Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #65263690)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Folklore State Centre
Номер конкурса: 65263690
Дата публикации: 08-07-2025
Сумма контракта: 59 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250012182
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.07.2025 12:34
Начало приема предложения 19.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.07.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 59`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45350000 - Монтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია დარბაზის სამონტაჟო სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`100.00 GEL
Размер гарантии 597 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irine karaulashvili :: 01.07.2025 14:21
  • Последнее исправление: irine karaulashvili :: 08.07.2025 12:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636916&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სსიპ "ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის" დარბაზის სამონტაჟო სამუშაოები 1,2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) შესასრულებელი სამუშაოები წარმოადგენილია ხარჯთაღრიცხვა თანდართული Excel ფაილის სახით (დანართი N1).
2) სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე.
3) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს შესრულების პროცესში, საკუთარი მიზეზით (მათ შორის გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი სახსრებით.
4) მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულება განახორციელოს საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
5) მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
6) მიმწოდებელმა სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში და დასრულების შემდეგ ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს სამშენებლო ნარჩენებისაგან.
8) ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის ბრალეულობით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
9) ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით;
10) სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფერი და ა.შ.) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო;
11) სამუშაოების შესრულებისას უნდა იყოს დაცული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმები. პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა უნდა შეადგინოს და მასში მოცემული პუნქტები განაფასოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N1-1/251 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლოს სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის’’ შესაბამისად.


• ხარისხი:
1) შესრულებული სამუშაოების დროს გამოყენებული დანადგარები, მასალები და შესრულებული სამუშაო უნდა იყოს მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ნორმებსა და სტანდარტებს;
2) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იქნება:
- სამუშაოების შესრულების პროცესში, მასალის გამოყენებამდე შეათანხმოს (ფერი, ზომა და ფორმა და სხვა ) და მიაწოდოს მასალის ნიმუში შემსყიდველს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნული მასალის შემოწმებას/ინსპექტირებას მისი სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
- წარუდგინოს გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების სერტიფიკატები (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1,5,1,შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა მოხდეს ქალაქ თბილისში, შემსყიდველის ლოკაციაზე აღმაშნებლის 68.
1.5.2 სამუშაოების განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მასალითა და ხარჯით.
1.5.3 სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ მიღება-ჩაბარების აქტისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) შედგენისა და ხელმოწერის შემდეგ.
1.5.4 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოების შასაბამისობის შესახებ, რითაც დადასტურდება შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების ფორმა N2-ით წარმოდგენილი სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა (აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოების შესრულების ვადაში).

შენიშვნა: ექსპერტიზის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
1.6.2 მიმწოდებელი ვალდებული იქნება საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით )გარდა მექანიკიური დაზიანებებისა);

შენიშვნა: ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო პირობების 2.9 პუნქტში ატვირთული დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

დარბაზის სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით - 2024 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის "წინადადების მიღება დაწყებულია" სტატუსის მინიჭებამდე, პრეტენდენდენტს განხორციელებული უნდა ქონდეს ანალოგიური - ოთახის/სათავსოს აკუსტიკური სახის სამონტაჟო სამუშაოები ჯამურად 100 000 ლარის შესრულებით, ამასთან, ამ გამოცდილების არეალში, ერთი ხელშეკრულების/პროექტის ფარგლებში განხორციელებული უნდა ქონდეს ზემოაღნიშნული სამუშაოები მინიმუმ 40 000 ლარის შესრულებით.

აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულე(ბე)ბა. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას ამ ხელშეკრულებ(ებ(ის შესრულების (სამუშაოების დასრულების) დამადასტურებელი საბოლოო მიღება ჩაბარების აქტები (მხარეთა მიერ დამოწმებული) და/ან გადახდის (შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (როგორიცაა ანგარიშ ფაქტურები, საგადახდო დავალება რომელშიც შესაძლებელი იქნება შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გადარიცხული თანხის მიზნობრიობის იდენთიფიცირება..

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე და ერთიან ელექტრონულ სისტემაში სრულადაა ასახული (ატვირთული )შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პრეტენდენტს შეუძლია დანართში N3-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. კერძო სამართლის სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ხარჯთაღრიცხვის პირველი და მეორე პოზიციით განსაზღვრულ პანელებს უნდა ქონდეს სერთიფიკატები ტენიანობასთან დაკავშირებით.აღნიშნული სერთიფიკატები წარმოდგენილი უნდა იქნას სამუშაოების დაწყების წინ მასალის შემოტანის ეტაპზე.

2.9 other additional requirements

2,9,1,
1. შესასრულებელი სამუშაოების ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს სამუშაოების შესრულებასთან (მათ შორის სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო სახარჯი და სამონტაჟო მასალების და მოწყობილობების გათვალისწინებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს;

2. შესასრულებელი სამუშაოების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

3. პრეტენდენტის მიერ შესასრულებული სამუშაოების ღირებულებები მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1–ში, ამავე დანართით გათვალისწინებული რაოდენობებისა და მოცულობების შესაბამისად (დანართი N1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში);ამასთან, ხარჯთაღრიცხაში გაუთვალისწინებელი ხარჯის მაჩვენებლის ცვლილება დაუშვებელია.


4. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა თუ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

6. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით .

7. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

8. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

2,9,2, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

1. ხარჯთაღრიცხვა შესაძლებელია ატვირთული იყოს როგორც Excel-ის ფორმატის, ასევე PDF ფორმატის ფაილის სახით დანართი N1–ის მიხედვით. (პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს), ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების ზღვრული პროცენტული მაჩვენებლები უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული - “სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. დაუშვებელია ხარჯთაღრივიცვით გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ხარჯის მაჩვენებლის ცვლილება.

2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის დანართი 3-ის შესაბამისად .

2.9.3. ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, ფასწარმოქმის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება იწარმოება ერთიანად ან ეტაპობრივად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამის თანხაზე. ყოველ ეტაპზე ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.

2. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა შუალედური ანგარიშსწორების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს არ აქვს შესრულებული ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.

3. ანგარიშსწორების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია - ფორმა 2 და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნა,რომლითაც დადასტურდება მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება (საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საკუთარი ხარჯით)..


4. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს საბოლოოდ დასრულების თაობაზე მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადაში და მომართვიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს საბოლოო ფორმა №2 და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე.

6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებით.

7. საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულების ფარგლებში, შესყიდვის ობიექტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, შემსყიდველის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) .

8.წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელიზბარ ხაჩიძე, 595991882, elizbarkhachidze@gmai.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru