Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #65544101)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Office of Self-Governance of Marneuli Municipality
Номер конкурса: 65544101
Дата публикации: 17-07-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250012845
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.07.2025 16:31
Начало приема предложения 02.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 07.08.2025 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 35`101.06 GEL
Контрактная цена объекта закупки 2`500`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233200 - Различные работы по покрытию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად.
Дополнительная информация
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 401.00 GEL
Размер гарантии 25`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: shota putkaradze :: 01.07.2025 14:48
  • Последнее исправление: vepkhvia giorgadze :: 17.07.2025 16:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636924&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი დანართი N2-ის (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოები გაწეული უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად.
2. მიმწოდებელს ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპრეისკურანტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. სამუშაოს შესრულების ადგილია: მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს - ხარჯთაღრიცხვის ხელოვნური ნაგებობების და გზის სავალი ნაწილის თავში ასახულ სამუშაოებზე.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რისთვისაც - 2022 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის დაწყების ოქმით გადაწყვეტილების მიღების დღემდე , პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 9 000 000 (ცხრა მილიონ) ლარისა, მათ შორის ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში პრეტენდენტს (საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა;
შენიშვნა: 1-ლი ქვეპუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებად ჩაითვლება, მხოლოდ საქართველოს და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები;
2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების: მშენებლობა; ან/და რეკონსტრუქცია; ან/და მოდერნიზაცია; ან/და რეაბილიტაცია; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები; ან/და პრევენციის სამუშაოები; ან/და პერიოდული შეკეთების ან/და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები; ან/და გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები;
3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები - მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა იდენტური შინაარსის მქონე სამართლებრივი დოკუმენტების სახით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენაც, ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას;
ასევე, წარმოდგენილი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში, თუ საუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის სუბიექტთან (ქვეკონტრაქტით) და ძირითად კონტრაქტორს ძირი ხელშეკრულების მიხედვით წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაცია და აღნიშნულ სამუშაოებზე შესაბამისი ტენდერის ფარგლებში გაწერილია პირობები ქვეკონტრაქტის დადების შესახებ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გამოცდილებები შესაბამისი უნდა იყოს იმ სატენდერო პირობების და ძირითადი კონტრაქტორის მიერ გაფორმებული ძირი ხელშეკრულების (ქვეკონტრაქტორის შესახებ) მოთხოვნებთანაც, ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შემსყიდველის მიერ გაცემული თანხმობის წერილი თავისი ძირი ხელშეკრულებითურთ საიდანაც გამომდინარეობს მისი ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტით გადაცემული სამუშაოების მოცულობა ან/და აღნიშნული დოკუმენტები უნდა იძებნებოდეს შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ტენდერებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მოცემულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში;
გ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ;
დ) შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში (საავტომობილო გზების მშენებლობა) საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ -1 (ერთი) სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტების მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დასადები ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;
2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
5. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
6. დანართი №2 (პრეისკურანტი) (პუნქტი 1.3); პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ სამუშაოების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
8. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი №2 (პრეისკურანტი) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული სამუშაოების ყველა პოზიციაზე (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს არაუმეტეს მეასედების სიზუსტით).
9. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №2-ით განსაზღვრული პრეისკურანტების ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთულ დანართი №2 _პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებასა და მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სისტემაში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს მის მიერ სისტემაში ატვირთული დანართი №2 _პრეისკურანტების თითოეული პოზიციის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დააფიქსიროს მეასედამდე (დამრგვალების გარეშე), შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც;
10. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ შესასრულებელი სამუშაოს ფასი არ არის გათვალისწინებული დანართი №2 _პრეისკურანტებში, მაშინ მხარეები, სამუშაოების დაწყებამდე, ადგენენ აღნიშნული მომსახურების ფასს საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში სამუშაოების (ნაწილის) რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
11. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ პრეისკურანტში არ არის მოცემული საჭირო სამუშაო, ასეთი სამუშაოს ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელმა აღნიშნულ სამუშაოზე წარადგინა შეუსაბამოდ მაღალი ფასი, შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს ბაზრის კვლევა და ფასთა შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელი დააჯარიმოს ხელშეკრულების ღირებულების 1%–ით.
12. ახალი პოზიციების საჭიროების შემხთვევაში რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა ახალი პოზიციებზე

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

ვინაიდან შესყიდვის სავარაუდო (სახელშეკრულებო) ღირებულება აღემატება 200 000 ლარს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 18 მუხლის მე - 8 პუნქტის შესაბამისად სატენდერო კომისიამ ჩათვალა საჭიროდ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა.

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია არც აღიარებული და არც არაღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ მიმდინარეობს ამხანაგობის წევრების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესი; არ არის რეგისტრირებული მათ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა/აკრძალვა); ამხანაგობის წევრები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ არც აღიარებული და არც არ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია ამავე პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru