Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #64563272)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Public Defender of Georgia
Номер конкурса: 64563272
Дата публикации: 10-06-2025
Сумма контракта: 209 085


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250000622
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.06.2025 17:49
Начало приема предложения 25.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 30.06.2025 15:30
Предполагаемая цена закупки 209`085.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქ. ქუთაისის რეგიონული ოფისის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`091.00 GEL
Размер гарантии 2`091 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: bidzina mikadze :: 03.06.2025 11:49
  • Последнее исправление: bidzina mikadze :: 09.06.2025 17:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=633644&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქ. ქუთაისის რეგიონული ოფისის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად;
1.2.2 სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯის პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირებულია და პრეტენდეტის მიერ მისი შეცვლა დაუშვებელია.)
1.2.3 სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი);
1.2.4 სავალდებულოა შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმდეს:
ა) ლამინირებული იატაკის, საღებავის, გრანიტის ფილების და მოჭიქული ფილების ფერი;
ბ) გრანიტის ფილების და მოჭიქული ფილების ფაქტურა.
1.2.5 საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე, სამუშოების მიმდინარეობისას სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე სრულადაა პასუხისმგებელი მიმწოდებელი და ცალსახად და ინდივიდუალურად იღებს პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნულის დარღვევის შედეგად დამდგარ შედეგებზე
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) სამუშაოების დასრულების შემდგომ უზრუნველყოს გარემონტებული ფართის სამშენებლო სამუშაოების შემდგომი ერთჯერადი დასუფთავება, მათ შორის: იატაკის და პლინტუსების სველი წესით წმენდა, კედლების, ფანჯრების (როგორც შიგნიდან, ასევე გარედან), ფანჯრის რაფების, სანათების, ჩამრთველ - გამომრთველების, ჭერის, ჩარჩოების და კარების წმენდა, სველი წერტილების სველი წესით წმენდა და ლაქების მოშორება.
ბ) სარდაფში არსებული სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების; ნაწილობრივ დემონტირებული მასალების, გამოუსადეგარი ნივთების შეგროვება, გამოტანა, დატვირთვა ავტო თვითმცლელებზე და გატანა, ასევე ჭერის, იატაკის და კედლების წმენდა და წმენდის შედეგად მიღებული ნაგვის გატანა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების სრულად დასრულება (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის წარმოდგენა) მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში;
1.4.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან 90-ე კალენდარული დღე) დაემთხვევა უქმე დღეს, სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან 90-ე კალენდარული დღე) დაემთხვევა უქმე დღეს და მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის წარმოდგენას) ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში და ვერც მომდევნო სამუშაო დღეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაანგარიშების მიზნებისთვის, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად ჩაითვლება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90-ე კალენდარული დღე და არა მომდევნო სამუშაო დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. ქუთაისში, მის: რუსთაველის ქ. N18, საკადასტრო კოდი: 03.02.26.268.01.500 (საერთო ფართი- 559.23კვ/მ);
1.5.2 სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ მიღება-ჩაბარების აქტისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) შედგენისა და ხელმოწერის შემდეგ;
1.5.3 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით.
1.5.4 მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე (შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაში) წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესახებ (მათ შორის ფარული სამუშაოების ექსპერტიზა). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) შემსყიდველის მიერ განხორციელებული შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.6.3 შემსყიდველის მიერ დაკავებული თანხა (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%- შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში) წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას.
1.6.4 თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 7.2.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ი) დაბრუნებას არ ექვემდებარება (შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში).
1.6.5 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ობიექტზე გამოვლენილი წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოსწორებას მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს მათ აღმოფხვრაზე, შემსყიდველი უზრუნველყოფს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრას შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ით, ხოლო მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შეაფასებს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრის ხარჯს და უზრუნველყოფს წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან თანხის მოთხოვნას მის პროპორციულად. თუ დეფექტების აღმოფხვრისთვის საჭირო თანხა აღემატება საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თანხას, შემსყიდველი დამატებით დააკისრებს მიმწოდებელს ზემოაღნიშნული განსხვავების გადახდას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით);

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური დოკუმენტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სამმაგი ოდენობის (არანაკლებ 627255 ლარი) შენობ(ებ)ის მშენებლობის ან/და შენობ(ებ)ის სარეაბილიტაციო ან/და შენობ(ებ)ის სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2.2.1.2. გამოცდილების შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N3–ის შესაბამისად ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით, ამასთან დანართი N3-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N3 არ იქნება ატვირთული ან დანართ N3-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP/DAP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP/DAP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდენტის მიერ შესრულების დადასტურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი დანართი №2 -ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე (როგორც შუალედური, ასევე საბოლოო) წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოების სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების შესახებ (მათ შორის ფარული სამუშაოების ექსპერტიზა). მიღება-ჩაბარების აქტი (როგორც შუალედური, ასევე საბოლოო) გაფორმდება ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
2.7.1.2 ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1 ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან ისეთი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას);
2.9.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად;
2.9.3 სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 მუხლის შესაბამისად

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენა უნდა განხორციელდეს ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

0 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება ორასი ათას ლარს) სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 პუნქტის შესაბამისად.
6.4.2 გარანტიის გამცემი, გარანტიით უნდა ადასტურებდეს, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტალური დადასტურების გარეშე გადაიხდის გარანტიით გათვალისწინებულ თანხას შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე.
6.4.3 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციებში წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური სახით და სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
6.4.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.5 ამ მუხლით დადგენილ პირობებთან შეუსაბამობაში მყოფი/პირობების დარღვევით წარდგენილი გარანტია არ მიიღება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.2 დაფინანსების წყარო: 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები.
7.2.3 სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
I ეტაპი - მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად (თუმცა არაუმეტეს ორჯერ -შუალედური და საბოლოო), მიღება–ჩაბარების აქტის, მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (ანგარიშსწორების მომენტში დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში), მიმწოდებლის მიერ წარდგენის შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2,5%-ის დაკავებით (შემსყიდველი უფლებამოსილია არ დაუკავოს მიმწოდებელს აღნიშნული 2,5% იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ანგარიშსწორების დროს წარმოადგენს დასაკავებელი თანხის ოდენობის უპირობო/გამოუთხოვად საბანკო გარანტიას, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას);
II ეტაპი - შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შედგება საგარანტიო პერიოდის ინსპექტირების აქტი და რაიმე ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში მოხდება დაკავებული თანხის ანაზღაურება.
7.2.5 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელდება შესასრულებელი სამუშაოების განხორციელების დადასტურება. გაუთვალისწინებლი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის შემთხვევაში (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი გაწევს ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელ სამუშაოებს ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე, მაშინ შემსყიდველი უფლებამოსილია არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯები).
შენიშვნა: თანხმობად ჩაითვლება ორივე მხარის მიერ დამოწმებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტი.
7.2.6 იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ხელშეკრულების ფასის გაზრდა გამოწვეულია სამუშაოთა მოცულობის გაზრდის გამო, გამოყენებული იქნება ხელშეკრულების დანართით (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული ერთეულის ფასები;
ბ) თუ აუცილებელი გახდა ხელშეკრულების დანართით (ხარჯთაღრიცხვა) გაუთვალისწინებელი სამუშაოს დამატების გამო ცვლილების განხორციელება, ასეთ
შემთხვევაში ერთეულის ფასის დაანგარიშება უნდა განხორციელდეს ცვლილების განხორციელების პერიოდისათვის არსებული საბაზრო ფასის მიხედვით (მიმწოდებლის მიერ საბაზრო ფასის დადასტურება უნდა მოხდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით, ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი).
7.2.7 ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაცია (გარდა ელექტრონული დოკუმენტაციისა) მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ფაღავას ქ. N6.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტი) გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბიძინა მიქაძე, 597772123, bmikadze@ombudsman.ge სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru