Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Текстильные изделия (Грузия - Тендер #64861508)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Acad. N. Kipshidze Central University Clinic"
Номер конкурса: 64861508
Дата публикации: 21-06-2025
Сумма контракта: 45 550


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250011172
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.06.2025 17:59
Начало приема предложения 28.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 30.06.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 45`550.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39500000-Текстильные изделия
Коды классификатора
  • 39511100 - Одеяла
  • 39512000 - Постельное белье
  • 39516120 - Подушки
  • 39518000 - Больничное белье
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ქსოვილის ნივთების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 456.00 GEL
Размер гарантии 456 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona choniadze :: 20.06.2025 12:43
  • Последнее исправление: teona choniadze :: 20.06.2025 17:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=635755&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ, 2025 წლის საკუთარი შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში, ქსოვილის ნივთების (საბანი, ბალიში, თეთრეულის კომპლექტი) CPV39500000 სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) საბანი - 200 ცალი

საბანი განკუთვნილი უნდა იყოს გაზაფხული - შემოდგომის სეზონებისთვის;
ზომა: 150X210 სმ. (±5სმ);
ფერი: თეთრი ან ღია (შეთანხმებით);
შიგთავსი - სინტიფონი, გარეთა პირი - ქსოვილი ბამბა (არანაკლებ 55%, არაუმეტეს 65%) + პოლიესტერი;
დალიანდაგებული;
ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული;
რეცხვისას არ უნდა იცვლიდეს ფერს და არ უნდა კარგავდეს ფორმას;

2) ბალიში - 100 ცალი

ზომა: 50X70 სმ. (±2სმ);
წონა: 800-1000 გრამი;
ფერი: თეთრი ან ღია (შეთანხმებით)
ბალიშის შიგთავსი - სინტიფონი, გარეთა პირი-ქსოვილი ბამბა (არანაკლებ 55%, არაუმეტეს 65%) + პოლიესტერი;
ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული;
რეცხვისას არ უნდა იცვლიდეს ფერს და არ უნდა კარგავდეს ფორმას;

3) ზეწარი - 150 ცალი

ზომა: 160სმX235სმ (±5სმ);
ფერი: თეთრი;
ქსოვილის შემადგენლობა: ბამბა (არანაკლებ 55%, არაუმეტეს 65%) + პოლიესტერი;
ქსოვილის სიმკვრივე ერთ კვადრატულ მეტრში არანაკლებ 150 გრ.
ზეწარი უნდა იყოს აჭრილი სიგრძეზე და არა სიგანეზე, რათა რეცხვისა და ხმარების შემდგომ არ დაკარგოს ფორმა;
რეცხვისას უნდა უძლებდეს თერმულ დამუშავებას 70 გრადუსზე, ინარჩუნებდეს ფორმას და არ უნდა იცვლიდეს ფერს;
ნაპირები უნდა იყოს შემოკეცილი და დაგვირისტებული;

4) თეთრეულის კომპლექტი - 400 ცალი

კომპლექტი უნდა იყოს თავსებადი შემოთავაზებულ ბალიშსა და საბანთან;
ფერი: თეთრი;
ზეწარი:160X 235 სმ (±5სმ);
საბნის პირი: 150X 210 სმ (±5სმ);
ბალიშის პირი: 50X70 სმ (±2სმ);
ქსოვილის შემადგენლობა ბამბა (არანაკლებ 55%, არაუმეტეს 65%) + პოლიესტერი;
ქსოვილის სიმკვრივე ერთ კვადრატულ მეტრში არანაკლებ 150გრ.
ზეწარი უნდა იყოს აჭრილი სიგრძეზე და არა სიგანეზე, რათა რეცხვისა და ხმარების შემდგომ არ დაკარგოს ფორმა;
რეცხვისას უნდა უძლებდეს თერმულ დამუშავებას 70 გრადუსზე, ინარჩუნებდეს ფორმას და არ უნდა იცვლიდეს ფერს;
ნაპირები უნდა იყოს შემოკეცილი და დაგვირისტებული;

შენიშვნა:
• მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს ინდივიდუალური ქარხნული შეფუთვით; შემადგენლობა მითითებული უნდა იყოს (ქარხნულად) იარლიყზე ან/და შეფუთვაზე.
• დასაშვებია, პრეტენდენტს როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1 პუნქტით მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (შიგთავსი, ქსოვილის შემადგენლობა, ქსოვილის სიმკვრივე).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად, 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

1. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
2. მეორე ეტაპის მიწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

• შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს სატენდერო დოკუმენტაციით (შემდგომში ხელშეკრულებით) განსაზღვრული რაოდენობები.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29 (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო), არაუგვიანეს მიწოდების დღის 17:00 საათისა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა, რომელიც აითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.
2. საგარანტიო ვადის პერიოდში (არა შემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების) და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის, მითითებულ საგარანტიო ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი (თუ ეს შესაძლებელია) ან ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან (სატელეფონო ან ელ.ფოსტის მეშვეობით) არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3. მიწოდებული საქონელი საგარანტიო პერიოდში უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვისა და თერმული დამუშავების დროს არ უნდა კარგავდეს ზომას და ფორმას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
შესყიდვის ობიექტის დასახელება, აღწერილობა, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი, ერთეეულის ფასი და ჯამური ღირებულება.

• მწარმოებელი ქვეყანა - ქვეყანა, სადაც პროდუქტი იწარმოება;
• მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია ან/და მწარმოებელი სუბიექტი ან/და ინდ.მეწარმე ან/და ფიზიკური პირი.

მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

1. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხარისხობრივ მონაცემებს და პასუხობდეს ამ ტიპის საქონელზე არსებულ სტანდარტებს. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შესაფერისი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის დანიშნულების ადგილზე მიწოდება დაზიანების გარეშე. შეფუთვის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს დაზიანებული საქონელი და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის დაუყოვნებლივ გამოცვლა. არ შეცვლის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში მიწოდებულ საქონელზე გამოვლენილი იქნება წუნი (ხარვეზი), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან (სატელეფონო ან ელ.ფოსტის მეშვეობით) 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უზრუნველყოს აღნიშნული წუნის (ხარვეზის) აღმოფხვრა.
5. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მოწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იქნება ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მაჩვენებლებთან და აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით მის მიერ წარმოდგენილ ნიმუშთან.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

შემოთავაზებული სატენდერო წინადადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით:

1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასების ცხრილით შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ყველა პოზიციის შესაბამისად 1 (ერთი) ცალი ნიმუში.
2. ნიმუშებთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული/სერტიფიცირებული საექსპერტო დაწესებულების ან ლაბორატორიის მიერ გაცემული შესაბამისი ლაბორატორიის/ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდება შემოთავაზებული პროდუქტის შემადგენლობის (შიგთავსი, ქსოვილის შემადგენლობა, ქსოვილის სიმკვრივე) ტექნიკურ მოთხოვნებთან თავსებადობა. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური NAT ნომერი. ექსპერტიზის/ლაბორატორიის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პრეტენდენტს.თუ შემოთავაზებული ნიმუშები დამზადებულია ერთიდაიმავე ქსოვილით, მიმწოდებლის მხრიდან შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ერთი დასკვნა.

შენიშვნა:

• ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ საქონელთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი საქონელი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული საქონლის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს).
• მხოლოდ დადებითი დასკვნის შემდეგ ჩაითვლება პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება მისაღებად.
• შემსყიდველი უფლებამოსილია შეფასების მიზნით მოახდინოს წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ის გარეცხვა და თერმული დამუშავება.
• შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს ტენდერის „გამოცხადებულია“ სტატუსის შემდეგ და მასში მითითებული უნდა იყოს ტენდერის უნიკალური ნომერი.
• პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშ(ებ)ი/ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ი დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტმა ნიმუში და ექსპერტიზის დასკვნა გატესტილ ნიმუშთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29 (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო), შესყიდვების სამსახური (არაუგვიანეს ნიმუშის წარმოდგენის დღის 17:00 საათისა).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად, ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის დადებითი დასკვნისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს 7.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ჩონიაძე, 593407201, teona.choniadze@respublikuri.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1.6. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
10.1.7. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისა ან/და ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყიდველი უფლებამოსილია მოწოდებული საქონლიდან მოახდინოს საქონლის შერჩევითი წესით ამორჩევა, დალუქოს აღნიშნული საქონელი და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში“ ან სხვა აკრედიტირებულ ორგანოში ჩაატაროს ექსპერტიზა, სატენდერო დოკუმნეტაციის 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პარამეტრებზე/მახასიათებლებზე. ექსპერტიზის და ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru