2.2.1.1. პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერში წინადადების
მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და
სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის
ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ფაქტობრივად უნდა
ჰქონდეს შესრულებული საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული
ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა; ან/და რეკონსტრუქცია; ან/და
მოდერნიზაცია; ან/და რეაბილიტაცია; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო
სამუშაოები; ან/და პრევენციის სამუშაოები; ან/და პერიოდული შეკეთების
ან/და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ 69 000.00
ლარისა.
2.2.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების
აქტი (მაგ.ფორმა N2), ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების
აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების
დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების
სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურები).
2.2.1.3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის
შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი უნიკალური განცხადების ნომრ(ებ)ის
(SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა (სასურველია ინფორმაცია
წარმოდგენილ იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული
დანართი N3-ის შესაბამისად).
ამასთან:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N3-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია
განცხადების უნიკალური ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და
ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ
უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების
დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის
ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და დამკვეთის ან/და მის მიერ
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება
მოთხოვნილი გამოცდილება.
ბ) სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
გ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი,
სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული გამოცდილების
დასადასტურებლად იყენებს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის ფარგლებში გაფორმებულ
ხელშეკრულებას, ხოლო სამუშაოების ძირითად დამკვეთს წამოადგენს
„შემსყიდველი ორგანიზაცია“ და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილია
ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შემყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმების
ვალდებულება, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს „შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებული
უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორზე ნებადართული შესასრულებელი სამუშაოების
ღირებულება ასეთი შესზღუდვის არსებობის შემთხვევაში.
2.2.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაოს შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.1.5 შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1
პუნქტის 2.2.1.2 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ
იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი
გამოცდილების შესაბამისი სამუშაოების შინაარსი, პრეტენდენტს
მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური
დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური
აღწერილობა.
2.2.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.2 ან/და 2.2.1.4
ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების
შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი
უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების
სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი
დოკუმენტის - ფორმა №2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც
შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების
იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს
დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
2.2.1.8 უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №4-ის შესაბამისად.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის
პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის
დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.