ტექნიკური პირობები:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 175 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს
თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების
დახვეწას;
2. ტრენინგი თემატურად უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
მოდული N1 - ფინანსური მოდელირება Microsoft Excel-ში;
Number format (უჯრების ფორმატირება);
Conditional Formatting (პირობითი ფორმატირება);
Go to Special (უჯრედების მონიშვნა მითითებული კრიტერიუმების მიხედვით);
Data Validation (შეზღუდვები შესაყვან მონაცემებზე);
Defined Names (სახელები ფორმულებში)
Chart (დიაგრამები)
Outline (ფურცლის სტრუქტურა)
Consolidation (მონაცემების კონსოლიდაცია);
What-if Analysis (მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები „რა-თუ“);
Goal Seek (პარამეტრის შერჩევა)
Solver (მონაცემების ანალიზი და ოპტიმალური შედეგების გამოთვლა)
Pivot Table (ჯამური ცხრილები და დიაგრამები)
Excel Function (ექსელის ფუნქციები).
მოდული N2 - საზოგადოებასთან ურთიერთობა და PR ტექნოლოგიები (ეფექტური
მექანიზმების შემუშავება):
კრიზისული კომუნიკაცია და რეპუტაციის მართვა (კრიზისის ტიპები და
რეაგირების სტრატეგიები, კრიზისული შეტყობინებების შემუშავება,
სპიკერის მომზადება, ორგანიზა-ციის რეპუტაციის აღდგენის
მექანიზმები);
თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების პრაქტიკული გაცნობა;
ვიზუალური კომუნიკაციის ელემენტები (კონტენტის ვიზუალური შეფუთვა -
ინფოგრაფიკა, ვიდეომესიჯინგი, მინი-ანიმაცია; Canvas ან Adobe express-ის
გამოყენება).
მოდული N3 - ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურის ძირითადი პრინციპები:
(ხარისხის კონტროლი; სამუშაო დროისა და ფუნქციური დატვირთვის
ანალიზი);
1. ეფექტური სტრუქტურის მახასიათებლები:
გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ზონები;
კომუნიკაციის ეფექტიანობა;
მოქნილობა ცვლილებებთან მიმართებაში;
სამუშაო პროცესის და ადამიანური მართვის ოპტიმალური მოდელი
(ხარისხის კონტროლი; სამუშაო დროისა და ფუნქციური დატვირთვის
ანალიზი).
2. ძირითადი პრინციპები ეფექტური სტრუქტურის შექმნისთვის და
მიზნობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება (სტრატეგიაზე და მიზნებზე
დაყრდნობით):
უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ბალანსი;
დელეგირება და მართვის იერარქია;
თანამშრომლობის და გუნდურობის ხელშეწყობა;
ორგანიზაციული კულტურის გათვალისწინება.
3. ცვლილებების მართვა და სტრუქტურის ადაპტირება:
სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებების ამოცნობა;
ცვლილებების მართვის სტრატეგიები;
თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა ცვლილებების პროცესში;
წინააღმდეგობების მართვა.
მოდული N4 - საარქივო საქმისწარმოება;
საუწყებო არქივში ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო-საძიებო ბაზის
შექმნა, ელექტრონული არქივის წარმოება;
ზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ელექტრონული დოკუმენტაციის
მომზადების საარქივო წესი/თანამედროვე ტენდენცია ცენტრალურ არქივზე
გადასაცემად (მატერიალურად, ელექტრონულად);
სტრუქტურულ ერთეულებში დაცულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე,
ხელმისაწვდომობა, მოძიება, დამუშავება საჯარო ინფორმაციის გაცემის
მიზნით - სერვისების ავტომატიზაცია და მიწოდების გამარტივება
(გამოცდილების გაზიარება).
მოდული N5 – საგადასახადო კოდექსი;
საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა;
ცნებები და განმარტებები გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი
დაცვა;
გადასახადის გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება;
საგადასახადო ანგარიშგება;
საშემოსავლო და მოგების გადასახადი:
საგადასახადო აღრიცხვის წესები;
ერთობლივი შემოსავალი;
საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი;
გამოქვითვები და ზარალი;
საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისა და ადმინისტრირების წესი;
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მიკრო, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული
გადასახადი);
მოგების გადასახადის დაანგარიშებისა და ადმინისტრირების წესი;
შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
ქონების გადასახადი
დაბეგვრის ობიექტები;
გადასახადის გაანგარიშება და გადახდა;
გადასახადისგან გათავისუფლება;
არაპირდაპირი გადასახადები
სავალდებულო და ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, დრო და
ადგილი;
დღგ-სგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები;
გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესი;
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ს ჩათვლა;
დღგ-ის სპეციალური დაბეგვრის წესები;
დღგ-ს დეკლარაცია;
აქციზი;
აქციზის გადამხდელი; აქციზით დაბეგვრის ობიექტი;
აქციზის ჩათვლა; აქციზის დკლარირებისა და გადახდის წესი;
აქციზური მარკები;
იმპორტის გადასახადი:
გადასახადის დაბეგვრის ობიექტი;
გადასახადისგან გათავისუფლება;
საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი
ურთიერთობები;
მიმდინარე საგადასახადო კონტროლი;
საგადასახადო შემოწმება;
პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები;
სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა;
სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
საგადასახადო შეთანხმების არსი;
საგადასახადო შეთანხმების გაფორმება;
მედიაცია; საგადასახადო დავა;
დავის განმხილველი ორგანოები.
მოდული N6 - ქოუჩინგი (მენტორინგი) და პიროვნული განვითარება საჯარო
სამსახურში;
ქოუჩინგის არსი, ძირითადი პრინციპები;
განმავითარებელი კითხვების დასმის ტექნოლოგია;
კონტრაქტი და მიზნის ჩამოყალიბება;
ქოუჩინგ-ტექნიკები.
მოდული N7 – FIDIC (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ფედერაცია)
კონტრაქტების მართვა;
ზოგადი სტრუქტურა, წიგნები და განსხვავებები;
გარანტიების ტიპები და გამცემი ფინანსური ინსტიტუტები;
შესყიდვის ეტაპები, გამოქვეყნების პლატფორმა;
მარეგულირებელი კანონმდებლობა;
ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო FIDIC-ის კონტრაქტების მიმართ;
დავების მართვა, ეტაპები;
დაფინანსების მართვა, დამფინანსებლის როლი;
კონტრაქტის მონაწილე მხარეები: დამქირავებელი, დონორი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), კონსულტანტი, კონტრაქტორი
(უფლება-მოვალეობები);
კონსულტანტის/ინჟინერის განსაკუთრებული როლი;
ინვოისები, გადახდის მოთხოვნების დოკუმენტები;
მიღება-ჩაბარების აქტები (ეტაპობრივი, საბოლოო, ხარვეზების
ჩამონათვალი).
მოდული N8 - ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურში;
მოქალაქეთა მომსახურება და კომუნიკაცია (ჩათბოტები და ვირტუალური
ასისტენტები);
დოკუმენტების დამუშავება და არქივირება;
ქალაქგეგმარება და ინფრასტრუქტურა (გეოანალიტიკა და ურბანული
ანალიზი);
მუნიციპალური ფინანსების მონიტორინგი (ფინანსური ანალიტიკა:
ბიუჯეტის მონაცემების ანალიზი არაეფექტური ხარჯების გამოსავლენად);
საჯარო მოხელეების შიდა პროცესების ოპტიმიზაცია (შეხვედრების
ავტომატური ჩანიშვნა; პერსონალური ასისტენტი);
საჯარო ჩართულობა და მონაცემთა ვიზუალიზაცია (ბიუჯეტის,
მშენებლობების ან სერვისების ვიზუალიზაცია მარტივად აღქმადი
გრაფიკებით; ონლაინ პლატფორმები);
საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების ანალიზი AI სქემის
დახმარებით;
ხარისხის კონტროლი AI სქემის დახმარებით (შიდა აუდიტის და
ადმინისტრაციის მეშვეობით);
ქმედებები პრაქტიკული ნაბიჯების დანერგვისთვის (პილოტური პროექტები;
თანამშრომლობა სტრატაპებთან; მონაცემების დიგიტალიზაცია).
მოდული N9 - პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.
3. სატრენინგო კურსები უნდა ტარდებოდეს სასწავლო მიზნების შესაბამისად
მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ
(კონდიცირება, წყალმომარაგება, კომპიუტერული და ტრენინგებისათვის
საჭირო სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი, მათ შორის ლეპტოპებით,
პროექტორითა და საპროექტო ეკრანით, საპრეზენტაციო დაფით) შენობაში
განთავსებულ საკონფერენციო დარბაზში, რომელიც მდებარეობს ქალაქ
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ამავე შენობაში უნდა მოხერხდეს ლანჩის
გამართვა (ცალკე გამოყოფილ სივრცეში);
4. ერთ ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მსმენელს. სულ
მიმწოდებელმა უნდა შეძლოს 175 მონაწილის მიღება.
5. სატრენინგო პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ
მეცადინეობას, ასევე შესაბამის ვიდეომასალას;
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მუშა პროცესი აუცილებელი ინვენტარით
(თითოეული მსენელისათვის განსაზღვრული მოდულის შესაბამისი
სატერეინინგო მასალით, მარკერებით, 175 ბურთულიანი ავტოკალამით, 175
ბლოკნოტი (ზომა არანაკლებ 15X20 სმ, გვერდი არანაკლებ 100)) მუყაოს ყდით;
7. ტრენინგ-კურსის თითოეული მოდულის ძირითადი თემები უნდა შეთანხმდეს ქ.
ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სფეროს წარმომადგენელთან;
8. ტრენინგის ეფექტურობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს პრე და პოსტ ტესტების ჩატარება;
9. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
მონაწილეთათვის სერთიფიკატების გადაცემა, შემსყიდველის სახელით;
10. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის
ამაღლების ტრენინგები სხვადასხვა სფეროებში შეიძლება გაგრძელდეს 2025
წლის 15 დეკემბრამდე, თითოეული მოდულის შესწავლას უნდა დაეთმოს
არანაკლებ 2 დღე. დღის განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა 3-5 საათის
განმავლობაში (შემსყიდველთან შეთანხმებით);
11. შუალედში შესვენება ლანჩით, 40 წუთის განმავლობაში,
ლანჩი - შვედური მაგიდა, უნდა იყოს მრავალფეროვანი არანაკლებ - 1 სახის
ცხელი კერძი და 1 სახის ცივი, 1 სახის გარნირი, 1 სახის დესერტი, არანაკლებ 2
სახის ცომეული, ასევე გამაგრილებელი სასმელი.
ყავით შესვენება - ყავა, ჩაი, რძე, ლიმონი, წყალი და არანაკლებ 1 სახეობის
ნამცხვარი.
12. ტრენინგის პროცესის, ასევე, შედეგებისა და ტრენინგზე დასწავლილი
უნარების ტრანსფერის შეფასების მიზნით, უნდა განხორციელდეს ტრენინგის
შინაარსის მონაწილეთა რეალურ სამუშაო შინაარსთან კავშირის
უზრუნველყოფა და მონაწილეების მიერ რეალური სიტუაციის
გამკლავებისათვის აუცილებელი გამოცდილების შეძენის უზრუნველყოფა.
შეფასების მეთოდებიდან გამოყენებული უნდა იყოს: უკუკავშირის კითხვარი
(ტრენინგის მონაწილეთა რეაქციები, რამდენად მოსწონთ პროგრამა, როგორია
მათი შეფასება და ა შ.).
პრეტენდენტის ხელმოწერა ---------------------------