Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #65544130)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 65544130
Дата публикации: 17-07-2025
Сумма контракта: 115 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250012874
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.07.2025 18:41
Начало приема предложения 28.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 115`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 152 (ას ორმოცდათორმეტი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სამრეკლოსა და მოაჯირების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`150.00 GEL
Размер гарантии 1`150 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kristine chilingarashvili :: 04.07.2025 19:46
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 17.07.2025 18:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637532&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სამრეკლოსა და მოაჯირების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა
ვარძიის კლდის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. კომპლექსი საქართველოს მიერ 2007 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში წარდგენილია, როგორც ვარძია-ხერთვისის ნომინაცია. კლდოვან ტერასაზე მოწყობილ სუბსტრუქციაზე აღმართულია XII-XIV საუკუნეების მიჯნით დათარიღებული, თლილი ქვით ნაშენი სამრეკლო. ნაგებობამ XX საუკუნისთვის დაზიანებული სახით მოაღწია, კერძოდ, მიწისძვრის შედეგად სრულად ჩამოიშალა სამრეკლოს მეორე დონე - ფანჩატური, ასევე, ჩამოიშალა სამხრეთ ფასადი, ჩაიქცა კამაროვანი გადახურვა, დაზიანდა საპირე წყობა. 1968-1970 წწ. რესტავრირდა ვარძიის სამრეკლო, სადაც ვარსკვლავისებური კამარის აღდგენასთან ერთად გამაგრდა ნაგებობის სუბსტრუქციის ქვეშ არსებული კლდის მასივი. სამრეკლოს მეორე დონის, ღია თაღოვანი ფანჩატურის, აღდგენისათვის არასაკმარისი მასალის გამო, აღადგინეს მხოლოდ წრიული საფუძველი, ორი რიგი საპირე ქვის წყობის სიმაღლეზე, რომელიც დასრულებულია პროფილირებული ლავგარდნით. პირველი რეგისტრის დასასრულს, როტონდის ქვეშ მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი
დღეის მდგომარეობით, სამრეკლოს როტონდის შიდა სივრცის გადახურვის ბოლო შრეს წარმოადგენს ტოლის ფენა, ფანჩატურის ქვედა დონის წყობის ქვები დასრულებულია ნალესობის ფენით, ხოლო კვადრატის კუთხეები გადახურულია თლილი ქვის ფილებით. სავარაუდოა, რომ ნაგებობის გადახურვიდან ატმოსფერული ნალექის გადასვლა ვერ ხერხდება, რის გამოც წყალი ინფილტრირდება ინტერიერში, რაც წარმოადგენს ქვის დაზიანების მთავარ გამომწვევ ფაქტორს, ნესტის კვალს ვხვდებით ქვის ფასადებზეც. დაზიანება გამოხატულია გამოკრისტალებული თეთრი შეფერილობის პატინით (სავარაუდოდ, გამომარილება), ასევე ბიოლოგიური კოლონიზაციით. როგორც ექსტერიერზე, ასევე ინტერიერში და სუბსტრუქციის საპირე ქვის წყობის ნაკერების შემავსებელი მჭიდა მასალა ფრაგმენტულად გამოფიტულია (განსაკუთრებით, გამოფიტვა და ქვის ეროზია გამოხატულია ჩრდილოეთ ფასადის, ადრეული სამშენებლო პერიოდის წყობის ქვებზე). დუღაბის გამოფიტვასთან ერთად, სუბსტრუქციის სამხრეთ ფასადზე არის წყობაში გაჩენილი სტრუქტურული ბზარი. სამრეკლოს ინტერიერის ქვედა რეგისტრი (იმპოსტების ქვეშ) ნაწილობრივ დაფარულია შავი ქერქით. ფასადის საპირე წყობაზე ფიქსირდება ქვის ატკეჩილი ადგილები.
აქედან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს სამრეკლოს მულტიდისციპლინური კვლევას, რომლის საფუძველზეც უნდა დამუშავდეს სამრეკლოს კონსერვაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ამასთანავე, პროექტი მოიცავს ძეგლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კერძოდ, კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გარკვეულ მონაკვეთებზე უსაფრთხოების მოაჯირების შეკეთება/მოწყობას.
დამატებით, 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დავალებით ააიპ „ინჟინრული აზრის“ მიერ დასკანირდა კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მომზადდა გრაფიკული მასალა. დანართის სახით მოცემულია შემდეგი მასალა: 3D ლაზერული სკანირების შედეგად მიღებული წერტილთა ღრუბლის მონაცემების საფუძველზე დამუშავებული სამრეკლოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული ანაზომების DWG ფორმატის ფაილი (შენიშვნა: მასალის გამოყენება მოხდეს საავტორო უფლებების დაცვით).

 მიზანი და ძირითადი პირობები

 ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, აუთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციის და დაცულობის უზრუნველყოფა.
 ტენდერის მიზანია კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სამრეკლოსა და მოაჯირების კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
 ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მდგომარეობის აუცილებელი ყველა ასპექტის გამოსწორება, რომელიც გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას მოითხოვს, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
 შესასრულებელია სამრეკლოს სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები (გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით ანაზომების შესრულება, კედლების ზონდაჟები, საჭიროებისამებრ ხარაჩოების განთავსება, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა და სხვ.) და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
 შესასრულებელია მოაჯირების დაზიანებული ფრაგმენტების კვლევა-ფიქსაცია და გრაფიკული დოკუმენტაცია.
 ძეგლის კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
 კვლევა-ფიქსაციის სამუშაოების განხორციელების პროცესში ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და დასაწყობდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
 მიწის სამუშაოები უნდა განხორციელდეს არქეოლოგიური ზედამხედველობით.
 მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
 სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
 კვლევის მიზნით ძეგლზე განსახორციელებელი ფიზიკური სამუშაოები უნდა შესრულდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კვლევითი სამუშაოების ნებართვის საფუძველზე.
 კვლევით ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
 საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
- გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.


შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 152 (ას ორმოცდათორმეტი) კალენდარული დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სამრეკლო და მოაჯირები

ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N79-ში

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, რომლის ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 57,500.00 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

- ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.


- იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

- გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

- პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, სამშენებლო მასალების სპეციალისტი, ბიოლოგი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

- არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს, ინჟინერ-გეოლოგს, ინჟინერ-ჰიდროგეოლოგს, ხელოვნებათმცოდნეს, სამშენებლო მასალების სპეციალისტსა და ბიოლოგს, 2017 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.

- გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

- დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.

- წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორ-რესტავრატორის, ინჟინერ-კონსტრუქტორის, ხელოვნებათმცოდნისა და სამშენებლო მასალების სპეციალისტის დიპლომის ასლი.

- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერთიფიკატის სახით.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

 შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

2.9 other additional requirements

ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხალშეკრულების გაფორმების შემდეგ, საპროექტო სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

 პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში შემსყიდველთან წარმოსადგენია არსებული მოაჯირების რეაბილიტაციისა და ახალი მოაჯირების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას, ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი ეტაპის დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (არსებობის შემთხვევაში საგადახდო დოკუმენტის წარმოდგენიდან) 10 (ათი) სამუშაო დღეში.

მეორე ეტაპის მიღება და ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი ეტაპის დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქრისტინე ჩილინგარაშვილი, 577318148, KRISTICHILINGARASHVILI1@GMAIL.COM

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.

9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე, ზემოთ აღნიშნული ობიექტის პროექტირება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 170-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული სამუშაო დღგ-ისგან გათავისუფლებულია.

10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;

სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;

სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

17-07-2025 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.

17-07-2025 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.

17-07-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-07-2025 Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы .

17-07-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-07-2025 Услуги в области садоводства.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru