Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #64957767)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Kindergartens Union
Номер конкурса: 64957767
Дата публикации: 25-06-2025
Сумма контракта: 77 554


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250011361
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.06.2025 10:39
Начало приема предложения 04.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 07.07.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 77`554.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45432110 - Работы по настиланию полов
  • 45432210 - Работы по монтажу настенных покрытий
  • 45442100 - Малярные работы
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, პერიოდის განმავლობაში, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის ჩათვლით
Дополнительная информация
ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში: სოფელ განთიადის საბავშვო ბაღის , ხელვაჩაურის N-1 ბაღის, ახალსოფლის N-1 ბაღის, თხილნარის ბაღის, მახოს ბაღის, სალიბაურის ბაღის, აჭარისწყლის ბაღის, ახალშენის ბაღის, ჩიქუნეთის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცის
Шаг снижения цены 620.00 GEL
Размер гарантии 776 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lia shotadze :: 17.06.2025 12:35
  • Последнее исправление: lia shotadze :: 25.06.2025 10:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=635253&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში: სოფელ განთიადის საბავშვო ბაღის , , ახალსოფლის N-1 საბავშვო ბაღის, ხელვაჩაურის N-1 საბავშვო ბაღის,თხილნარის საბავშო ბაღის, მახოს საბავშვო ბაღის, ახალშენის საბავშვო ბაღის, აჭარისწყლის საბავშვო,სალიბაურის საბავშვო ბაღის, ,ჩიქუნეთის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.


შენიშვნა: პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვის განფასებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეულ ობიექტზე ზღვრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებულ შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით (ერთეულის ფასები დამრგვალებულ უნდა იქნას მეასედებამდე სიზუსტით).
1.2.4 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახითაც, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად 9(ცხრა) ობიექტზე მუშაობა.
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;
1.2.7 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლები (უფლებამოსილი პირები);ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას და შესრულებული სამუშაოების , დადასტურებას განახორციელებს ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის,ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ;
1.2.8 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი , მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, სამშენებლო ნაგვისაგან და ა. შ.
1.2.9 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი და ტექნიკური დავალება ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
1.2.10 სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს;
ა_მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით;
ბ)შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
გ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
დ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა შესრულდეს ეტაპობრივად და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად 9(ცხრა) ობიექტზე მუშაობა. განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, პერიოდის განმავლობაში, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოს დაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

სამუშაოს მიწოდების ადგილია ა(ა)_იპ ხელვაჩაურის საბავშვი ბაღების სტრუქტურული ქვედანაყოფები;
1.ხელვაჩაურის N-1 საბავშვო ბაღი
2.ახალსოფლის N-1 საბავშვო ბაღი,
3. სოფელ სალიბაურის საბავშვო ბაღი;
4: სოფელ ჩიქუნეთის საბავშვო ბაღი;
5. სოფელ მახოს საბავშვო ბაღი;
6 სოფელ განთიადის საბავშვო ბაღი;
7. სოფელ აჭარისწყლის საბავშვო ბაღი;
8. სოფელ თხილნარის საბავშვო ბაღი;
9. ახალშენის საბავშვო ბაღი;



ეტაპობრივი და საბოლოო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა. ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ (სხვა აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის შენობ(ებ)ის მშენებლობის (მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების) სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება; სამუშაოები საერთო ღირებულებით ჯამში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ მთლიანად დასრულებული სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ხელშეკრულებით და რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;
იფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის შესაბამისად, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი;
2) სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის სარემონტო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2. ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო მოთხოვნა ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა));
3) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების წარმოდგენა (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ დანართი N3-ის სახით;
4) იმ შემთხვევაში თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო ორგანიზაციის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულება და საბოლოო/შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები) ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს შესაბამის საბოლოო/შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას;
(დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებასთან ერთად)
5) „გამოცდილება შეფასდება მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების საფუძველზე. ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოები არ ჩაითვლება პრეტენდენტის გამოცდილებად.
(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).


შენიშვნა:წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია შესრულებული სამუშაო გამოცდილების შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.
მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს შესრულებული ანალოგიური ტიპის სამუშაო არანაკლებ 100,000 ლარის ფარგლებში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში.
ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: , შენობ(ებ)ის სარემონტო ან/და სარეაბილიტაციო ან/და სარეკონსტრუქციო ან/და მოდერნიზაციის სამუშაოები (შენობაში არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი, სპორტ. მოედნები. ).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სამუშაოები უნდა შესრულდეს ეტაპობრივად და საჭიროების შემთხვევაში ცხრა ობიექტზე ერთდროულად, განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, პერიოდის განმავლობაში, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადის ჩათვლით
.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელს აქვს უფლება სამუშაოების ნაწილის შესრულება გადასცეს ქვეკონტრაქტორ(ებ)ს, შემდეგი პირობების დაცვით:
1. ქვეკონტრაქტორის აყვანამდე მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ, წერილობით აცნობოს შემსყიდველს ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა.
2. ქვეკონტრაქტორად შეიძლება მიიწვიოს მხოლოდ ის პირი/კომპანია, რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებულ არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში („შავი სია“).
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე უნდა წარმოდგენილ იქნას შემდეგი ინფორმაცია:
ა) შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება;
ბ) ქვეკონტრაქტის ასლი.
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%-ს.
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემის მიუხედავად, მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან და სრულად რჩება პასუხისმგებელი შესრულებაზე.
6. ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
7. ქვეკონტრაქტორის აყვანა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გამოიწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომელიც ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ს შეადგენს.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
1.1 ხარჯთაღრიცხვას, დანართი N1-9-ის შესაბამისად
1.2 ტექნიკური დავალება - დანართი N2-ის შესაბამისად;
1.3 ინფორმაციას პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტისა და დანართი N3-ის შესაბამისად;

შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1-9) წარმოუდგენლობა ან ისეთი დანართი N1-9-ის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას. დანართი N1-9 წარმოდგენილ უნდა ექნას excel-ის ფორმატში;

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის შესაბამისად. ამასთან, არ დაიშვება ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.
ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან, დაზუსტების გარეშე.

შნიშვნა: დანართი 1-9 გულისხმობს ცხრა საბავშვო ბაღის ხარჯთაღრიცხვას,რომელიმეს წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება, საბოლოოდ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ. საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ა) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ისა და შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.2.2 ხელშეკრულების საგნის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მოცულობა, რაოდენობა, ღირებულება და მათი შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი აქტების (ფორმა N2) გათვალისწინებით უნდა დადასტურდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლია შოთაძე, 593888813, lia.shotadze1988@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, დანართი N3–ის შესაბამისად;
ა) საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები; ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru