1. 15111100 - საქონლის ხორცი. ხორცი საქონლის(რბილი) - 4681 კგ. - ახალი საქონლის
ხორცი, გაუყინავი, მუქი ვარდისფერიდან ღია წითელამდე, არასასიამოვნო
სუნის გარეშე კუნთოვანი ხორცის მასა პროცენტულეად უნდა აღემატებოდეს
ცხიმოვან მასას. ხორცი უნდა იყოს ახალდაკლული . მიკრობიოლოგიური,
ფიზიკო-ქიმიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლები უნდა
შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ცხოველი დაკლული უნდა იყოს სასაკლაოზე და დამამუშავებული და
მომწოდებელი უნდა იყოს აღიარებული მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად, დაფასოებული, შეფუთული (თავდახურულ კონტეინერებში),
სათანადოდ ეტიკეტირებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ. შეფუთვაზე
მიეთითოს ხორცის წონა და გაერთიანების ფილიალის სახელწოდება სადაც
უნდა მოხდეს ხორცის მიწოდება. მიწოდება უნდა განხორციელდეს დაკვლიდან 24
საათის განმავლობაში. საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა
განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა- რეფრეჟერატორებით
(მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი
ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები. საქონლის
ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა.
ხორცის ნაჭერში ძვლის რაოდენობა არ უნდა იყოს
2. 15112130 - ქათმის ხორცი. ქათმის ფილე -2061 კგ. - გაყინული ქათმის ფილე A
კატეგორიის, არ უნდა შეიცავდეს გენმოდიფიცირებულ დანამატებს. გაყინული
მშრალი წესით, ღრმა გაყინვით, არასასიამოვნო სუნის გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს დეფროსტაციის კვალი. 100 გრ პროდუქტზე ენერგეტიკული
მახასიათებლები: ცილა არანაკლებ 18.0, ცხიმი არაუმეტეს 4.0, ენერგეტიკული
ღირებულება არანაკლებ 129 კ.კალ. შეფუთვა 1000 გრ. ქათმის ფილე არ უნდა
შეიცავდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის #639
დადგენილებით“ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი
კლასიფიკაციის და ცხოველური წარმოშვების სურსათში ნარჩენების
მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს. სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ
სტანდარტებს. პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟატორით(მაცივარი) სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
მითითებული რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველ
ორგანიზაციას ან/და სატენდერო კომისიას არ აკისრებს ვალდებულებას
მითითებული საქონლის რაოდენობა შესყიდულ იქნეს სრულად.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
2 - საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე, წარმოდგენილი უნდა იქნას,
საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით
დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური
პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების
ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული, ვეტერინარული
მოწმობა (ფორმა №2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და
საათი.
3 - ხორცი უნდა იყოს, სათანადოდ ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის, 2016
წლის 9 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და
საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული
უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, დაკვლის, დამუშავების, გაყინვის დრო და
ტემპერატურა. ასევე, მითითებული უნდა იყოს, ყველა სავალდებულო ჩანაწერი
მ.შ. საქონლის სანომრე ნიშანი, რომლითაც მოხდება იდენტიფიცირება
ვეტერინარულ მოწმობაში (ფორმა №2) დაფიქსირებულ საქონელსა და
დაფასოებულ ხორცს შორის.
4 - უნდა იყოს, ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
5 - ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს, აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული, ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
8 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
9 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
10 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული, ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
11- საკვები პროდუქტების დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი
ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას;
12- პროდუქციის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა- რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება პროდუქციის
ხარისხის დაცვისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.