1.2.1. სასკოლო ჩემპიონატი ფრენბურთში - ნაძალადევის თასი 2025
1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ფრენბურთის ჩემპიონატის ორგანიზება
ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების გოგონათა
და ვაჟთა გუნდებს შორის.
2. ტექნიკური დავალება:
2.1 ტურნირი ჩატარდება 2025 წელს. თარიღი და დრო დაზუსტდება ხელშეკრულების
გაფორმებისას. ჩემპიონატის გამართვის დღეების რაოდენობა
განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისას, გამომდინარე მონაწილე
გუნდების რაოდენობიდან.
2.2 მიმწოდებელი ვალდებულია შესარჩევი თამაშებისას შესმსყიდველი
ორგანიზაციის მიერ მითითებული დარბაზი აღჭურვოს ტურნირისთვის საჭირო
ინვენტარით. ფინალური და ნახევარფინალური თამაშები უნდა გაიმართოს
შემსყიდველთან შეთანხმებით შერჩეულ დარბაზში 2 დღის მანძილზე.
2.3 ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე
არსებული სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები.
2.3 ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ტურნირში მონაწილე გუნდების
რეგისტრაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3(სამი) დღის ვადაში.
პრეტენდენტს გუნდების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს შემსყიდველი.
2.4 ტურნირი უნდა ჩატარდეს ოლიმპიური პრინციპით, FIVB სტანდარტის დაცვით,
საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით.
2.5 ჩემპიონატზე შემსყიდველმა უნდა წარმოადგინოს 8 ცალი ფერნბურთის
ბურთი, რომლებიც საჩუქრად გადაეცემათ გამარჯვებულ გუნდებს.
3. საჭირო პერსონალი და ინვენტარი:
3.1 ლიცენზირებული მსაჯი ყველა თამაშზე - 4 (მ/შ: მსაჯი-ინფორმატორი,
მსაჯი-მდივანი, პირველი მსაჯი, მეორე მსაჯი).
3.2 კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი - მომსახურება ტურნირის ყველა
თამაშის განმავლობაში; პერსონალმა უნდა იქონიოს ტრამვული
დაზიანებების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო
ყველა პრეპარატი და დამხმარე სამედიცინო ინვენტარი.
3.3 ფინალური სპორტული ღონისძიების წამყვანი(დიჯეი). შესაბამისი
გამოცდილების მქონე. იქონიოს "ლეპტოპი".წინასწარ შერჩეული მუსიკალური
სადღესასწაულო ფონოგრამებით. იმუშაოს აპარატურასთან. ფინალური
სპორტული ღონისძიების მანძილზე ინფორმაციის გახმოვანება თამაშების
მიმდინარეობაზე , სპორტსმენებზე, შედეგებზე, ღონისძიების მსვლელობაზე,
დაჯილდოვების ცერემონიის წაყვანა და ა.შ.
3.4 გადასაცმელი - 40 ცალი; ორმხრივი წარწერით და ლოგოთი, ზომა L/XL; დიზაინი
შემსიყდველთან შეთანხმებით. ორგანოზატორი ვალდებულია გადასაცმელები
მოიტანოს ყოველ დღე სუფთა მდგომარეობაში.
3.5 სასმელი წყალი 0,5ლ პოლიეთილენის ბოთლებში - 400 ცალი.
3.6 კვება. 60 ნაკრები. 1 ნაკრების შემადგენლობა: ხაჭაპური, ლობიანი, სენდვიჩი
ლორით, ყველით და სალათის ასორტით. 60 ცალი გამაგრილებელი სასმელი: ატმის
და ფორთოხლის ნატურალური წვენი-1 ლიტრიან მუყაოს ქილაში. ერთჯერადი
მყარი ქაღალდის თეფში-200ცალი, ერთჯერადი მყარი ქაღალდის ჭიქა-300ცალი.
ქაღალდის ხელსახოცები -100 ცალიანი 3 შეკვრა.
4. პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:
4.1 თასი საპრიზო ადგილებისთვის - 8 ცალი
4.1.1. თასი პირველი ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და ტექსტი
შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 70 სმ;
4.1.2. თასი მეორე ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და ტექსტი
შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 50 სმ;
4.1.3. თასი მესამე ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და
ტექსტი
შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 40 სმ;
4.1.4. თასი მეოთხე ადგილისათვის - 2 ცალი (მეტალის, წარწერით, ფერი და
ტექსტი
შემსყიდველთან შეთანხმებით; ზომა: არანაკლებ 30 სმ;
4.2 მედლები - პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილის
გამარჯვებულთათვის: დიამეტრი არანაკლებ 6სმ; შესაბამისი წარწერებით- I, II,
III, IV და ტექსტით
„ნაძალადევის რაიონის გამგეობა- 2025“).
4.3 პრიზები:
4.3.1. 1500 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, პირველ ადგილზე გასული გოგონათა და
ვაჟთა გუნდებისთვის.
4.3.2. 1200 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, მეორე ადგილზე გასული გოგონათა და
ვაჟთა გუნდებისთვის.
4.3.3. 1000 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, მესამე ადგილზე გასული გოგონათა და
ვაჟთა გუნდებისთვის.
4.3.4. 800 ლარიანი ფულადი ვაუჩერი - 2 ცალი, მეოთხე ადგილზე გასული გოგონათა და
ვაჟთა გუნდებისთვის.
4.3.4 250 ლარიანი ფულადი ვაუჩერი 8 ცალი, საპრიზო ადგილზე გასული გოგონათა და
ვაჟთა გუნდების მწვრთნელებისთვის.
1.2.2. მკლავჭიდის რაიონული ჩემპიონატი - „ნაძალადევის პირველობა 2025“
1. ღონისძიების აღწერა:
მკლავჭიდის რაიონული ჩემპიონატი ჩატარდება ნაძალადევის რაიონის
ტერიტორიაზე, შემსყიდველის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე.
მონაწილეების რეგისტრაციას და მათთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს
ნაძალადევის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და
ახალგაზრდობის განყოფილება.
- ტურნირში მონაწილობას მიიღებს ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე
მცხოვრები 2 ასაკობრივი ჯგუფის (18 წლამდე და 18 წლის ზემოთ) მონაწილეები. 18
წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეები იასპარეზებენ ოთხ წონით
კატეგორიაში ( 55, 65, 75, 75+) ხოლო 18 წლის ზემოთ მონაწილეები ხუთ წონით
კატეგორიაში (60, 70, 80,90, 90+) .
ჩემპიონატი უნდა გაიმართოს მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის წესებით,
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციასთან თანამშრომლობით, მხოლოდ
მარჯვენა მკლავში.
2. საჭირო ინვენტარი და პერსონალი:
2.1 ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ წინასწარ
მითითებული ლოკაციის ჩემპიონატისთვის მომზადება. ლოკაციაზე უნდა
განთავსდეს:
• სცენა გადახურვით – მინიმუმ 4მ x 5მ;
• 2 მკლავჭიდის მაგიდა;
• მსაჯებისთვის განკუთვნილი 2 მაგიდა და 10 სკამი;
• 3მ x 3მ ზომის კარავი (სათადარიგო მოთამაშეებისთვის ან ორგანიზატორთა
ტექნიკური ზონის მოსაწყობად);
• 6 კვტ სიმძლავრის გახმოვანების აპარატურა და 2 უკაბელო მიკროფონი;
• 20 რბილი დასაჯდომი პუფი სტუმრებისთვის ან მონაწილეთა
მოსასვენებლად.
2.2 ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს სარეკლამო ბანერის 4მ x 3მ დამზადება,
რომელიც გადაიჭიმება მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ რკინის
კონსტრუქციაზე. ბანერის მონტაჟი, დემონტაჟი და შემსყიდველისთვის
გადაცემა განხორციელდება. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით.
2.3 სასმელი წყალი 0.5ლ პოლიეთილენის ბოთლებში – 400 ცალი.
2.4 შეჯიბრს უნდა უძღვებოდეს შესაბამისი გამოცდილების მქონე
კვალიფიციური არბიტრები.
2.5 სამედიცინო მომსახურება ყველა თამაშზე – 1 კვალიფიციური ექიმი.
2.6 ღონისძიება უნდა დასრულდეს კონფიტით, ხანგრძლივობა მინიმუმ 2 (ორი)
წუთი.
2.7 ღონისძიებას უნდა უძღვებოდეს შესაბამისი გამოცდილების
წამყვანი-კომენტატორი და მუსიკალურად აფორმებდეს DJ.
3. პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები
3.1. თასი პირველი ადგილისთვის (50 სმ-იანი) - 9 ცალი დიზაინი და გრავირება
შემსყიდველთან შეთანხმებით.
3.2 თასი მეორე ადგილისთვის (40სმ-იანი) - 9 ცალი დიზაინი და გრავირება
შემსყიდველთან შეთანხმებით.
3.3 თასი მესამე ადგილისთვის (30სმ-იანი) - 9 ცალი დიზაინი და გრავირება
შემსყიდველთან შეთანხმებით.
3.4. მედალი I ადგილისთვის - 9 ცალი (დიამეტრი არანაკლებ 6 სმ. ოქროსფერი,
წარწერით - „I“, ტექსტი - „ნაძალადევის რაიონის გამგეობა/2025).
3.5. მედალი II ადგილისთვის - 9 ცალი (დიამეტრი არანაკლებ 6სმ. ვერცხლისფერი,
წარწერით - „II“, ტექსტი - „ნაძალადევის რაიონის გამგეობა/2025).
3.6. მედალი III ადგილისთვის - 9 ცალი (დიამეტრი არანაკლებ 6სმ. ბრინჯაოსფერი,
წარწერით - „III“, ტექსტი - „ნაძალადევის რაიონის გამგეობა/2025).
3.7. ფულადი პრიზი პირველ ადგილზე გასული გუნდისთვის - 500 ლარი
3.8. პრიზი მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის - 300 ლარი
3.9. პრიზი მესამე ადგილზე გასული გუნდისთვის - 200 ლარი
შენიშვნა:
* ფულადი ჯილდო უნდა ჩაირიცხოს გუნდის კაპიტნის, გუნდის წევრის ან
მინდობილი პირის/მეურვის ანგარიშზე, გამარჯვებული გუნდის
გამოვლენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. ორგანიზატორმა უნდა
წარმოადგინოს ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
** ღონისძიების მსვლელობის ყველა დეტალი უნდა შთანხმდეს შემსყიდველთან.