Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различное транспортное оборудование и запасные части для замены (Грузия - Тендер #65673428)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: zugdidi municipality city hall
Номер конкурса: 65673428
Дата публикации: 22-07-2025
Сумма контракта: 66 190


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013136
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.07.2025 18:03
Начало приема предложения 01.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 04.08.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 66`190.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34900000-Различное транспортное оборудование и запасные части для замены
Коды классификатора
  • 34996100 - Светофоры
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: სატრანსპორტო და ქვეითთა შუქნიშნები (თანმდევი მომსახურებით _ მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 670.00 GEL
Размер гарантии 662 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: besik kardava :: 22.07.2025 14:47
  • Последнее исправление: levan :: 22.07.2025 18:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=640543&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: სატრანსპორტო და ქვეითთა შუქნიშნების (თანმდევი მომსახურებით _ მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი, ტექნიკური აღწერილობა და რაოდენობა

1) სატრანსპორტო შუქნიშანი _ შუქნიშნის სექცია _ სამ სექციანი (წითელი, ყვითელი, მწვანე); კარკასი: შავი (RAL9005) პოლიკარბონატის, რომელიც სტაბილიზირებული იქნება UV (ულტრაიისფერი) - სტაბილიზაციით; სატრანსპორტო შუქნიშნის მოდული _ დიამეტრი: 200 – 210მმ; დამზადებული: EN12368 სტანდარტით; სამუშაო ძაბვა: 196 - 265 V; სიხშირე: 50 Hz (± 20%); დენის მოხმარება: არაუმეტეს 7 W; მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი: -40°C +60°C; სიკაშკაშის მაჩვენებელი: არაუმეტეს 400 cd; დაცვის ხარისხი: არანაკლებ IP65; ლინზების მასალა და კორპუსი: UV სტაბილიზირებული პოლიკარბონატი; რაოდენობა: 16 (თექვსმეტი) ცალი.

2) ქვეითთა შუქნიშანი _ შუქნიშნის სექცია _ ორ სექციანი (წითელი, მწვანე); კარკასი: შავი (RAL9005) პოლიკარბონატის, რომელიც სტაბილიზირებული იქნება UV (ულტრაიისფერი) - სტაბილიზაციით; სატრანსპორტო შუქნიშნის მოდული _ დიამეტრი: 200 – 210მმ; დამზადებული: EN12368 სტანდარტით; სამუშაო ძაბვა: 196 - 265 V; სიხშირე: 50 Hz (± 20%); დენის მოხმარება: არაუმეტეს 7 W; მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი: -40°C +60°C; სიკაშკაშის მაჩვენებელი: არაუმეტეს 400 cd; დაცვის ხარისხი: არანაკლებ IP65; ლინზების მასალა და კორპუსი: UV სტაბილიზირებული პოლიკარბონატი; რაოდენობა: 8 (რვა) ცალი.

თანმდევი მომსახურება

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს: შუქნიშნების მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება.

შენიშვნა: 1) შესყიდვის ობიექტების ტექნიკურ აღწერილობაში თუ გამოყენებულია (მითითებულია) კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“; 2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობის (მახასიათებლების) შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის სახით (იხ. 1.3 პუნქტი). ამასთან, შესყიდვის ობიექტის ძირითადი მახასიათებლების ამსახველი ტექსტი წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწვრილებით, ერთმნიშვნელოვანი (კონკრეტული) მაჩვენებლებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდების (თანმდევი მომსახურებით _ მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება) სავალდებულო ვადაა: ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები და წესი ასახულია ხელშეკრულების პირობებში).
1.5.2. მიწოდების ადგილია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი _ ქალაქ ზუგდიდის ტერიტორია. კონკრეტულად: 1. პუშკინი-სოხუმის ქუჩებისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტიას გზის გადაკვეთა; 2. სოხუმისა და წერეთლის ქუჩების გადაკვეთა; 3. თავისუფლებისა და თაბუკაშვილის ქუჩების გადაკვეთა; 4. აღმაშენებლისა და ბარამია-ხუბულავას ქუჩების გადაკვეთა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 (ორი) წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან (ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან), რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, საამისოდ აუცილებელ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
2) საგარანტიო პირობები არ ვრცელდება შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებით გამოწვეული ცვეთისა და გარე ფაქტორით დაზიანების შემთხვევაში. ასევე, ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.

შენიშვნა: პრეტენდენტმა, ფასების ცხრილის (იხ. 1.3 პუნქტი) შესაბამის სვეტში, შესაბამის პოზიციაზე, უნდა მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა იყოს დადგენილ ვადაზე ნაკლები.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის ან/და ბრენდის დასახელების, ასევე მოდელის ან/და მოდელის ნომრის ან/და სავაჭრო ან სასაქონლო ნიშნის ან/და პროდუქტის ნომრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ფასების ცხრილის (იხ. 1.3 პუნქტი; დანართი №1) სახით.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია ეტაპზე,“ მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებლის ან/და ბრენდის დასახელებისა და მოდელის ან/და მოდელის ნომრის ან/და სავაჭრო ან სასაქონლო ნიშნის ან/და პროდუქტის ნომრის მიუთითებლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. №1 დანართში ჰორიზონტალური ხაზით ( - ) მონიშნული პოზიციების შევსება არ არის სავალდებულო.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, შესრულებული უნდა ჰქონდეს შუქნიშნ(ებ)ის მიწოდებისა და მონტაჟის სამუშაოები. აღნიშნულის დასტურად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში თუ, ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან არ იკვეთება შესრულებულბი სამუშაოები და შინაარსი, ტენდერში მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების და მათი შინაარსის იდენტიფიცირება. კონკრეტულად: სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი _ ფორმა №2 ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია სატენდერო განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP) ან/და ხელშეკრულების სისტემის „CMR“ მოდულში რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის წარმოდგენა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის _ შუქნიშნების ფოტოსურათ(ებ)ი და მწარმოებლის ან/და ბრენდის დასახელების, ასევე მოდელის ან/და მოდელის ნომრის ან/და სავაჭრო ან სასაქონლო ნიშნის ან/და პროდუქტის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტექნიკური აღწერილობის იდენტიფიცირებისათვის ტექნიკური პასპორტი ან/და კატალოგის (ბროშურის) შესაბამისი გვერდ(ებ)ი ან/და სპეციფიკაცია ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდის მისამართ(ებ)ი _ ბმულ(ებ)ი ან/და შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი (წერილში მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი).

2.9 other additional requirements

2.9.1. ყველა მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არ მყოფი, ქარხნული შეფუთვით.
2.9.2. სატენდერო წინადადების ღირებულება, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების, მონტაჟისა და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, შესყიდვის ობიექტის სრულად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ (ექსპლუატაციაში გაშვების ჩათვლით), შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან და საგადასახადო დოკუმენტების დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ ქარდავა, 595222788, kardava.b@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru