მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში ვაკის რაიონის ტერიტორიაზე
გზების და ქუჩის მონაკვეთების ასფალტის საფარის მიმდინარე,
ფრაგმენტული და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელება,
წინამდებარე დოკუმენტაციაზე თანდართული, დეფექტური აქტის
შესაბამისად, შემდეგ მოთხოვნათა დაცვით:
1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N1–ის მიხედვით
(ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში
განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი
პოზიციების 1%-ს. დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო
ადგილას, არანაკლებ 2 ცალი საინფორმაციო დაფის (100/80სმ) განთავსება,
შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად, სამუშაოების
დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.
1.2.5 მიმწოდებელს, სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი,
შესასრულებელი სამუშაოს დასახელება ან/და დეფექტური აქტი და
სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.6 სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
მიმდინარეობის პერიოდში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული
სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.7 დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი რესურსით მოახდინოს
დრეკადობის მოდულის შემოწმება (ტკეპნის კოეფიციენტის განსაზღვრა)
დეფლექტომეტრის საშუალებით ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური
ლაბორატორიის ტექ–ზედამხედველთან ერთად.
1.2.8 თუ სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისათვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პარამეტრები შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით.
1.2.9 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ
პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას ეხუროთ ჩაფხუტები, ეცვათ
სპეციალური გადასაცმელები, ხოლო სპეციალური სამუშაოები შესრულდეს
სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი
საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის
ნარევით.
1.2.11 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სამშენებლო მოედანზე
სამუშაოები იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას
მშენებლობის უსაფრთხოება.
1.2.12 ჭები, შურფები, ნათხარ გრუნტებში ხალხის შესაძლო მოხვედრის ადგილები
დახურული იყოს ხუფებით, ფარებით ან იყოს შემოღობილი. სიბნელის დროს გარე
(პერიმეტრული) შემოღობვა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან
გამოყენებულ იქნას ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება
სიბნელეში.
1.2.13 ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, სამშენებლო მოედანი, სამუშაო
უბანი, გასასვლელები და მისასვლელები სათანადოდ იყოს განათებული.
1.2.14 უზრუნველყოს მანქანა–მექანიზმების მუშაობის ზონაში
გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.
1.2.15 უზრუნველყოს, რომ მიწის სამუშაოების დაწყებამდე დადგინდეს მოქმედი
მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტრო
კაბელები, გაზსადენები და სხვა) განლაგების ადგილები.
1.2.16 უზრუნველყოს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში მიწის
სამუშაოები წარმოებდეს პასუხისმგებელი პირის დასწრებით, ხოლო მოქმედი
კაბელის ან გაზსადენის განლაგების ზონაში მათი დაზიანების თავიდან
ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში – ქსელების ოპერატორი კომპანიის
წარმომადგენლის მეთვალყურეობით.
1.2.17 სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, მიიღოს აუცილებელი
ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
1.2.18 საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან
დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად მიიღოს
უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის
და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
1.2.19 საკუთარი რესურსებით აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი,
კერძოდ: შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად
მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, მასალების გამოცდისათვის
საჭირო სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში, ჩაატაროს გამოსაყენებელი
მასალების ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და
შემოწმებები მათი გამოყენების ვარგისიანობაზე. აღნიშნულიდან
გამომდინარე სამუშაოების შესრულების დროს, მოთხოვნის შემთხვევაში,
მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გამოყენებული მასალების
ლაბორატორიული დასკვნები და რეცეპტები, რომელთა ხარისხი უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი
ლაბორატორიის შესაბამის სფეროში ლიცენზირების დამადასტურებელი
დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
1.2.20 სამუშაოების დასრულების შემდეგ თავისი ძალებით და სახსრებით
დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა
მექანიზმებისგან, მოწყობილობა-დანადგარებისგან, მასალებისგან და
ა.შ.
1.2.21 საკუთარი რესურსით უზრუნველყოს შემსყიდველი, კონტროლის
(ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური
საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
1.2.22 უზრუნველყოს, რომ მასალები ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ
მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.23 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო
დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.24 პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 სამუშაო ბრიგადა.
უსაფრთხოება
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას
მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსათვის საქმიანობის ხასიათიდან
გამომდინარე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა
შესრულდეს იმ ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლებიც ეხება
ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას.
მიმწოდებელი კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა
სამშენებლო წესს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად
აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი
მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს
შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
სამუშაოების მიმდინარეობისას ობიექტზე მომუშავე ყველა პირი უნდა იყოს
შესაბამისი სპეც. ტანსაცმლით (უსაფრთხოების ჟილეტი, ჩაფხუტი, სპეც.
ქურთუკი, სპეც. ფეხსაცმელი და ა. შ.) აღჭურვილი.
გზების დროებითი და მუდმივი გადაკეტვა და შემოვლითი გზები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს
ცალკეული მაგისტრალების ან სავალი ბილიკების გადაკეტვა ან მათი
შემოვლითი გზების გაყვანა მუდმივად ან მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების
მიმდინარეობის პერიოდში. მიმწოდებელი ვალდებულია გზების ჩაკეტვის ან
შემოვლითი გზების გაყვანის საკითხები შეათანხმოს შემსყიდველთან.
საავტომობილო გზის სრული ან ნაწილობრივ გადაკეტვის აუცილებლობის
შემთხვევაშიმიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს
ნებართვებისა და შეთანხმების აღება შესაბამისი ორგანოებიდან (მ.შ
ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის სქემა).
ქუჩების ან სავალი ბილიკების გადაკეტვის, გაუქმების ან სხვაგვარი
ზემოქმედების შემდეგ, მიმწოდებელმა შემსყიდველთან ერთად უნდა მიიღოს
ზომები, რომ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის
დროს ამ ქუჩებით ან სავალი ბილიკებით მოძრაობაზე ზემოქმედება რაც
შეიძლება ნაკლები იყოს. იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები
ზემოქმედებას ახდენს არსებულ საზოგადოებრივ თუ კერძო გზებთან ან სხვა
გზებთან, სადაც საზოგადოებას თუ კერძო პირებს აქვთ ტრანსპორტით
მოძრაობის უფლება, მიმწოდებელმა უნდა გაიყვანოს შემოვლითი გზები, იქ,
სადაც ეს შესაძლებელია.
მშენებლობის პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვეითად
მოსიარულეთა სავალი სათანადო გზები და ამასთან დაკავშირებით უნდა
შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები, იქ, სადაც ესშესაძლებელი იქნება:
1.ყველა დროებით ტროტუარს და გზის სავალ ნაწილს უნდა ჰქოდეს ერთნაირი
ზედაპირი და არ უნდა ჰქონდეს საფეხურები;
2. ყველა დროებითი ქვეითად მოსიარულეთა სავალი და დაქანებული გზა
დაფარული უნდა იყოს ისეთი მასალით,
რომელიცარგამოიწვევსმოცურებასდადაცულიუნდაიყოსტალახისდასამშენებლონარჩენებისგან;
3. შენარჩუნებულ უნდა იქნეს მთავარი გზების გასწვრივ ყველა ტროტუარის
არსებული სიგანე;
4.გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარზე არსებული ყველა ნაპრალის თუ
დაბრკოლების წინ მთელ სიგრძეზე უნდა მოთავსდეს გამაფრთხილებელი
ბარიერი;
5. ქვეითად მოსიარულეთა სავალი ყველა გზა, რომელიც გადატანილი იქნება
სავალ ნაწილზე, გამოყოფილ უნდა იქნეს ბარიერებით.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება
(მოძრაობის უსაფრთხოების ზომები)
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის თანხმობით განათავსოს საგზაო
ნიშნები, საგზაო ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები და
მიიღოს სხვა ზომები, რომლებსაც მოითხოვს სარეაბილიტაციო სამშენებლო
სამუშაოები.
მიმწოდებელმა არ უნდა წამოიწყოს ისეთი სამუშაო, რომელმაც შეიძლება
ზემოქმედება იქონიოს სამოქალაქო საავტომობილო მაგისტრალზე, სანამ
სრულად არ ამოქმედდება სამუშაოებით განპირობებული საგზაო
უსაფრთხოების ზომები.
მიმწოდებელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს, რომ საგზაო ნიშნები,
ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები იყოს სუფთა და ჩანდეს
გარკვევით. იგი ვალდებულია დააყენოს, გადაიტანოს, დაფაროს ან აიღოს
ისინი სამუშაოს მიმდინარეობის შესაბამისად და შემსყიდველის
თანხმობით.
ზრდასრული ხეების დაცვა
სადაც ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ხეების ჭრა.
უარყოფითი ზემოქმედება ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ მდებარე
ყველა ხეზე უნდა შემცირდეს სათანადო ზომების მიღებით, რომელიც მოიცავს
(არამარტო) შემდეგს:
1.ქვედა ტოტების შერჩევით მოჭრას სათანადო მეთოდით სამშენებლო
სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების შესამცირებლად;
2. ნიადაგის ტკეპნის თავიდან ასაცილებლად ხეებს ფესვთა სისტემის
გარშემო სპეციალური ჭილობების დაგებას;
3. ხეების გარშემო სპეციალური ღობეების მოწყობას მექანიკური
დაზიანების საწიანააღმდეგოდ;
4. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები თითოეული ხის
სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ
მოხდეს ხეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა.
ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე
უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ხე
დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო
სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის
ნერგი შემსყიდველის თანხმობით.
სამშენებლო მოედნის დასუფთავება
სამუშაოთა დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა დაასუფთაოს ყველა
სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ და მათთან
მისასვლელი გზები მუშაობის მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ,
როცა ამ ადგილებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და
გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი გრუნტი და მასალები, დროებითი გზები,
ფარდულები, სათავსოები და ღობეები, უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად
გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს
თავისი პირვანდელი სახე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. სამუშაოთა
წარმოების პროცესში მიმწოდებელმა დროულად უნდა გაიტანოს სამშენებლო
ნარჩენები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა
უსაფრთხო და შეუზრუდავი (გარდა პროექტით გათვალისწინებული აუცილებელი
შემთხვევისა) გადაადგილება.