1. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
პუნქტი 1.1. შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ. თბილისში ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“-ს
ტერიტორიაზე არსებული წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის) ქსელის
განახლების/გაფართოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენა და მშენებლობის ეტაპზე საავტორო ზედამხედველობა.
პუნქტი 1.2 მომსახურების აღწერა და ტექნიკური დავალება
1.2.1. პროექტის ძირითადი აღწერა
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, ქ. თბილისში
(ს/კ: 01.18.02.001.017) ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“-ს არსებული
წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის) ქსელის
განახლების/გაფართოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენის მომსახურებას და მშენებლობის ეტაპზე საავტორო
ზედამხედველობას.
საპროექტო ტრასის საორიენტაციო საერთო სიგრძეა 465 მ. საპროექტო მილის
არსებულ ჭაზე დაერთებამდე გასათვალისწინებელია მილის ხიდზე გადასვლა
სპეციალური სამაგრებით.
აღნიშნულ საპროექტო ქსელზე უნდა დაერთდეს ბოტანიკური ბაღის
ტერიტორიაზე არსებული შენობები (ორანჟერია, საზ. სველი წერტილი,
მრავალფუნქციური შენობა).
მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია
შეისწავლოს არსებული საკანალიზაციო ქსელი და მოამზადოს დეტალური
პროექტი, თანდართული ტექნიკური სპეციფიკაციების და სხვა ტექნიკური
დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტირება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული
საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად.
საპროექტო გადაწყვეტები უნდა უზრუნველყოფდეს შემდგომში საიმედო და
უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი შენობა-ნაგებობებისათვის
სტანდარტებით განსაზღვრული სრული საექსპლუატაციო ვადის
განმავლობაში.
პროექტირებისას გასათვალისწინებელი ძირითადი მოთხოვნები
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს:
- საპროექტო ტერიტორიის და არსებული წყალარინების ქსელის კვლევა;
- ტოპოგეოდეზიური კვლევა;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
- ესკიზური პროექტის მომზადება (სასურველია საპროექტო ტრასა
მიუყვებოდეს არსებულ საფეხმავლო თუ სამანქანო გზებს);
- საჭიროების შემთხვევაში ახალი საპროექტო ტრასის მიმდებარედ არსებული
ხე-მცენარეების კვლევა და ფესვთა სისტემის მდებარეობის განსაზღვრა;
- დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სავარაუდო ღირებულების
დადგენა;
- პროექტის და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა (ღირებულების და პროექტთან
შესაბამისობის);
- საავტორო ზედამხედველობა;
1.2.2. ტექნიკური დავალება - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შემადგენლობა, თანმიმდევრობა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
1.2.2.1. გასაწევი მომსახურების მოცულობა და ძირითადი მოთხოვნები
გასაწევი მომსახურება შედგება შემდეგი ეტაპისაგან:
I ეტაპი - წინასაპროექტო კვლევა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენა;
II ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა;
პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო წესების და ნორმების და სხვა
რეგულაციების მოთხოვნები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება მშენებლობის
ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების
წესისა და პირობების შესახებ“;
- წყალმომარაგების და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები (მწ
07.01-09);
- საქართველოს მთავრობის დადგენილება N370, 2015 წლის 23 ივნისი, „სახანძრო
უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001
წლის 16 აგვისტოს ბრძანება N 308/ნ.
- „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები” (პნ 03.01-09)
- СНиП II-64-80. Строительные нормы и правила. Часть II, Глава 64.
СНиП 3.02.01-87 «Земляные сооружения, основания и фундаменты».;
- СНиП 3.05.04-85 «Наружные сети и сооружения водоснабжения и канализации».;
- СП 82.13330.2016. Благоустройство территорий;
- СНиП 2.05.02-85 «Автомобильные дороги».;
- СНиП 12-01-2004 «Организация строительства»;
- СНиП 12-03-2001 «Безопасность труда в строительстве. Часть 1. Общие требования»;
- СНиП 2.04.01-85* Внутренний водопровод и канализация зданий;
1.2.2.2. საპროექტო დოკუმენტაცია
დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს
წინასაპროექტო კვლევის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე
დაყრდნობით და შემსყიდველთან შეთანხმებული ესკიზური პროექტის
საფუძველზე, საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება.
დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის აუცილებელი ნაწილებია:
- გეოლოგიური კვლევა;
- საპროექტო წყალარინების ქსელის საინჟინრო პროექტი;
- ელექტრული პროექტი საჭიროების შემთხვევაში;
- ტექნოლოგიური ნაწილი, საანგარიშო სქემები;
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
- სპეციფიკაციების ნაწილი;
- ხარჯთაღრიცხვა (როგორც რესურსული ისე გამსხვილებული მეთოდით);
- საექსპერტო დასკვნები;
- განმარტებითი ბარათი.
1.2.2.3. დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შინაარსი
საბოლოო ტექნიკური დიზაინის შესაბამისი სრული საპროექტო
დოკუმენტაციის შინაარსი და ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ, სამშენებლო
ნახაზები შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის
მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო
მასშტაბებში და დეტალიზაციით:
• პროექტის საერთო განმარტებითი ბარათი;
• საანგარიშო სქემები, შესაბამისი არსებული და საპროექტო
საკანალიზაციო ჩამონადენების რაოდენობა;
• გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და გენერალურ
გეგმებს. შენობა-ნაგებობების დეტალურ საინჟინრო ნახაზებს;
• საკანალიზაცო ქსელის დეტალურ მუშა ნახაზებს; საპროექტო ქსელის გრძივ
და განივ პროფილებს; საკანალიზაციო ქსელების გეგმებს (მასშტაბი 1:50 ან 1:100);
ტრანშეების ჭრილებს, საკონტროლო და საკომუნიკაციო ჭების ნახაზებს და
სქემებს, სპეციფიკაციასა და ნიშნულებს;
• ელექტრო და ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსების და მიერთების
სქემებს, ყველა ზომის, ნიშნულის და ტექნიკური მახასიათებლის მითითებით.
ნახაზებზე მოცემული უნდა იყოს სამუშაოთა მოცულობების და მასალათა
სპეციფიკაციების ცხრილები.
• მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
• ობიექტის მშენებლობის კალენდარული და სავარაუდო ფინანსური
გრაფიკი;
• მშენებლობის კრებსითი ხარჯთაღრიცხვა;
• ლოკალური ხარჯთაღრიცხვები გამსხვილებული და რესურსული ფორმით.
• ტექნიკური სპეციპიკაციები ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა
მოიცავდეს ზოგად მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ
სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი სტანდარტის მითითებით)
გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარებისათვის,
სამუშაოთა შესრულების/გამოცდის მეთოდებისა და ხარისხის
კონტროლისთვის. წარმოსადგენია როგორც ზოგადი, ასევე დეტალური
ტექნიკური სპეციფიკაციები;
1.2.2.4. ექსპერტიზა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის
შემუშავების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან შესაბამის
სფეროში აკრედიტაციის მქონე დამოუკიდებელი საექსპერტო
დაწესებულების/ექსპერტის მიერ.
- გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის პროექტთან შესაბამისობის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის ღირებულების ექსპერტიზა;
- ან/და სხვა (საჭიროების შემთხვევაში);
პუნქტი 1.3 მომსახურების ეტაპები
I ეტაპი - წინასაპროექტო კვლევა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენა - 25 კალენდარული დღე.
II ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა - მშენებლობის დასრულების
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე;
პუნქტი 1.4. მომსახურების მიწოდების ფორმა და ადგილი
1.4.1. მოსახურების ყველა ეტაპის ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს
წერილობითი სახით.
1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
1.4.3. საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი
უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DWG ან DXF PLN
გაფართოების ფაილი ArchiCAD ან AutoCAD, და PDF ფაილი - მეხსიერების ბარათზე.), ასევე
ბეჭდური ვერსიით მყარი ასლების (A4 და A3 ფორმატში) სახით, საბოლოო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს
ალბომის სახით ქართულ ენაზე 3 (სამი) ეგზემპლარად.
1.4.4. პროექტის შეთანხმების დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნები და
საავტორო ზედამხედველობის ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ
ენაზე.
1.4.5. მომსახურების ყველა ეტაპის ანგარიში, შეთანხმების დოკუმენტები,
საექსპერტო დასკვნა, საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია და საავტორო ზედამხედველობის ანგარიშები წარდგენილ
უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. N1 - ა(ა)იპ
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.