პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეწარმეობით დაინტერესება და
შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. საბოლოო მიზანს კი
წარმოადგენს, სამიზნე თემების ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე
გადაჭრის გზების მოძებნა და პროტოტიპების შექმნა.
სამიზნე თემები: მელიორაცია, სურსათის უვნებლობა, გარემოსდაცვა და
ეკოსისტემები
ჩატარების ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი
პროექტის ხანგრძლივობა: 20 დღე და პროექტის დახურვის დღე (პროექტი სრულად
ოფლაინ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს)
რაოდენობა:
• მინიმუმ 40 სამ წევრიანი გუნდი ან 50 ორ წევრიანი გუნდი
• მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 120 ახალგაზრდა
მონაწილეობის ძირითადი პირობები:
• პროექტში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა გურჯაანის
მუნიციპალიტეტში მოქმედმა მინიმუმ 20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან
შექმნილმა გუნდებმა
• თითო სკოლიდან მხოლოდ 1 გუნდი მონაწილეობს
• აუცილებელი პირობაა, რომ თითოეული გუნდი შედგებოდეს მინიმუმ 2 და
მაქსიმუმ 3 წევრისგან
• ინდივიდუალურად მონაწილეობა არ არის დაშვებული
• იდეის შეცვლა არ არის დაშვებული
• პროექტი განკუთვნილია გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 15-25
წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის
ეტაპი I - დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება
• პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული
დღის განმავლობაში შექმნას პროექტში მონაწილეობის მსურველთა
სპეციალურ ონლაინ სარეგისტრაციო ბმული, რომლის მეშვეობით ჯგუფი
ვალდებულია დარეგისტრირდეს, სადაც პირად მონაცემებთან ერთად უნდა
მიუთითონ იდეის მოკლე აღწერა და მოტივაცია, პროექტში მონაწილეობასთან
დაკავშირებით.
• შერჩეული მინიმუმ 40 სამ წევრიანი ან 50 ორ წევრიანი გუნდები გადავლენ
მეორე ეტაპზე (პროექტში მინიმუმ 100 ახალგაზრდა უნდა მონაწილეობდეს)
• გუნდების შერჩევას აწარმოებს სპეციალური ჟიური, რომელიც 3 ადამიანით
იქნება დაკომპლექტებული
• მონაწილეობის მსურველებს უნდა მიეცეთ 10 დღიანი ვადა, პროექტისთვის
საჭირო ინფორმაციის შესავსებად
• შესარჩევ კომისიას უნდა მიეცეს 5 დღე მუშაობისთვის, მიღებული
ინფორმაციის დასამუშავებლად და მეორე ეტაპის კანდიდატების
გამოსავლენად
ეტაპი II – შერჩეული მონაწილეების მოსამზადებელი პერიოდი (მიმდინარებს
ოფლაინ რეჟიმში)
მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები გაივლიან მოსამზადებელ პერიოდს
გამოცდილი ქოუჩების მენტორობით. მათ ექნებათ შესაძლებლობა უკვე
გამოცდილ სტარტაპერებს შეხვდნენ და მიიღონ მათი გამოცდილების შესახებ
ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღონ ვორკშოპებში, სიტუაციურ თამაშებში,
გაიარონ კონსულტაციები და მოემზადონ პროტოტიპების შესაქმნელად.
მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან 21-ე დღეს
და განაწილებულია 20 დღეზე და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
• პირველი კვირა - სტარტაპის გახსნა, მონაწილეებისთვის მუშაობის
პირობების გაცნობა, გამოცდილ სტარტაპერებთან შეხვედრები და მათთან
ერთად მუშაობა, ტრენინგები და უკუკავშირები
სტარტაპერთან შეხვედრა (სამი სტარტაპერი - ექვსი დღე) - თითოეული
სტარტაპერი უნდა იყოს პროექტის მიზნობრივი სფეროდან, ანუ 1 სურსათის
უნებლობის სფეროს სტარტაპი,1 გარემოსდაცვის და ეკოსისტემების სფეროს
სტარტაპი და 1 მელიორაციის სფეროს სტარტაპი. მათი გამოცდილება
თითოეულის შემთხვევაში უნდა მოიცავდეს მინიმუმ 3 წელს პროექტის
განხორციელების დღემდე. თითოეულმა მათგანთან შეხვედრა მოხდება 2-ჯერ
კვირის განმავლობაში. სტარტაპერებთან მუშაობის დღის წესრიგი უნდა
წარმოადგინოს მომწოდებელმა, რომელიც ჯამში მოიცავს 4-5 სამუშაო საათს
ინდივიდუალურად თითო სტარატაპერის შემთხვევაში.
მეორე კვირა - მენტორების რეკომენდაციების ქვეშ მონაწილეთა პრაქტიკული
მუშაობა პროტოტიპების შექმნაზე, გასვლითი ღონისძიებები მიზნობრივი
თემების მიხედვით
მენტორებთან შეხვედრა (სამი მენტორი - სამი დღე)
მენტორები გამოცდილები უნდა იყვნენ სამიზნე თემებზე მუშაობაში და
ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 5 წლიანი. მენტორებმა 1 კვირის
განმავლობაში პროექტის მონაწილეებთან ერთად უნდა იმუშაონ მონაწილეთა
იდეების მიხედვით პროტოტიპების შექმნასთან დაკავშირებით.
• მესამე კვირა - პრეზენტაციის უნარებზე და საბოლოო პროექტის
სრულყოფაზე მუშაობა
პროექტზე მუშაობა (ორი მენტორი - ორი დღე)
პრეზენტაციის უნარებზე მუშაობის სესიის მენტორებს (2 მენტორი) უნდა
ჰქონდეთ საჯარო გამოსვლების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება დიდი
აუდიტორიის წინაშე (მინიმუმ 300 ადამიანი, რაც დადასტურებული უნდა იყოს
შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალით ან/და ღონისძიების ლინკით), ხოლო მათი
პროფესიული გამოცდილება უნდა მოიცავდეს სტრატეგიულ კომუნიკაციების,
საზოგადოებასთან ურთიერთობის, პროექტის მენეჯმენტის მართვის
მენტორშიპს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში.
• პროექტის დახურვის/დაჯილდოების დღე - მონაწილე გუნდების
პრეზენტაციის სახით იდეების მოსმენა
*პროექტის გახსნა-დაჯილდოების დღეებზე საჭიროა კვებითი მომსახურების
გაწევა #2 ცხრილის შესაბამისად.
**პროექტის პიველი-მესამე კვირის ფარგლებში საჭიროა კვებითი
მომსახურების გაწევა #3 ცხრილის შესაბამისად.
დაჯილდოება
ჟიური:
• მონაწილე გუნდების მიერ წარმოდგენილ იდეების შეაფასებს 3 წევრიანი
ჟიური წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებისა და ქულათა სისტემის
საშუალებით.
• ჟიურის თითოეული წევრი უნდა იყოს პროექტთან დაკავშირებული
რელევანტური პროფესიის მქონე.
• ჟიურის თავმჯდომარე ვალდებულია შექმნას ოქმები, სადაც აღრიცხული
იქნება თითოეული მონაწილე გუნდის შეფასება, რომელიც დამოწმებული
იქნება ჟიურის სამივე წევრის ხელმოწერით.
• გამარჯვებული გამოვლენა მოხდება ქულათა ჯამური უპირატესობის
მიხედვით.
გამარჯვებულების შესახებ
• პროექტის ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო 3 იდეა (თითო
მიმართულებიდან-თითო), რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები თითოეულს
6250 ლარის ოდენობით, გადასახადების გათვალისწინებით
• გამარჯვებულის გამოვლენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამარჯვებულებისთვის ფულადი ჯილდოს
ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი
• თითოეულ გამარჯვებულს ადგილზე გადაეცემა Sturtup Gurjaani-ის ფოტო ჯილდო (მასალა
PVC ზომით 60სმ*30სმ დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით).
• პროექტში მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცემა მონაწილეობის
სერტიფიკატი
ვიდეოგრაფის მომსახურება
• ვიდეო გადაღება უნდა მოხდეს ჯამში 2-ჯერ სრული პროექტის მიმდინარეობის
ფარგლებში (1 გახსნის ვიდეო, 1 დაჯილდოების ვიდეო)
• გახსნის დღეს უნდა მოხდეს მთლიანი დღის გადაღება და მცირე კლიპის
დამზადება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე ყველა
გუნდი
• დაჯილდოების დღეს უნდა მოხდეს მთლიანი დღის გადაღება და კლიპის
დამზადება, რომლის ხანგრძლივობაც მაქსიმუმ იქნება 3წთ (ვიდეო უნდა
მოიცავდეს კომენტარებს ღონისძიების მიმდინარეობიდან, ასევე ჰქონდეს
ინგლისური ტიტრები, გაფორმებული უნდა იყოს დინამიური მუსიკალური
ფონით)
• ვიდეოგრაფმა უნდა მოგვაწოდოს სამივე გამარჯვებული ვიდეო ჩანაწერი
ცალ-ცალკე ინდივიდუალურად, სადაც ისინი ისაუბრებენ იდეაზე და
სამომავლო გეგმებზე. 1 წუთიანი ვიდეობი მოწოდებული უნდა იქნას
ეტაპობრივად, თითო გადაღებიდან მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში, ხოლო
კლიპი ღონისძიების დასრულებიდან 5 კალენდარულ დღეში;
• ვიდეოს გადაღება უნდა განხორციელდეს HD ფორმატით
პროექტის განხორციელების ადგილი
პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა საკონფერენციო დარბაზი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც მინიმუმ 100 ადამიანს
დაიტევს თეატრალური წყობით.
დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს:
• პროექტორით და შესაბამისი ეკრანით (მინიმუმ ფართობი: .8კვ.მ), რომელსაც
ექნება გადამრთავი პულტი იგივე „კლიკერი“;
• გახმოვანების აპარატურით, რომელიც მოიცავს მინიმუმ 4 უსადენო
მიკროფონს;
• 120 სკამით და 50 არანაკლებ ერთ მეტრიანი მაგიდით;
• სამეწარმეო დანადგარებით უზრუნველყოფა ან პროექტის მონაწილეთა
საჭიროებების მიხედვით დაკმაყოფილება, პროტოტიპების შექმნის
პროცესში
ბრენდირებული მასალები
• 150 ცალი ბრენდირებული 40 ფურცლიანი ზამბარიანი რვეული - ზომა: 21სმ*14სმ
• 150 ცალი ბრენდირებული საწერი კალამი
• 120 ცალი ბრენდირებული პლასტიკური ბეიჯი ფერადი საკიდით. ზომა: 12სმ*10სმ
• 120 ცალი ბრენდირებული ტილოს ჩანთა, მხარზე საკიდით. ჩანთის ზომა:35 სმ*30სმ;
საკიდის ზომა: 60სმ
• 120 ცალი ბრენდირებული მაისური - M ზომა 60ც და L ზომა 60ც
• 130 ცალი სერტიფიკატი - A4 ფორმატი და 300გრ ცარცის მასალა
• 3 ცალი სერტიფიკატი - A3 ფორმატი და ტილოს მასალა
• 3 ცალი A3 ზომის ჩარჩოები შუშით და მეტალის კარკასით
• 3 ცალი PVC - ზომით 60სმ*30სმ
• წებოვანი პატარა ქაღალდი - 15 შეკვრა;
• კალამი - 20 ცალიანი 10 შეკვრა;
• A4 ფორმატის ფურცელი - 2 ყუთი;
• ფერადი მარკერები -50ც;
• ქაღალდის წებო - 20ც;
• დიდი ზომის კლიპსი (19მმ) -100ც;
• გამჭვირვალე წებოვანი ლენტი (19მმ) - 20ც;
*თითოეული პუნქტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით