Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ветеринарные услуги (Грузия - Тендер #64683994)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tianeti Municipality
Номер конкурса: 64683994
Дата публикации: 14-06-2025
Сумма контракта: 23 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250010662
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.06.2025 12:19
Начало приема предложения 21.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 23.06.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 23`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85200000-Ветеринарные услуги
Коды классификатора
  • 85200000 - Ветеринарные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით
Дополнительная информация
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში ან/და ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში განთავსება და შესაბამისი საჭირო ვეტერინარული მომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და მისი დანართები.
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 230 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: marine chkrunishvili :: 10.06.2025 12:12
  • Последнее исправление: irma turkiashvili :: 13.06.2025 12:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=634406&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში ან/და ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში განთავსება და შესაბამისი საჭირო ვეტერინარული მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მომსახურების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები:
1.1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიუსაფარი ცხოველების (ძაღლების) პოპულაციის მართვის კუთხით, პროცესების დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ უნდა მოხდეს მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი ძაღლების მონიტორინგი (ვიზუალური დათვალიერება, აღწერა, რაოდენობრივი დათვლა და შესაბამისი სტატისტიკის შემუშავება/ანალიზი), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მითითებული ლოკაციების მიხედვით.
1.2 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა და დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში.
1.3 შესაბამისი ვეტერინარული შემოწმების შემდგომ საჭიროებიდან გამომდინარე მათი სტერილიზაცია /კასტრაცია, დეჰელმეტიზაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის საჭდის ან საჭიროების შემთხვევაში მიკრო ჩიპის მეშვეობით, პოსტოპერაციული ზედამხედველობა, ვეტერინარული მომსახურება უნდა განახორციელონ მხოლოდ ექიმმა ვეტერინარებმა.
1.4 უნდა მოხდეს ცხოველების იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებით და მათი შენახვის პირობების დაცვით. უნდა განხორციელდეს ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში ცხოველების ევთანაზია და ბეიკერის ორმოში ან კრემატორიუმში გადაყვანა.
1.5 ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილებიდან, რაზეც განხორციელდება ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი (შესაბამისი სტატისტიკის შემუშავება და აღრიცხვა).
1.6 მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ თვეში ორჯერ (საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული თვის რიცხვები შეირჩევა შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის შეთანხმებით, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში).
1.7 მომსახურების შესყიდვის განხორციელების პროცესში მომწოდებელი არსებულ რისკ-ფაქტორებს აიღებს თავისთავზე.
1.8 გათვალისწინებული უნდა იქნეს 2018 წლის 28 ივნისის #345 საქართველოს მთავრობის დადგენილების მუხლი 5, მუხლი 6 განსაზღვრული ყველა პირობა.
1.9 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების უკან დაბრუნების შემდეგ, რომლებიც დასურათებული უნდა იყოს შემსყიდველის მხრიდან;
1.10 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი ინფორმაცია, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ძაღლების რაოდენობა და თუ რა პროცედურა ჩაუტარდა თითოეულ ძაღლს, რის საფუძველზეც განხორციელდება შესაბამისი სტატისტიკის შემუშავება და მონაცემების ანალიზი.

ტექნიკური დავალება:
გასაწევი მომსახურება გულისხმობს:
ა) თავშესაფარში ან/და ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში გადაყვანილი ცხოველ(ებ)ის შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათ დეჰელმინთიზაციას (დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაციას, ვაქცინაციას (მათ შორის „ანტირაბიული“, ცალკეულ შემთხვევებში „კომპლექსური“). ასევე ცხოველების იდენტიფიკაციას (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას) სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით (ბირკით). ამასთან, თითოეული მონაცემის ასახვას ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში და ყველა ჩამოთვლილი ვეტერინარული ღონისძიებების გატარების შემდგომ ცხოველების (რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს) პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ან ბუნებრივ არეალში დაბრუნებას;

ბ) ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) და ცხოველთა ლეშის ბიოთერმულ სამარხში (ბეკარის ორმოში) ან ცხოველების ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში გადატანას (ევთანაზიის დროს უნდა შედგეს ვეტერინარის შესაბამისი აქტი);

მომსახურების გაწევის პირობები:
1) ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილ(ებ)იდან მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების ჰუმანური წესით დაჭერა/იზოლაცია და კანონიერ მფლობელობაში ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა და ა.შ.) არსებულ ცხოველთა თავშესაფარში ან/და ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში გადაყვანა, განთავსება, ვეტერინარული მომსახურება, შემდგომ აყვანის ადგილას ან ბუნებრივ არეალში დაბრუნება, ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მოკვდინება (ევთანაზია).
2) ცხოველთა თავშესაფარი ან/და ვეტერინარული სამკურნალო კლინიკა აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველთა მოსათავსებელი ოთახ(ებ)ით ან/და ვოლიერ(ებ)ით. ასევე, თერაპიული ან/და ქირურგიული კაბინეტ(ებ)ით, შესაბამისი ინსტრუმენტებით, ხელსაწყოებით და მოწყობილობებით. უნდა ჰქონდეს ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება (უნდა დაერთოს აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა).
3) ცხოველთა თავშესაფარში ან/და ვეტერინარულ სამკურნალო კლინიკაში გადაყვანა/გადმოყვანა უნდა განხორციელდეს ცხოველთა იზოლირების სპეციალური სატრანსპორტო საშულებ(ებ)ით, რომელშიც ვოლიერები უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებულად (უნდა დაერთოს აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა).
4) ვეტერინარული მომსახურება უნდა ხორციელდებოდეს უშუალოდ ვეტერინარის მიერ.
5) მომსახურების გაწევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებებზე ჩანაწერების წარმოება, ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს, ცხოველის იზოლირების თარიღს, იზოლირებული ცხოველის ვაქცინაციის თარიღს, ძაღლის აღწერილობას და აყვანის ადგილას ან ბუნებრივ არეალში დაბრუნების თარიღს;
ბ) თავშესაფრიდან ან ვეტერინარული სამკურნალო კლინიკიდან გაჩუქებული ძაღლების შემთხვევაში შესაბამისი გაჩუქების აქტ(ებ)ის გაფორმება/შენახვა;
გ) ცხოველ(ებ)ის იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით (ბირკით) და თითოეული მონაცემის ასახვას შესაბამის ჟურნალში ან ელექტრონული ფორმით.
6) შესყიდვით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას, ასევე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული პრეტენდეტი ვალდებულია დაიცვას „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები და პირობები.
ასევე ვალდებულია დაიცვას „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N348 დადგენილება და წარმოადგინოს ამის შესაბამისი დოკუმენტაცია.

ცხოველების იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ქარხნული დანომრილი მარკირება ყურის საჭდით.
ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ დაბრუნება ბუნებრივ არეალში, აყვანის ადგილას.

იზოლირებული ცხოველის ინფორმაცია: ყურის საჭდის ნომერი, იზოლირების ადგილი, თარიღი, ცხოველის აღწერილობა, ვაქცინაციის თარიღი, აგრეთვე ბუნებრივ არეალში გაშვების ადგილი და თარიღი უნდა გატარდეს სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და აისახოს ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც განხორციელდება ეტაპობრივად, რაოდენობრივი მაჩვენებლებით სტატისტიკის შემუშავება და მონაცემების ანალიზი.

ცხოველის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში ცხოველის ევთანაზია ჰუმანური მეთოდოლოგიით. ევთანაზირებული ცხოველის სპეციალურ სამარხში გადატანა. ევთანაზიის დროს უნდა შედგეს ვეტერინარი ექიმის მიერ შესაბამისი აქტი.

იზოლირებული ცხოველებისადმი მოპყრობა-ცხოველების მოვლა, ცხოველებისადმი ჩატარებული მანიპულაციები, ორგანიზებული უნდა იქნას ჰუმანურად, შესაბამისი სათანადო ნორმების და სტანდარტების პრაქტიკის დაცვით, რაც მოქმედია ვეტერინარული მომსახურეობის განხორციელებისას.

ცხოველთა იზოლირება/ტრანპორტირებისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას (სადაც ვოლიერები განთავსებული უნდა იყოს ერთმანეთისგან იზოლირებულად, თითოეული ცხოველისათვის ცალცალკე) უნდა უკეთდებოდეს დეზინფექცია შესაბამისი სპეციალური ქიმიური, სადეზინფექციო საშუალებით. ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ცხოველის ჰუმანურ და უმტკივნეულო მეთოდით იზოლირებას და ტრანსპორტირებას.

ყველა პროცედურები უნდა შესრულდეს ამ სფეროში მოქმედი და დანერგილი ნორმების და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის ქირურგიული-ოპერაციული ჩარევა და სტერილურობის დაცვა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, მაგრამ არანაკლებ თვეში ორჯერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა ხორციელდება მიმწოდებლის საკუთრებაში ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით არსებულ ცხოველთა თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში. შემსყიდველის მიერ მოთხოვნის შესაბამისად (კონკრეტული თვის რიცხვები შეირჩევა შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში) შესაბამისი რეიდების მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეიდების მოწყობა.
2. მომსახურების შესრულებისას ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა იხელძღვანელოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
3. მომსახურების გაწევის (მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ცხოველ(ებ)ის აყვანა/იზოლაცია) ადგილია: თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
4. მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) ცხოველთა თავშესაფარი ან ვეტერინარული კლინიკა. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ხოლო იჯარის, თხოვების ან დაქირავების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება (მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დართვით), რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მომსახურების დასრულების ვადაზე ნაკლები (იჯარის უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში).

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, მომსახურების შესასრულებლად ვალდებულია ფლობდეს, საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა, ლიზინგი) არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ცხოველთა იზოლირების სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებას (სპეციალიზირებულ ავტომობილში ვოლიერები უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებული და უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიური დეზინფექცია).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესასრულებლად, უნდა ჰყავდეს გამოცდილი პერსონალი, მათ შორის 1 (ერთი) ვეტერინარი მაინც, რომელსაც აქვს შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, კვალიფიციური ცხოველთა დამჭერ(ებ)ი. სატენდერო წინადადებასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნეს პრეტედენტის განკარგულებაში მყოფი ვეტერინარ(ებ)ის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცხოველთა დამჭერ(ებ)ის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ცნობა ან/და მიღებული სერტიფიკატ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, „CV“ ფორმის ჩათვლით. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს წინარე შეთანხმება (იხ. მიბმული ფაილი), როგორც თანმხლები დოკუმენტი, ხელმოწერილი ტენდერში მონაწილე პრეტენდეტისა და სპეციალისტ(ებ)ის (ვეტერინარ(ებ)ი; ცხოველთა დამჭერ(ებ)ი) მიერ, რითიც დადასტურდება კომპეტენციის ფარგლებში ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება.
2. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს წინარე შეთანხმება (იხ. მიბმული ფაილი), როგორც თანმხლები დოკუმენტი, ხელმოწერილი ტენდერში მონაწილე პრეტენდეტისა და სპეციალისტ(ებ)ის (ვეტერინარი, ცხოველთა მჭერ(ებ)ი პირის) მიერ, რითიც დადასტურდება, რომ ისინი ამ პროექტის ფარგლებში ნამდვილად განახორციელებენ ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურეობას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში და უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ეტაპობრივად, ყოველ კონკრეტულ ეტაპზე განხორციელებული მომსახურეობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ანგარიშსწორება განახორციელოს ეტაპობრივად განხორციელებული მომსახურეობის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიური გაწეული მომსახურეობის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და გაწეული მომსახურების შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარინე ჭყრუნიშვილი, 595220711, marinechkrunishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru