლიტრიან ჰერმეტულად დახურულ
შეფუთვაში. მიწოდებულ პარტიაზე დარჩენილი ვარგისიანობის ვადა
არანაკლები 20 დღე.
7. იოგურტი - 4900 ცალი.
იოგურტი არანაკლებ 2,5% -იანი 115გრ შეუთვაში ატმის ან ბანანის არომატით.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
არანაკლებ 20 დღე. შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს.
პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც უნდა იყოს დაცული
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ქარხნული წარმოების, სათანადოდ
ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301
დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილენდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის
N152 დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10
ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და
ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით )
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას);
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის
N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას;
პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
პროდუქტი პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.