1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 თანხმობა მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ პრეტენდენტის მიერ
ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული ატვირთული უნდა იქნას ერთიან
ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად და
წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალში მოცემული ტექნიკის სახეობების
უცვლელად და მინიმალური რაოდენობის გათვალისწინებით.
1.2.5 მიწოდების ვადა - ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად,
ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
მასალების ლაბორატორიული გამოცდები და მოთხოვნის შემთხვევაში
წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს
გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა).
1.2.10 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს
მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო
ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური
სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის
სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის
ოდენობის შესაბამისად.
1.2.11 ცალკეულ შემთხვევებში მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის
კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი და/ან სქემატური ნახაზები და/ან
პროექტი და მოცულობათა უწყისი გადაეცემა წერილობით;
1.2.12 საჭიროების სემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი
დავალების შესრულებამდე, შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოს
სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა,
1.2.13 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით,
წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია
განისაზღვროს ხელშეკრულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით, ხოლო
სამუშაოების დაწყების ვადის 3 (სამი) კალენდარული დღის გადაცილების
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება. შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების
შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად
შემსყიდველის სასარგებლოდ;
1.2.15 იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ
აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,
შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებს მიმწოდებელს
შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების
მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი
შეხედულებისამებრ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა
დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. წერილობით განსაზღვრული
ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში
მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო
ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,
შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან
დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე.
1.2.16 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის
შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება;
1.2.17 შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, სამუშაოების (ან
მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული
სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური
ზედამხედველის მიერ;
1.2.18 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი;
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს
შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი
პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტებზე
ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/
ბეტონის ნარევით.
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და
სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს
შესაბამის ზედამხედველობას.
1.2.22 სამუშაო ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანა.
1.2.23 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში წარმოგენილ გამოცდილების დასადასტურებლად, უცხო ქვეყანაში
შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების
უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი
საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ
უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
1.2.24 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან, და ა. შ.
1.2.25 გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა ობიექტზე თვალსაჩინო
ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი
საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010)
შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად,
დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.26 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების
სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე
განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება
შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.27 შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
საკონტაქტო პირი ზურაბ თამლიანი 599 56 33 80,
1.2.28 ესკიზი-გვერდმიმღებები 4 თაღით, სანიაღვრე კოლექტორის ჭის ესკიზი,
ლითონის ცხაურის ესკიზი, ჭის ჩარჩო ხუფების ესკიზები, ბანერის შაბლონი,
ტექნიკური მოთხოვნები, საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის
შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის
ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან
ერთად.