Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Фармацевтические продукты (Грузия - Тендер #64627882)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 64627882
Дата публикации: 11-06-2025
Сумма контракта: 109 110


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000248
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.06.2025 17:34
Начало приема предложения 16.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.06.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 109`110.66 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 33600000-Фармацевтические продукты
Коды классификатора
  • 33600000 - Фармацевтические продукты
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით 11 სხვადასხვა დასახელების ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 436.00 GEL
Размер гарантии 1`091 GEL
Срока действия гарантии 360 День
  • Загрузка объявления: salome dzodzuashvili :: 11.06.2025 16:26
  • Последнее исправление: nino gamrekeli :: 11.06.2025 17:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=634618&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 11 სხვადასხვა დასახელების ფარმაკო-თერაპიული ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი (CPV 33600000) - შემდგომში, „საქონელი/მედიკამენტ(ებ)ი“.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მედიკამენტ(ებ)ი უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით.
2. მედიკამენტ(ებ)ის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.
3. მედიკამენტ(ებ)ის ვარგისიანობის ვადა მოწოდების თარიღიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 თვეს.
4. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტ(ებ)ის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, საქონლის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.
5. მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ, რაც გულისხმობს ფარმაცევტული პროდუქტის ეფექტიანობისა და ზიანის გამოწვევის რისკის შეფასების შედარებითი ანალიზის შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ეფექტიანობისა და ზიანის გამოწვევის რისკის არარსებობის შესახებ მონაცემების დადასტურებას, შესაბამისი ფარმაკოპეის სტანდარტების დაცვით.
6. მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უნდა იყოს ხარისხიანი – იდენტურობის, რაოდენობრივი შემადგენლობის, სიწმინდის, ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების ფარმაკოპეის სტანდარტთან შესაბამისი.
7. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციას/კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას გაუჩნდება გონივრული ეჭვი შემოთავაზებული/მიწოდებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხთან ან/და შემადგენლობასთან დაკავშირებით, იგი უფლებამოსილია, შეატყობინოს სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და მისი მეშვეობით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეამოწმოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობისთვის დადგენილი წესებისა და შენახვის პირობების დაცვის მდგომარეობა ან/და ნიმუშად აიღოს ფარმაცევტული პროდუქტი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად.
7.1. ლაბორატორიული შემოწმება შესაძლოა ჩატარდეს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა” ან/და სხვა საერთაშორისო ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში.
7.2. ზემოაღნიშნული ლაბორატორიული კვლევისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული ნიმუშის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი მხარე. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ შემოთავაზებული/მიწოდებული ფარმაცევტული პროდუქტი ხარისხთან ან/და დადგენილ შემადგენლობასთან არაა შესაბამისი, ლაბორატორიული კვლევისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული ნიმუშის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი.
8. დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.
9. შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული მედიკამენტ(ებ)ის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და ფარმაცევტული პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
10. წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციები და მათ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი რაოდენობა, ასევე მიწოდების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N2 დანართში.
11. შესასყიდი მედიკამენტ(ებ)ის ჯამური საორიენტაციო რაოდენობა და დეტალური ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში.
12. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული საქონლის რაოდენობა(ები) ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას, ჯამური რაოდენობის, მედიკამენტ(ებ)ის ფასის დადგენისა და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასების მიზნით.
13. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული მედიკამენტ(ებ)ის შესასყიდი რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველ ორგანიზაციებს ან/და სატენდერო კომისიას არ აკისრებს ვალდებულებას, მითითებული საქონლის რაოდენობა შესყიდულ იქნეს სრულად. ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, გამარჯვებულ მიმწოდებლთან შეთანხმების საფუძველზე, მისთვის მისაწოდებელი მედიკამენტების ჩამონათვალიდან, შეიძინოს რომელიმე პროდუქტი მეტი რაოდენობით ან/და დაამატოს მის შესყიდვის ნუსხას რომელიმე მედიკამენტი, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის შესასყიდი საქონლის ნუსხიდან (N1 დანართიდან).
14. კონსოლიდირებული ტენდერის სავარაუდო ჯამური ღირებულების კლება დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემული რომელიმე შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულების ზრდის ხარჯზე (პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში დაფიქსირებული შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემულ იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ საქონლის ზღვრულ ერთეულის ღირებულებას).
15. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის განმავლობაში, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებისა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ რომელიმე ფარმაცევტულ პროდუქტზე დაწესდება საქონლის ზღვრული რეფერენტული ერთეულის ღირებულება და, ამავდროულად, აღნიშნული ზღვრული რეფერენტული ერთეულის ღირებულება ნაკლები იქნება პრეტენდენტის მიერ კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ერთეულის ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციებს საქონელი მიაწოდოს ზღვრული რეფერენტული ერთეულის ღირებულების შესაბამისად.
16. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდი მედიკამენტების მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების საფუძველზე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში მითითებული ინფორმაციისა და შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ხოლო, შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის მიხედვით, საქონლის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად ან ერთიანად, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართის შესაბამისად, რომელიც დეტალურად დაზუსტდება შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. საქონლის მიწოდების ადგილი განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართის შესაბამისად.
2. ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში და ქ. გორში მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, სხვა მისამართებზე მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში. მაღალმთიან რეგიონებში, სეზონურობიდან გამომდინარე, რთული კლიმატური პირობებისას მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3. საქონლის მიწოდების სიხშირე და ადგილი შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში არსებულ ჩამონათვალს, შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მოთხოვნის შესაბამისად, გამარჯვებულ მიმწოდებელთან შეთანხმების საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია (მაგ.: მუნიციპალიტეტი), სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტ(ებ)ის გაცემას ახორციელებს ბენეფიციარ(ებ)ზე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია მედიკამენტ(ებ)ის მიწოდება უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებული სოფლის/რაიონის/ქალაქის ტერიტორიაზე არსებული რომელიმე აფთიაქიდან.
5. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვს მედიკამენტ(ებ)ის მიწოდებას ზემოაღნიშნული პირობის (სატენდერო დოკუმენტაციის 1.5. პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის) შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს ქვეკონტაქტორის საშუალებით (ამასთან, ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.8. პუნქტი).

1.7.1 requirement related to guarantee period

მედიკამენტ(ებ)ის ვარგისიანობის ვადა მიწოდების თარიღიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 თვეს.


(დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციიის 1.2 პუნქტის N1 დანართში).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს მედიკამენტ(ებ)ის სავაჭრო დასახელება, წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მედიკამენტ(ებ)ის სავაჭრო დასახელებას, მწარმოებელ ქვეყანასა და მწარმოებელ კომპანიას, ის დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ფარმაცევტული პროდუქტების ან/და სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან/და სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების არანაკლებ 93,523.00 (ოთხმოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდასამი) ლარის გამოცდილება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ჯამურად, რომლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას.
2. პრეტენდენტმა გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა ან/და ზედნადებ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტების ან/და სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან/და სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების შესახებ ინფორმაცია, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა).
3. სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკმარისია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების: CON, SPA, NAT ან/და CMR ნომრების წარმოდგენა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მედიკამენტების მიწოდება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში მითითებულ მისამართებზე. ამასთან, დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის პირველი პოზიციით შესასყიდ მედიკამენტზე მოითხოვება:

1. ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე.
1.1. სატენდერო კომისიას შერჩევა-შეფასების ეტაპზე უფლება აქვს მოსთხოვოს პრეტენდენტს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან/და მარეგულირებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა (წყაროს მითითებით), ან ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებული ფორმით „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ან საქართველოს ბაზრისთვის.
1.2. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი არ არის „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში მოხსენიებული რომელიმე ქვეყანა, მაგრამ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნას, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის 1.1. ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტ(ებ)ი. ხოლო, საქონლის მოწოდებისას მედიკამენტ(ებ)ს თან უნდა ახლდეს ე.წ. წარმომავლობის სერთიფიკატი.

სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის მე-2 პოზიციიდან მე-11 პოზიციის ჩათვლით შესასყიდ მედიკამენტებზე მოითხოვება:
2. ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებითი ან ეროვნული რეჟიმით.

3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი, აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის პირველი ქვეპუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის პირველი ან/და მეორე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, მაგრამ ამოწურული აქვს რეგისტრაციის მოქმედების ვადა და ამასთანავე, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელს გააჩნია ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში/რეალიზაციაში დაშვების უფლება, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს აღნიშნული საქონლის რეგისტრაციის ნომერი და სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ გამოცემული რეგისტრაციის ორგანიზაციული ბრძანება ან/და სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონელი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექვემდებარება ნებაყოფლობით რეგისტრაციას და აღნიშნულის საფუძველზე, არ გააჩნია რეგისტრაცია, პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი (ე.წ. ანალიზის სერტიფიკატი) და შესაბამისი დანართები (არსებობის შემთხვევაში)“.

(დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციიის 1.2 პუნქტის N1 დანართში).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაცია (ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი) სისტემის მეშვეობით.
2. სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა ან/და სხვა დოკუმენტი (მაგ.: ხელშეკრულება), რომელიც დაადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებას.
3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სატენდერო კომისიას.

2.9 other additional requirements

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

1091

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

2

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

2

6.2.3 guarantee period

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
2. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.2.4 terms and conditions of guarantee

1. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
2. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს, კონსოლიდირებულ ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%–ის ოდენობით.
3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.
4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტა - ლარში.
5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტა - ლარში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონლზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გამრეკელი, 598380780, NGamrekeli@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით.
3. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციები არიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - „სისტემა“) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები. „შემსყიდველი“ ვალდებულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს მიერ მედიკამენტ(ებ)ის შესყიდვის შემთხვევებისა.
4. ის შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც არ არის მოხსენიებული სატენდერო დოკუმენტაციასა და შესაბამის დანართებში, მაგრამ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას გაუჩნდებათ მედიკამენ(ებ)ის შესყიდვის საჭიროება, უფლებამოსილნი არიან წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru