„პრეტენდენტის“ გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა
გასაწევი მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის,
მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. პრეტენდენტს, 2022 წლის 01
იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში,
მიწოდებულს უნდა ჰქონდეს:
კომპონენტი N1:
ჯამურად არანაკლებ 190356 (ას ოთხმოცდაათი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი)
ლარის ღირებულების დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც
სავალდებულოდ მომზადებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირის (EU)
წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე შესასრულებელი, შენო(ებ)ის მშენებლობის
ან/და რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია ან/და რეაბილიტაციის
სამუშაოებისათვის. არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი
მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე
პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას
(საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური
ურთიერთობები.
წარმოდგენილი პროექტებს სავალდებულოა თან ახლდეს მათზე გაცემული
დადებითი დასკვნები.
სავალდებულოა წარმოდგენილი 190356 (ას ოთხმოცდაათი ათას სამას
ორმოცდათექვსმეტი) ლარის ღირებულების პროექტებიდან, მინიმუმ 50
პროცენტის ღირებულების პროექტებზე, სამუშაოები იყოს განხორციელებული,
რაც უნდა დასტურდებოდეს: ხელშეკრულებ(ებ)ით, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით
და წერილით/ცნობით.
ტენდერში ნებადართულია ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს არ ქონდეს
კომპონენტი №1-ით გათვალისწინებული გამოცდილება, თუმცა აღნიშნულ
შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია
წარმოადგინოს ინფორმაცია აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი
ორგანიზაციის (შემდგომში „ქვეკონტრაქტორი“) შესახებ, რომელიც უნდა
აკმაყოფილებდეს კომპონენტი №1-ით გათვალისწინებული მოთხოვნას და
ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით
წარმოსადგენი, კომპონენტი N1-ის მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მითითებული პირობების
გათვალისწინებით. ასევე, უნდა წარმოადგნოს მასთან გაფორმებული
ხელშეკრულება, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებაზე
და ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს აღნიშნული ტენდერით
გათვალისწინებული მომსახურების/სამუშაოების დასრულების ვადაზე
ნაკლები.
დასაშვებია მხოლოდ ერთი ქვეკონტრაქტორის აყვანა.
ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო
შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე
კომპონენტი N2:
დასრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში, ჯამურად არანაკლებ 9708183 (ცხრა
მილიონ შვიდას რვა ათას ას ოთხმოცდასამი) ლარის ღირებულების, მათ შორის,
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 1800000.00 (ერთი მილიონ რვაასი
ათასი) ლარის ღირებულების შენობ(ებ)ის მშენებლობის ან/და
რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები,
რომელიც სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს და
ევროკავშირის (EU) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. არ განიხილება იმ
ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც
შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან
შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N1-ის
მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR და
ა.შ.) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების
გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე
ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რაც
დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1–ით განსაზღვრულ პირობებთან.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება
დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში,
ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი
ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია,
მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი:
„შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
2. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი
დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების,
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N1-ის მოთხოვნებთან
თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება
შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან
წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ
დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი
მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს
დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
3. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები
დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით
დამოწმებული.
პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, კომპონენტი N2-ის
მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR)
შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების
გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებ(ები)ა და
ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში სამუშაოების მიწოდების
დამადასტურებელი დოკუმენტები:
2.1. ხელშეკრულებ(ები)ა წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი
სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების
შემთხვევაში, წარმოდგენლი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული)
ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების
(შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში შესრულებული
სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად
შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და
შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
2.5. ხელშეკრულებ(ებ)ითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების
საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების
ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს
შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების
ურთიერთკავშირის დადგენა.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება
დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში,
ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი
ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია,
მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი:
„შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
2. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი
დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების,
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის კომპონენტი N2-ის მოთხოვნებთან
თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება
შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან
წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ
დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი
მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს
დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
3. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები
დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით
დამოწმებული.
გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში
მონაწილეობის შემთხვევაში:
1. ამხანაგობაში შემავალი პირები ერთობლივად უნდა აკმაყოფილებდნენ 2.2.1
პუნქტის ორივე კომპონენტით (კომპონენტი N1 და კომპონენტი N2)
გათვალისწინებულ მოთხოვნას, იმ განსხვავების გათვალისწინებით, რომ
თითოეული კომპონენტის ფარგლებში გამოცდილების მოცულობის შეკრება არ
დაიშვება. გამოცდილების შეკრებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც
ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი დამოუკიდებლად დააკმაყოფილებს
რომელიმე კომპონენტით, კერძოდ: ან კომპონენტი N1-ით, ან კომპონენტი N2-ით
გათვალისწინებულ მოთხოვნას.
2. ამხანაგობის სახელით ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის პირობები
გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის
ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლის თანახმად.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. ამხანაგობის მონაწილეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული
მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს წინამდებარე
ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობამ, აღნიშნული ინფორმაცია
უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად; წარმოდგენილი
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული)
მონაწილის ხელმოწერით.
2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა
არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
მოქმედების ვადაზე ნაკლები, 60 კალენდარული დღით ენდა აღემატებოდეს
სამუშაოების დასრულების ვადას.“