Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #65544160)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gurdjaani Municipality
Номер конкурса: 65544160
Дата публикации: 18-07-2025
Сумма контракта: 65 326


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250012901
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.07.2025 13:05
Начало приема предложения 26.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.07.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 65`326.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ღონისძიების „სტარტაპი გურჯაანი 2025/ Startup Gurjaani 2025“ ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 650.00 GEL
Размер гарантии 653 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lika imedashvili :: 17.07.2025 11:24
  • Последнее исправление: nino kachlishvili :: 18.07.2025 13:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=639043&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ღონისძიების „სტარტაპი გურჯაანი 2025/ Startup Gurjaani 2025“ ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეწარმეობით დაინტერესება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს, სამიზნე თემების ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე გადაჭრის გზების მოძებნა და პროტოტიპების შექმნა.
სამიზნე თემები: მელიორაცია, სურსათის უვნებლობა, გარემოსდაცვა და ეკოსისტემები
ჩატარების ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი
პროექტის ხანგრძლივობა: 20 დღე და პროექტის დახურვის დღე (პროექტი სრულად ოფლაინ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს)
რაოდენობა:
• მინიმუმ 40 სამ წევრიანი გუნდი ან 50 ორ წევრიანი გუნდი
• მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 120 ახალგაზრდა
მონაწილეობის ძირითადი პირობები:
• პროექტში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედმა მინიმუმ 20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შექმნილმა გუნდებმა
• თითო სკოლიდან მხოლოდ 1 გუნდი მონაწილეობს
• აუცილებელი პირობაა, რომ თითოეული გუნდი შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 წევრისგან
• ინდივიდუალურად მონაწილეობა არ არის დაშვებული
• იდეის შეცვლა არ არის დაშვებული
• პროექტი განკუთვნილია გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 15-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის
ეტაპი I - დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება
• პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში შექმნას პროექტში მონაწილეობის მსურველთა სპეციალურ ონლაინ სარეგისტრაციო ბმული, რომლის მეშვეობით ჯგუფი ვალდებულია დარეგისტრირდეს, სადაც პირად მონაცემებთან ერთად უნდა მიუთითონ იდეის მოკლე აღწერა და მოტივაცია, პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
• შერჩეული მინიმუმ 40 სამ წევრიანი ან 50 ორ წევრიანი გუნდები გადავლენ მეორე ეტაპზე (პროექტში მინიმუმ 100 ახალგაზრდა უნდა მონაწილეობდეს)
• გუნდების შერჩევას აწარმოებს სპეციალური ჟიური, რომელიც 3 ადამიანით იქნება დაკომპლექტებული
• მონაწილეობის მსურველებს უნდა მიეცეთ 10 დღიანი ვადა, პროექტისთვის საჭირო ინფორმაციის შესავსებად
• შესარჩევ კომისიას უნდა მიეცეს 5 დღე მუშაობისთვის, მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად და მეორე ეტაპის კანდიდატების გამოსავლენად
ეტაპი II – შერჩეული მონაწილეების მოსამზადებელი პერიოდი (მიმდინარებს ოფლაინ რეჟიმში)
მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები გაივლიან მოსამზადებელ პერიოდს გამოცდილი ქოუჩების მენტორობით. მათ ექნებათ შესაძლებლობა უკვე გამოცდილ სტარტაპერებს შეხვდნენ და მიიღონ მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღონ ვორკშოპებში, სიტუაციურ თამაშებში, გაიარონ კონსულტაციები და მოემზადონ პროტოტიპების შესაქმნელად.
მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან 21-ე დღეს და განაწილებულია 20 დღეზე და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
• პირველი კვირა - სტარტაპის გახსნა, მონაწილეებისთვის მუშაობის პირობების გაცნობა, გამოცდილ სტარტაპერებთან შეხვედრები და მათთან ერთად მუშაობა, ტრენინგები და უკუკავშირები
სტარტაპერთან შეხვედრა (სამი სტარტაპერი - ექვსი დღე) - თითოეული სტარტაპერი უნდა იყოს პროექტის მიზნობრივი სფეროდან, ანუ 1 სურსათის უნებლობის სფეროს სტარტაპი,1 გარემოსდაცვის და ეკოსისტემების სფეროს სტარტაპი და 1 მელიორაციის სფეროს სტარტაპი. მათი გამოცდილება თითოეულის შემთხვევაში უნდა მოიცავდეს მინიმუმ 3 წელს პროექტის განხორციელების დღემდე. თითოეულმა მათგანთან შეხვედრა მოხდება 2-ჯერ კვირის განმავლობაში. სტარტაპერებთან მუშაობის დღის წესრიგი უნდა წარმოადგინოს მომწოდებელმა, რომელიც ჯამში მოიცავს 4-5 სამუშაო საათს ინდივიდუალურად თითო სტარატაპერის შემთხვევაში.
მეორე კვირა - მენტორების რეკომენდაციების ქვეშ მონაწილეთა პრაქტიკული მუშაობა პროტოტიპების შექმნაზე, გასვლითი ღონისძიებები მიზნობრივი თემების მიხედვით
მენტორებთან შეხვედრა (სამი მენტორი - სამი დღე)
მენტორები გამოცდილები უნდა იყვნენ სამიზნე თემებზე მუშაობაში და ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 5 წლიანი. მენტორებმა 1 კვირის განმავლობაში პროექტის მონაწილეებთან ერთად უნდა იმუშაონ მონაწილეთა იდეების მიხედვით პროტოტიპების შექმნასთან დაკავშირებით.
• მესამე კვირა - პრეზენტაციის უნარებზე და საბოლოო პროექტის სრულყოფაზე მუშაობა
პროექტზე მუშაობა (ორი მენტორი - ორი დღე)
პრეზენტაციის უნარებზე მუშაობის სესიის მენტორებს (2 მენტორი) უნდა ჰქონდეთ საჯარო გამოსვლების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება დიდი აუდიტორიის წინაშე (მინიმუმ 300 ადამიანი, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალით ან/და ღონისძიების ლინკით), ხოლო მათი პროფესიული გამოცდილება უნდა მოიცავდეს სტრატეგიულ კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროექტის მენეჯმენტის მართვის მენტორშიპს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.
• პროექტის დახურვის/დაჯილდოების დღე - მონაწილე გუნდების პრეზენტაციის სახით იდეების მოსმენა
*პროექტის გახსნა-დაჯილდოების დღეებზე საჭიროა კვებითი მომსახურების გაწევა #2 ცხრილის შესაბამისად.
**პროექტის პიველი-მესამე კვირის ფარგლებში საჭიროა კვებითი მომსახურების გაწევა #3 ცხრილის შესაბამისად.
დაჯილდოება
ჟიური:
• მონაწილე გუნდების მიერ წარმოდგენილ იდეების შეაფასებს 3 წევრიანი ჟიური წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის საშუალებით.
• ჟიურის თითოეული წევრი უნდა იყოს პროექტთან დაკავშირებული რელევანტური პროფესიის მქონე.
• ჟიურის თავმჯდომარე ვალდებულია შექმნას ოქმები, სადაც აღრიცხული იქნება თითოეული მონაწილე გუნდის შეფასება, რომელიც დამოწმებული იქნება ჟიურის სამივე წევრის ხელმოწერით.
• გამარჯვებული გამოვლენა მოხდება ქულათა ჯამური უპირატესობის მიხედვით.
გამარჯვებულების შესახებ
• პროექტის ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო 3 იდეა (თითო მიმართულებიდან-თითო), რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები თითოეულს 6250 ლარის ოდენობით, გადასახადების გათვალისწინებით
• გამარჯვებულის გამოვლენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამარჯვებულებისთვის ფულადი ჯილდოს ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი
• თითოეულ გამარჯვებულს ადგილზე გადაეცემა Sturtup Gurjaani-ის ფოტო ჯილდო (მასალა PVC ზომით 60სმ*30სმ დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით).
• პროექტში მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი
ვიდეოგრაფის მომსახურება
• ვიდეო გადაღება უნდა მოხდეს ჯამში 2-ჯერ სრული პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში (1 გახსნის ვიდეო, 1 დაჯილდოების ვიდეო)
• გახსნის დღეს უნდა მოხდეს მთლიანი დღის გადაღება და მცირე კლიპის დამზადება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე ყველა გუნდი
• დაჯილდოების დღეს უნდა მოხდეს მთლიანი დღის გადაღება და კლიპის დამზადება, რომლის ხანგრძლივობაც მაქსიმუმ იქნება 3წთ (ვიდეო უნდა მოიცავდეს კომენტარებს ღონისძიების მიმდინარეობიდან, ასევე ჰქონდეს ინგლისური ტიტრები, გაფორმებული უნდა იყოს დინამიური მუსიკალური ფონით)
• ვიდეოგრაფმა უნდა მოგვაწოდოს სამივე გამარჯვებული ვიდეო ჩანაწერი ცალ-ცალკე ინდივიდუალურად, სადაც ისინი ისაუბრებენ იდეაზე და სამომავლო გეგმებზე. 1 წუთიანი ვიდეობი მოწოდებული უნდა იქნას ეტაპობრივად, თითო გადაღებიდან მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში, ხოლო კლიპი ღონისძიების დასრულებიდან 5 კალენდარულ დღეში;
• ვიდეოს გადაღება უნდა განხორციელდეს HD ფორმატით
პროექტის განხორციელების ადგილი
პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა საკონფერენციო დარბაზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც მინიმუმ 100 ადამიანს დაიტევს თეატრალური წყობით.
დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს:
• პროექტორით და შესაბამისი ეკრანით (მინიმუმ ფართობი: .8კვ.მ), რომელსაც ექნება გადამრთავი პულტი იგივე „კლიკერი“;
• გახმოვანების აპარატურით, რომელიც მოიცავს მინიმუმ 4 უსადენო მიკროფონს;
• 120 სკამით და 50 არანაკლებ ერთ მეტრიანი მაგიდით;
• სამეწარმეო დანადგარებით უზრუნველყოფა ან პროექტის მონაწილეთა საჭიროებების მიხედვით დაკმაყოფილება, პროტოტიპების შექმნის პროცესში
ბრენდირებული მასალები
• 150 ცალი ბრენდირებული 40 ფურცლიანი ზამბარიანი რვეული - ზომა: 21სმ*14სმ
• 150 ცალი ბრენდირებული საწერი კალამი
• 120 ცალი ბრენდირებული პლასტიკური ბეიჯი ფერადი საკიდით. ზომა: 12სმ*10სმ
• 120 ცალი ბრენდირებული ტილოს ჩანთა, მხარზე საკიდით. ჩანთის ზომა:35 სმ*30სმ; საკიდის ზომა: 60სმ
• 120 ცალი ბრენდირებული მაისური - M ზომა 60ც და L ზომა 60ც
• 130 ცალი სერტიფიკატი - A4 ფორმატი და 300გრ ცარცის მასალა
• 3 ცალი სერტიფიკატი - A3 ფორმატი და ტილოს მასალა
• 3 ცალი A3 ზომის ჩარჩოები შუშით და მეტალის კარკასით
• 3 ცალი PVC - ზომით 60სმ*30სმ
• წებოვანი პატარა ქაღალდი - 15 შეკვრა;
• კალამი - 20 ცალიანი 10 შეკვრა;
• A4 ფორმატის ფურცელი - 2 ყუთი;
• ფერადი მარკერები -50ც;
• ქაღალდის წებო - 20ც;
• დიდი ზომის კლიპსი (19მმ) -100ც;
• გამჭვირვალე წებოვანი ლენტი (19მმ) - 20ც;

*თითოეული პუნქტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 კალენდარულ დღეში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ღონისძიების ორგანიზების გამოცდილება, ღირებულებით 250 000 ლარი. პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ით (ხელშეკრულება, ან/და მიღება-ჩაბარება, ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი);
3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი #3-ის შესაბამისად;
4. პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაციაში მითითებული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, ან/და მიღება-ჩაბარება, ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და ლინკი. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR...) წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტის გათვალისწინებით), პრეტენდენტი ვალდებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობა დაასაბუთოს აკრედიტირებული, ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დასკვნით. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით გასაწევი მომსახურების შესრულების შესაძლებლობა (საექსპერტო მომსახურების ხარჯებს დაფარავს პრეტენდენტი).
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3. აკრედიტებული, ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუდგება ვალდებულება დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოადგინოს დასკვნის გამცემი აკრედიტირებული პირის შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობა, ან ლიცენზია.
4. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის (შეუსაბამობა სატენდერ ოგანცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენი ლტექნიკურ/დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან) წარმოდგენა გამოიწვვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მომსახურების მიწოდების შემდეგ, ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამთა კვირიაშვილი, 599852232, gurjaanismunicipaliteti1@gmail.com კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეა სამსახურის უფროსის მ/შ ხატია ზაკალაშვილი ტელ: 599 85 22 86.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. გარდა დღგ-ისა.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ფასების ცხრილის განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. ამხანაგობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების განაწილების შესახებ დანართი #4_ის შესაბამისად.
9. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru