Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области лесного хозяйства (Грузия - Тендер #65178392)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Forestry Agency of Adjara
Номер конкурса: 65178392
Дата публикации: 03-07-2025
Сумма контракта: 33 913


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250011903
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.07.2025 16:23
Начало приема предложения 11.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.07.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 33`913.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 77200000-Услуги в области лесного хозяйства
Коды классификатора
  • 77210000 - Услуги по заготовке и транспортировке леса
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2025 წლის 01 ნოემბრამდე
Дополнительная информация
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი მონაცემები:
ა) ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) შესახებ. (დანართი №1)
ბ) ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის აღწერასთან (ტექნიკური დავალება) დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად.
გ) ინფორმაცია ხე-ტყის დამზადების ლოკაციის (კვარტლებისა და ლიტერების მიხედვით) ( დანართი №2)
დ) ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3 პუნქტის შესაბამისად.
ე) საჭიროების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок სავარაუდოდ 309 კუბური მეტრი წიწვოვანი, ძირითადად ნაძვის სახეობის ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადება-გამოზიდვის მომსახურების გაწევა.
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 339 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: temur bolkvadze :: 03.07.2025 16:05
  • Последнее исправление: temur bolkvadze :: 03.07.2025 16:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637309&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია) სანიტარული ჭრის განხორციელება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია) სანიტარული ჭრის განხორციელების მიზნით სავარაუდოდ 309 კუბური მეტრი ფოთლოვანი, ძირითადად წაბლის სახეობის ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადება-გამოზიდვის მომსახურების გაწევა.
1.2.2 მანძილი ტყეკაფიდან დამზადებული ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე მითითებულია მოსაწოდებელი ხე-ტყის დამზადების ლოკაციის (კვარტლებისა და ლიტერების მიხედვით) შესახებ ცხრილში (იხ. დანართი №2). 1 კბმ-ის ხე-ტყის გამოზიდვის მანძილი პირობითად ხარჯთაღრიცხვაში (იხ. დანართი №1) შეტანილია 10 კმ-ის ოდენობით, ხოლო 1 კმ-ის ღირებულება დაიანგარიშება პუნქტი N4-ის მეათედი ნაწილის ოდენობით და ანგარიშსწორების დროს დაიანგარიშება ფაქტიურად ხეტყის ტრანსპორტირების მანძილის მიხედვით.
1.2.3 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
1.2.3.1. ზეზემდგომი ხის ჭრა: სამუშაო ადგილის მომზადება (ხის ირგვლივ ადგილის გასუფთავება ქვეტყისგან, ამონაყრების, ეკალ-ბარდებისაგან), განსაზღვრული მიმართულებით ხის წაქცევა, ტოტების შეჭრა. ზეზემდგომი ხის ჭრის პროცესის დასრულებისთანავე, ხე-ტყის გამოზიდვამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული ნარჩენების (ქერქი, ნაფოტი, შეშად გამოუსადეგარი ტოტების) განთავსება სათანადო წესით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, შემსყიდველის ან/და მისი ტერიტორიული ორგანოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ დებულების 28-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
1.2.3.2 ხის ღეროს (შოლტების) მორთრევა ზედა საწყობამდე (ბაქანი).
1.2.3.3. მოჭრილი ხის ღეროდან საქმისი მერქნის (მრგვალი მორი) მაქსიმალურად ამოღების მიზნით მოხდეს ღეროს დამორვა ბენზოხერხით არაუმეტეს 6 მეტრისა, ხოლო თუ ამის საშუალებას არ იძლევა ხის ღერო დასაშვებია დაიხერხოს 2-3-4 მეტრის კოტრებად;
1.2.3.4. ხე-ტყის დატვირთვა ტრანსპორტზე, ტრანსპორტირება ხე-ტყის საბოლოო დასაწყობების ადგილამდე, გადმოტვირთვა და დაშტაბელება ხარისხისა და სორტიმენტის მიხედვით კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფის შესაბამის სატყეო ადმინისტრაციის წევრებთან შეთანხმებულ ადგილზე.
1.2.4. მიმწოდებელის ვალდებულება:
1.2.4.1. მომსახურების გაწევისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები: ხე-ტყის ჭრის, დამუავების, ტრანსპორტირების და სხვა უსაფრთხოების ნორმები;
1.2.4.2. მოჭრას და დაამზადოს მხოლოდ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გადაცემული ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის მიხედვით ჭრაში დანიშნული ხეები. თითოეული ტყეკაფის აღრიცხვის მასალები მიმწოდებელს გადაეცემა სამუშაოს დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე;
1.2.4.3. წარმოდგენილი დასამზადებელი მერქნული რესურსი საორიენტაციო ხასიათისაა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების 26 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე შემსყიდველი უფლებამოსილია არ მოახდინოს მომსახურების შესყიდვა სრული რაოდენობით.
1.2.4.4. ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული ტყისარგებლობის წესის 28 მუხლის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოს ჭრის შედეგან მიღებული ნარჩენების განთავსება.
1.2.4.5. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ზემოაღნიშნული 1.2.4.4. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილების მე-4 დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
1.2.4.6. მომსახურების გაწევის პერიოდში დამზადების პროცესის გამართულად წარმოების უზრუნველსაყოფად შეასრულოს კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფის შესაბამისი სატყეო ადმინისტრაციის წევრების მითითებები, მათ შორის, ხე-ტყის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის შესახებ;
1.2.5. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სამუშაოზე დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოებაზე, ჭრის წესების დაცვაზე, ტრანსპორტირებაზე და სხვა სამუშაოების უსაფრთხოდ და დროულად ჩატარებაზე;
1.2.6. მიმწოდებლისა და შემსყიდველის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს მიმწოდებელზე გადაცემული ტყეკაფის შეცვლა იმავე ღირებულებისა და მოცულობის ფარგლებში.
1.2.7. შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1 და №2).
1.2.8. ხე-ტყის დამზადების ლოკაციის (კვარტლებისა და ლიტერების მიხედვით) შესახებ ინფორმაცია მოცემულია მოსაწოდებელი ხე-ტყის დამზადების ლოკაციის (კვარტლებისა და ლიტერების მიხედვით) შესახებ ცხრილში (იხ. დანართი №2)
1.2.9. მოწოდებული მომსახურება/სამუშაო უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების შესაბამისად, (იხ. დანართი №3).
1.2.10. ვინაიდან, სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების დღგ-ის გარეშე წარმოდგენა, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, დღგ-ის გარეშე წარმოდგენილ სატენდერო წინადადების ფასს ხელშეკრულების ღირებულებაში დაემატება შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. ხოლო თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის დღგ-ის გადამხდელი ხელშეკრულება დაიდება სატენდერო წინადადების ფასით და ხელშეკრულების დადების შემდგომ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია ვერ გახდება ამ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძველი და დღგ-ის დამატების საკითხი არ განიხილება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2025 წლის 01 ნოემბრამდე, ხე-ტყის დამზადების ლოკაციის (კვარტლებისა და ლიტერების მიხედვით) დანართი №2-ის შესაბამისად სანიტარული ჭრებით ხე-ტყის დამზადების შეტყობინებას (სატელეფონო, წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით) ახორციელებენ მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
2) მიმწოდებელი უფლებამოსილია ვადამდე ადრე ჩააბაროს შემსყიდველს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება/სამუშაო.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1) შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფის შესაბამის სატყეო ადმინისტრაციის წევრებთან შეთანხმებულ ადგილ(ებ)ზე. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, დასრულებულ მდგომარეობაში.
2) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1) პრეტენდენტს კერძო საკუთრებაში/სარგებლობით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანა ხე-ტყის საბოლოო დასაწყობების ადგილზე გამოსაზიდად. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) სატვირთო ავტომანქანების ჩამონათვალი,
ბ) ადგილმდებარეობის მისამართი,
გ) საკუთრების შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანების ტექ. პასპორტები,
დ) სარგებლობის შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანების ტექ. პასპორტები და მესაკუთრესთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სარგებლობის ფაქტს.
2) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადას.
3) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია გადამოწმდება ადგილზე შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1) ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი)
2) ქვეკონტრაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა აკმაკოფილებდეს 2.2 და 2.3 პუნქტ(ებ)ის მოთხოვნებს, აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2.2 და 2.3 პუნქტ(ებ)ით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
3) პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იურიდიული ფორმის შესახებ ინფორმაცია სისტემის მეშვეობით.
4) სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ.
5) ქვეკონტრაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
6) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სტენდერო კომისიას.
7) ქვეკონტრაქტორის არ არსებობის შემთხვევაში 2.8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1) მითითებული მომსახურების/სამუშაოს შესაბამისად.
3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4) შესყიდვის ობიექტის მოწოდების ან მისი ნაწილის დასრულების შემდგომ, შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი №1) და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესყიდვის ობიექტის შემოწმებას განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია.
5) შესყიდვის ობიექტის მოწოდება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ღირებულება აისახება მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ში.
6) მიწოდების ეტაპზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (უნდა დასაბუთდეს), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მოწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადებითი საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენა, დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი. საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენის მომსახურების შესრულების ვადები არ იქნება დაკავშირებული შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადებთან, საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარდგენა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს მოთხოვნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
7) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
8) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
9) სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
10) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს.) "
11) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს დადგენილ ვადაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში (არსებობის შემთხვევაში).
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თვმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
2) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის, კერძოდ, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის (მოთხოვნის შემთხვევაში), მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშ-ფაქტურის/ინვოისის საფუძველზე.
3) ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად (პერიოდულად), შუალედური ანგარიშსწორებით. ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ეტაპის (პერიოდის) დასრულების შესახებ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოს ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასის (პროცენტის) შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოს აუთვისებელი მოცულობების გადახდაზე.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს შეტყობინებაში მითითებულ ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი), წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1) საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მომსახურების/სამუშაოს მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
2) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო მომსახურების/სამუშაოს მიწოდების დაფიქსირების შემთხვევაში მოთხოვნილი ოდენობის თანხა არ ანაზღაურდება, გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრამდე.
3) შუალედური (ეტაპობრივი) გადახდა მოხდება ფაქტობრივად მომსახურების/სამუშაოს მიწოდების გათვალისწინებით მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თემურ ბოლქვაძე, 599819191, temurbolkvadze@gmail.com 1) სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია შემსყიდველის სატენდერო კომისიის აპარატში, საკონტაქტო პირი: თემურ ბოლქვაძე; ტელ: +99571 10 18 36.

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება).
- ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას.
- პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
4) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
6) სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru