Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #65178423)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Kvareli Municipality
Номер конкурса: 65178423
Дата публикации: 03-07-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250011918
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.07.2025 17:25
Начало приема предложения 13.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.07.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 276`020.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკურლების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად
Дополнительная информация
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მყოფი ავტომანქანების:
1(ერთი) ერთეული კია სპორტიჯი
2 (ორი) ერთეული რენაულტი დასტერი
1 (ერთი) ერთეული შკოდა ოქტავია
2 (ორი) ერთეული ჰიუნდაი სონატა
საჭირო ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`208.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: iana ninievi :: 02.07.2025 11:16
  • Последнее исправление: iana ninievi :: 03.07.2025 17:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637051&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მყოფი ავტომანქანების:
1(ერთი) ერთეული კია სპორტიჯი
2 (ორი) ერთეული რენაულტი დასტერი
1 (ერთი) ერთეული შკოდა ოქტავია
2 (ორი) ერთეული ჰიუნდაი სონატა
საჭირო ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მყოფი ავტომანქანების:
1(ერთი) ერთეული კია სპორტიჯი
2 (ორი) ერთეული რენაულტი დასტერი
1 (ერთი) ერთეული შკოდა ოქტავია
2 (ორი) ერთეული ჰიუნდაი სონატა
საჭირო ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ტექნიკური დავალება:
1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება და მასთან დკავშირებული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• ტექნიკის პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ტექნიკის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.


ტექნიკის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მისი ტექნიკური დათვალიერების შემდეგ არაუგვიანეს ერთი დღისა, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ტექნიკაზე დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. ამასთან, ტექნიკაზე ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა–დასტური.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ტექნიკაზე ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ.
მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთის განხორციელების თარიღის, შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის და შესასყიდი ობიექტის შესახებ ინფორმაციას).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ყვარლის მუნიციპალიტეტი ქ. ყვარლის ტერიტორია

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად) და შეკეთებულ ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 თვიანი გარანტია, (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი);
1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) კალენდარული დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება,ან და ნაწილის შეცვლა.
(მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტს უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადება)

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს გასაწევი მომსახურებისთვის საჭირო დანადგარებით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრი (მისამართების მითითებით, ასევე უნდა წარმოადგინოს სერვისცენტირს ფოტომასალა) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით). სარგებლობის უფლებით ფლობის არსებობის შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას სარგებლობის უფლების დამადასტურებებლი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, რომელთა სარგებლობის განსაზღვრული ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის (მეიჯარის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).
სარგებლობის უფლებით ფლობის არსებობის შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას სარგებლობის უფლების დამადასტურებებლი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, რომელთა სარგებლობის განსაზღვრული ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის (მეიჯარის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი (ეროვნული ვალუტა) გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით.
პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა.
ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობისას სატენდერო წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. მომსახურების ერთეულის ღირებულებები, პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს.

თუ მომსახურების პროცესში აღმოჩნდება, რომ საჭირო გახდა ისეთი მომსახურების მოწოდება, რომელიც არ იყო განსაზღვრული პრეისკურანტში, ასეთ შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
იმ პრეტენდენტის სატენდერო წინადადება/ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის პრეისკურანტშიც პოზიციაზე დაფიქსირებული ერთეულის ფასი გადააჭარბებს აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად და დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურეობის მიხედვით მიღება- ჩაბარების აქტის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფაქტიურად გაწეული მომსახურეობის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თენგიზი ბუჯიაშვილი, 599855995, tengobujiashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არის არარეზიდენტი პირი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით;
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
5.სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru