Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #64957704)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Batumi City Hall
Номер конкурса: 64957704
Дата публикации: 24-06-2025
Сумма контракта: 76 935


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250011317
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.06.2025 16:53
Начало приема предложения 01.07.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.07.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 76`935.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე
Дополнительная информация
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სწავლება-გადამზადების მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 769.00 GEL
Размер гарантии 769 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: iamze zosidze :: 23.06.2025 15:45
  • Последнее исправление: iamze zosidze :: 24.06.2025 16:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=635995&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სწავლება-გადამზადების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური პირობები:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 175 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწას;

2. ტრენინგი თემატურად უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
მოდული N1 - ფინანსური მოდელირება Microsoft Excel-ში;
 Number format (უჯრების ფორმატირება);
 Conditional Formatting (პირობითი ფორმატირება);
 Go to Special (უჯრედების მონიშვნა მითითებული კრიტერიუმების მიხედვით);
 Data Validation (შეზღუდვები შესაყვან მონაცემებზე);
 Defined Names (სახელები ფორმულებში)
 Chart (დიაგრამები)
 Outline (ფურცლის სტრუქტურა)
 Consolidation (მონაცემების კონსოლიდაცია);
 What-if Analysis (მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები „რა-თუ“);
 Goal Seek (პარამეტრის შერჩევა)
 Solver (მონაცემების ანალიზი და ოპტიმალური შედეგების გამოთვლა)
 Pivot Table (ჯამური ცხრილები და დიაგრამები)
 Excel Function (ექსელის ფუნქციები).


მოდული N2 - საზოგადოებასთან ურთიერთობა და PR ტექნოლოგიები (ეფექტური მექანიზმების შემუშავება):
 კრიზისული კომუნიკაცია და რეპუტაციის მართვა (კრიზისის ტიპები და რეაგირების სტრატეგიები, კრიზისული შეტყობინებების შემუშავება, სპიკერის მომზადება, ორგანიზა-ციის რეპუტაციის აღდგენის მექანიზმები);
 თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების პრაქტიკული გაცნობა;
 ვიზუალური კომუნიკაციის ელემენტები (კონტენტის ვიზუალური შეფუთვა - ინფოგრაფიკა, ვიდეომესიჯინგი, მინი-ანიმაცია; Canvas ან Adobe express-ის გამოყენება).

მოდული N3 - ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურის ძირითადი პრინციპები: (ხარისხის კონტროლი; სამუშაო დროისა და ფუნქციური დატვირთვის ანალიზი);
1. ეფექტური სტრუქტურის მახასიათებლები:
 გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ზონები;
 კომუნიკაციის ეფექტიანობა;
 მოქნილობა ცვლილებებთან მიმართებაში;
 სამუშაო პროცესის და ადამიანური მართვის ოპტიმალური მოდელი (ხარისხის კონტროლი; სამუშაო დროისა და ფუნქციური დატვირთვის ანალიზი).

2. ძირითადი პრინციპები ეფექტური სტრუქტურის შექმნისთვის და მიზნობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება (სტრატეგიაზე და მიზნებზე დაყრდნობით):
 უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ბალანსი;
 დელეგირება და მართვის იერარქია;
 თანამშრომლობის და გუნდურობის ხელშეწყობა;
 ორგანიზაციული კულტურის გათვალისწინება.

3. ცვლილებების მართვა და სტრუქტურის ადაპტირება:
 სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებების ამოცნობა;
 ცვლილებების მართვის სტრატეგიები;
 თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა ცვლილებების პროცესში;
 წინააღმდეგობების მართვა.

მოდული N4 - საარქივო საქმისწარმოება;

 საუწყებო არქივში ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო-საძიებო ბაზის შექმნა, ელექტრონული არქივის წარმოება;
 ზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ელექტრონული დოკუმენტაციის მომზადების საარქივო წესი/თანამედროვე ტენდენცია ცენტრალურ არქივზე გადასაცემად (მატერიალურად, ელექტრონულად);
 სტრუქტურულ ერთეულებში დაცულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე, ხელმისაწვდომობა, მოძიება, დამუშავება საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით - სერვისების ავტომატიზაცია და მიწოდების გამარტივება (გამოცდილების გაზიარება).

მოდული N5 – საგადასახადო კოდექსი;
 საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა;
 ცნებები და განმარტებები გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
 გადასახადის გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
 საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება;
 საგადასახადო ანგარიშგება;
 საშემოსავლო და მოგების გადასახადი:
საგადასახადო აღრიცხვის წესები;
ერთობლივი შემოსავალი;
საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი;
გამოქვითვები და ზარალი;
საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისა და ადმინისტრირების წესი;
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მიკრო, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადი);
მოგების გადასახადის დაანგარიშებისა და ადმინისტრირების წესი;
შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
 ქონების გადასახადი
დაბეგვრის ობიექტები;
გადასახადის გაანგარიშება და გადახდა;
გადასახადისგან გათავისუფლება;
 არაპირდაპირი გადასახადები
სავალდებულო და ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, დრო და ადგილი;
დღგ-სგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები;
გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესი;
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ს ჩათვლა;
დღგ-ის სპეციალური დაბეგვრის წესები;
დღგ-ს დეკლარაცია;
აქციზი;
აქციზის გადამხდელი; აქციზით დაბეგვრის ობიექტი;
აქციზის ჩათვლა; აქციზის დკლარირებისა და გადახდის წესი;
აქციზური მარკები;
 იმპორტის გადასახადი:
გადასახადის დაბეგვრის ობიექტი;
გადასახადისგან გათავისუფლება;
 საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები;
 მიმდინარე საგადასახადო კონტროლი;
 საგადასახადო შემოწმება;
 პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები;
 სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა;
 სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
 საგადასახადო შეთანხმების არსი;
 საგადასახადო შეთანხმების გაფორმება;
 მედიაცია; საგადასახადო დავა;
 დავის განმხილველი ორგანოები.

მოდული N6 - ქოუჩინგი (მენტორინგი) და პიროვნული განვითარება საჯარო სამსახურში;

 ქოუჩინგის არსი, ძირითადი პრინციპები;
 განმავითარებელი კითხვების დასმის ტექნოლოგია;
 კონტრაქტი და მიზნის ჩამოყალიბება;
 ქოუჩინგ-ტექნიკები.

მოდული N7 – FIDIC (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ფედერაცია) კონტრაქტების მართვა;

 ზოგადი სტრუქტურა, წიგნები და განსხვავებები;
 გარანტიების ტიპები და გამცემი ფინანსური ინსტიტუტები;
 შესყიდვის ეტაპები, გამოქვეყნების პლატფორმა;
 მარეგულირებელი კანონმდებლობა;
 ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო FIDIC-ის კონტრაქტების მიმართ;
 დავების მართვა, ეტაპები;
 დაფინანსების მართვა, დამფინანსებლის როლი;
 კონტრაქტის მონაწილე მხარეები: დამქირავებელი, დონორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კონსულტანტი, კონტრაქტორი (უფლება-მოვალეობები);
 კონსულტანტის/ინჟინერის განსაკუთრებული როლი;
 ინვოისები, გადახდის მოთხოვნების დოკუმენტები;
 მიღება-ჩაბარების აქტები (ეტაპობრივი, საბოლოო, ხარვეზების ჩამონათვალი).

მოდული N8 - ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურში;
 მოქალაქეთა მომსახურება და კომუნიკაცია (ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები);
 დოკუმენტების დამუშავება და არქივირება;
 ქალაქგეგმარება და ინფრასტრუქტურა (გეოანალიტიკა და ურბანული ანალიზი);
 მუნიციპალური ფინანსების მონიტორინგი (ფინანსური ანალიტიკა: ბიუჯეტის მონაცემების ანალიზი არაეფექტური ხარჯების გამოსავლენად);
 საჯარო მოხელეების შიდა პროცესების ოპტიმიზაცია (შეხვედრების ავტომატური ჩანიშვნა; პერსონალური ასისტენტი);
 საჯარო ჩართულობა და მონაცემთა ვიზუალიზაცია (ბიუჯეტის, მშენებლობების ან სერვისების ვიზუალიზაცია მარტივად აღქმადი გრაფიკებით; ონლაინ პლატფორმები);
 საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების ანალიზი AI სქემის დახმარებით;
 ხარისხის კონტროლი AI სქემის დახმარებით (შიდა აუდიტის და ადმინისტრაციის მეშვეობით);
 ქმედებები პრაქტიკული ნაბიჯების დანერგვისთვის (პილოტური პროექტები; თანამშრომლობა სტრატაპებთან; მონაცემების დიგიტალიზაცია).

მოდული N9 - პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.

3. სატრენინგო კურსები უნდა ტარდებოდეს სასწავლო მიზნების შესაბამისად მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ (კონდიცირება, წყალმომარაგება, კომპიუტერული და ტრენინგებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი, მათ შორის ლეპტოპებით, პროექტორითა და საპროექტო ეკრანით, საპრეზენტაციო დაფით) შენობაში განთავსებულ საკონფერენციო დარბაზში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ამავე შენობაში უნდა მოხერხდეს ლანჩის გამართვა (ცალკე გამოყოფილ სივრცეში);
4. ერთ ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მსმენელს. სულ მიმწოდებელმა უნდა შეძლოს 175 მონაწილის მიღება.
5. სატრენინგო პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას, ასევე შესაბამის ვიდეომასალას;
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მუშა პროცესი აუცილებელი ინვენტარით (თითოეული მსენელისათვის განსაზღვრული მოდულის შესაბამისი სატერეინინგო მასალით, მარკერებით, 175 ბურთულიანი ავტოკალამით, 175 ბლოკნოტი (ზომა არანაკლებ 15X20 სმ, გვერდი არანაკლებ 100)) მუყაოს ყდით;
7. ტრენინგ-კურსის თითოეული მოდულის ძირითადი თემები უნდა შეთანხმდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სფეროს წარმომადგენელთან;
8. ტრენინგის ეფექტურობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პრე და პოსტ ტესტების ჩატარება;
9. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთათვის სერთიფიკატების გადაცემა, შემსყიდველის სახელით;
10. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები სხვადასხვა სფეროებში შეიძლება გაგრძელდეს 2025 წლის 15 დეკემბრამდე, თითოეული მოდულის შესწავლას უნდა დაეთმოს არანაკლებ 2 დღე. დღის განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა 3-5 საათის განმავლობაში (შემსყიდველთან შეთანხმებით);
11. შუალედში შესვენება ლანჩით, 40 წუთის განმავლობაში,
ლანჩი - შვედური მაგიდა, უნდა იყოს მრავალფეროვანი არანაკლებ - 1 სახის ცხელი კერძი და 1 სახის ცივი, 1 სახის გარნირი, 1 სახის დესერტი, არანაკლებ 2 სახის ცომეული, ასევე გამაგრილებელი სასმელი.
ყავით შესვენება - ყავა, ჩაი, რძე, ლიმონი, წყალი და არანაკლებ 1 სახეობის ნამცხვარი.
12. ტრენინგის პროცესის, ასევე, შედეგებისა და ტრენინგზე დასწავლილი უნარების ტრანსფერის შეფასების მიზნით, უნდა განხორციელდეს ტრენინგის შინაარსის მონაწილეთა რეალურ სამუშაო შინაარსთან კავშირის უზრუნველყოფა და მონაწილეების მიერ რეალური სიტუაციის გამკლავებისათვის აუცილებელი გამოცდილების შეძენის უზრუნველყოფა. შეფასების მეთოდებიდან გამოყენებული უნდა იყოს: უკუკავშირის კითხვარი (ტრენინგის მონაწილეთა რეაქციები, რამდენად მოსწონთ პროგრამა, როგორია მათი შეფასება და ა შ.).


პრეტენდენტის ხელმოწერა ---------------------------

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების ადგილი - ქ. ბათუმი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლიდან 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ რეჟიმში უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების (ტრენინგი) ჩატარების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ტენდერით გათვალისწინებული მოდულებიდან პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 (ხუთი) ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის თემაში ტრენინგის ჩატარების გამოცდილება (2020-2025წწ). აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნეს ცხრილის მიხედვით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
ბ) პრეტენდენტს 2020 წლიდან 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში ასევე უნდა ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგების განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს:
ა) ხარისხის მართვის სისტემის (ხარისხის მენეჯმენტის სისტემის) საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტის ISO 21001 დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების: „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე. შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალურ საქმიანობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ ტენდერში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოითხოვება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

იამზე ზოსიძე, 577242707, izosidze5@gmail.com (შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით)
ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით - ნინო კერვალიშვილი, ტელ: 595 30 90 05

additional information/document

10.1 additional information/documents

ა)სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი თანმიმდევრობით:
- ტექნიკური პირობები;
- ფასების ცხრილი;
- ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
- სატენდერო დოკუმენტაცაციის 2.7.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
ბ) ყველა დოკუმენტი (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილისა) ხელმოწერილი (ელექტრონული შტამპით ან/და ელექტრონული ხელმოწერით) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

* შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციაში, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru