Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Установка электрического и механического оборудования (Грузия - Тендер #65292630)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 65292630
Дата публикации: 08-07-2025
Сумма контракта: 7 494


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250012249
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.07.2025 17:57
Начало приема предложения 16.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.07.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 7`494.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 51100000-Установка электрического и механического оборудования
Коды классификатора
  • 51120000 - Установка механического оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე (არასამუშაო დღეებში და საათებში)
Дополнительная информация
სსიპ „იუსტიციის სახლის“ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლის გარე ფასადზე ფრინველებისგან დამცავი კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 75 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi orjonikidze :: 08.07.2025 11:07
  • Последнее исправление: giorgi orjonikidze :: 08.07.2025 17:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637711&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „იუსტიციის სახლის“ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლის გარე ფასადზე ფრინველებისგან დამცავი კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით.

1.2.2. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.

1.2.3. განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.

1.2.4. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.

1.2.5. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.

1.2.6. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.

1.2.7. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.

1.2.8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.

1.2.9. სამშენებლო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.

1.2.10. მიმწოდებელმა განფასებისას პირდაპირ დანახარჯებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს მასალის ტრანსპორტირების, ზედნადები ხარჯების და მოგების (გეგმიური დაგროვება) ღირებულება. ასევე საჭიროების შემთხევაში მანქანა/მექანიზმების გრაფაში გათვალისწინებულ უნდა იქნას ხარაჩოების ღირებულებაც.

1.2.11. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადაების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1 -ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად.

1.2.12. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

1.2.13. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა excel ფორმატით, რომელიც არ საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას.

1.2.14. პრეტენდეტმა ერთეულის ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს/განსაზღვროს ყველა ხარჯი (გარდა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული დარიცხვებისა).

1.2.15. პრეტენდენტი ვალდებულია, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის გაითვალისწინოს არანაკლებ 3%-იანი საპროცენტო განაკვეთი.

1.2.16. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.

1.2.27. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების წარმოებისას დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე (არასამუშაო საათებსა და დღეებში).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, ტექნიკური დავალებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების შესახებ ფორმა N2.

1.5.3 შესყიდვის ობიექტის მიღება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.

1.5.4 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი. სახლი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.6.1. შესასყიდი სამუშაოების შედეგად შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 წელს.

1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.

1.6.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დავალების 1.6.2. პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია, დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.

4.1.1.2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

7.2.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია - ფორმა №2.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ორჯონიკიძე, 599856222, gorjonikidze@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

10.1.4. დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას.

10.1.5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

10.1.7. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

10.1.8. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ჯამს.

10.1.9. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

10.1.10. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru