შესყიდვის ობიექტის დასახელება: მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ
მუხრანში და სოფელ პატარა ქანდაში შიდა გზების სარეაბილიტაციოდ
დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება.
დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის
სოფლებში მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებულ შიდა საუბნო გზებს.
სოფ. მუხრანი:
1. 28-ე ქუჩა (მთიულების უბანი), 1020*5(მ) (ასფალტბეტონი);
2. მე-7 და მე-10 ქუჩები (ღვინის ქარხნის უბანი), 1800*5,0/4,5(მ) (ასფალტბეტონი);
3. მე-2 და 32-ე ქუჩები (კულტურის სახლთან), 1050*5,0/4,5(მ) (ასფალტბეტონი);
4. 37-ე ქუჩა (სასადილოს უბანი) - 410*5,0/4,5(მ); და მე-40-ე ქუჩის მე-6; მე-5 და მე-2 ჩიხები,
სულ 200*5,0/4,5(მ) (ასფალტბეტონი);
5. მე-19 ქუჩა, მე-4 და მე-5 ჩიხები, სულ - 1150*5,0/4,5(მ) (ასფალტბეტონი);
6. მე-4 ქუჩა (სასაფლაოსთან) - 700*5,0(მ) (ასფალტბეტონი);
7. 26-ე ქუჩა (#1 საბავშო ბაღთან) – 350*5,0(მ) (ასფალტბეტონი);
8. 31-ე ქუჩა, პირველი, მეორე და მესამე ჩიხებით, სულ - 650*4,5/5(მ) (ასფალტბეტონი);
სოფ. პატარა ქანდა:
9. მე-7 და მე-4 ქუჩები სულ - 1210*5,0(მ) (ასფალტბეტონი;
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს, საგზაო სამოსის რეალური
მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული საავტომობილო გზის
რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის
ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი
სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების
განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას, სოციალური და ეკონომიკური
შეფასებებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით.
სრულყოფილი შეფასების/საპროექტო კვლევის ჩატარებას სარეაბილიტაციო
მონაკვეთებზე.
- გზის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს V კატეგორიას, რომელიც უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტების (სსტ Gგზები: 2009)
მოთხოვნებს;
- საავტომობილო გზის საფარად გათვალისწინებული უნდა იყოს კაპიტალური
საფარი (ასფალტ-ბეტონი) საანგარიშო სიჩქარით 30-50 კმ/სთ;
მოსაწყობია კიუვეტები, გასაწმენდია ზედმეტი გრუნტისაგან წყალამრიდი
მილები, ასევე მიერთებები, თვალამრიდები;
- მოსაწყობია საგზაო ნიშნები და მონიშვნა.
საპროექტო მომსახურების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იყოს
გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები.
პროექტირების დროს შესწავლილ იქნას, არსებული გზის გვერდულების,
ტროტუარების, სანიაღვრე არხების და გადასასვლელი მილბოგირების
ტექნიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც განხორციელდება შემდგომ მათი
პროექტირება.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტების განხორციელების პროცესში
(საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა,
საჭიროებისამებრ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება) სამშენებლო
სამუშაოების მიმდინარეობის დასრულებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
დამატებითი სამუშაოების
შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენას მიმწოდებელი განახორციელებს ანაზღაურების
გარეშე.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს მშენებლობის შემფასებელთა
კავშირის
მიერ 2024 წელს გამოცემული მეთოდური ცნობარის, (მშენებლობის და
სარემონტო
სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების შესახებ),
მიხედვით.
სამშენებლო რესურსების საბაზრო ან მშენებლობის შემფასებელთა
კავშირის ფასთა
კრებულით, მიმდინარე დონეზე, სამუშაოს წარმოების გეგმა გრაფიკის
თანდართვით.
პრეტენდენტმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს მოცემული ნუმერაციის მიხედვით 4 ეგზემპლარად (ალბომების
სახით) ცალ-ცალკე (შემსყიდველთან შეთანხმებით), სრული საპროექტო
დოკუმენტაციების ელ. ვერსია (CD), (PDF), DWG) ფორმატში, აგრეთვე ხარჯთაღრიცხვა,
როგორც გამსხვილებული (სატენდერო), ისე რესურსული სახით, და მოცულობების
უწყისი Excel- ფორმატში.
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი
დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ.
საგზაო სამოსის პროექტი უნდა შეიცავდეს (არ შემოიფარგლება) შემდეგ
საპროექტო დოკუმენტაციას და ნახაზებს:
1. ნახაზების უწყისი;
2. საინჟინრო გეოლოგია;
3. განმარტებითი ბარათი (არსებული მდგომარეობისა და პროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების აღწერით);
4. საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება (ტოპო-გეგმა UTM
კოორდინატთა
სისტემით მ. 1:200);
5. საკადასტრო დოკუმენტაცია (საპროექტო და არსებული მდგომარეობის
ტოპოგეგმაზე
დატანით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გეგმა საკადასტრო
საზღვრების და
კოდის მითითებით);
6. საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა - მ:1:500; 1:1000;
7. საინჟინრო კომუნიკაციების გარე ქსელები, სამუშაო ნახაზები (გეგმები,
ჭრილები,
დეტალები, კვანძები);
8. არქიტექტურული სამუშაო ნახაზები (გეგმები, ჭრილები, ფასადები,
რენდერები,
დეტალები, (მ. 1:100, 1:50, 1:25);
9. სანიაღვრე არხების, წყალგამტარი მილების და გზის ქვედა საყრდენი
კედლების
ანგარიში და კონსტრუქციის შერჩევა, სათანადო მუშა ნახაზების
მომზადება.
10. რეპერების განლაგების, მრუდების, სწორების და მოხვევის კუთხეების
დატანა
გეგმაზე და სათანადო უწყისების მომზადება.
11. საერთაშორისო სისტემის კოორდინატების უწყისი პიკეტების
შესაბამისად.
12. კონსტრუქციული პროექტი, კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები
შესაბამისი
გაანგარიშებით (სქემები, დეტალები, კვანძები, სპეციფიკაციები (მ 1:100; 1:50;
1:25);
13. საპროექტო გზის გეგმები, პიკეტების და პირობითი აღნიშვნების
დატანით.
14. საპროექტო გზის გრძივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
15. საპროექტო გზის განივი პროფილები, წითელი და შავი ნიშნულების
ჩვენებით.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გეგმის მომზადება (ვერტიკალური
და
ჰორიზონტალური მონიშვნა, საგზაო ნიშნებით, თვალამრიდებით ან სხვა
აღჭურვილობით) სათანადო სამსახურებთან შეთანხმებით.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების და საყოფაცხოვრებო
ნარჩენების
კონტეინერების განთავსების ადგილების გეგმაზე დატანა (დამკვეთთან
შეთანხმებით).
- სამუშაოთა მოცულობების (საგზაო სამოსი, გვერდულები, სანიაღვრე არხები,
მილები და ა.შ.) პიკეტური დათვლის უწყისები.
- მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
- სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი (წინასწარ
შეთანხმდეს
შემსყიდველთან).
- მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა საბაზრო და რესურსული
ფასებით,
მოქმედი ნორმატივების გათვალისწინებით.
- გათვალისწინებული იქნას, სპორტული და გამაჯანსაღებელი ნაგებობები
ВСН
46-86 ნორმები;
- საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის СНиП 2.08.02-89*
ნორმები;
- პროექტში გათვალისწინებული იქნას „შშმ პირებისთვის სივრცის
მოწყობისა და
არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლემანტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #41
დადგენილება;
- გათვალისწინებული იქნას საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 2016
წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე;
- შენიშვნა:
- საპროექტო არეალში არსებული საკომუნიკაციო მიწისქვეშა საინჟინრო
ქსელების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა უნდა
მოიპოვოს კომუნიკაციის მფლობელებისაგან და მოცემულ ადმინისტრაციულ
ერთეულში მერის წარმომადგენელისაგან)
მიმწოდებელი ვალდებულია:
- ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის
შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი შეტანა საპროექტო დოკუმენტაციაში
დამატებითი აზღაურების გარეშე (დამკვეთთან შეთანხმებით);