4.ხაჭო 190 კგ.
-დამზადებული ნატურალური, პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით.
-ხაჭოს მზა ნაწარმში რძის შემადგენელი კომპონენტის მასური წილი
არანაკლებ 75%.
-ცხიმიანობა 4-9%.
-თეთრი, მოყვითალო ფერის, სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს
გარეშე.
-მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე.
-მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისი.
-შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,2-2 კგ ჰერმეტულად დახურული.
-მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის
არანაკლებ 80%.
5. არაჟანი 80 კგ.
-დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან,
-ცხიმიანობა: 12-15%.
-მცენარეული ცხიმების გარეშე, არადამახასიათებელი გემოს გარეშე;
-მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის
არანაკლებ 80%.
-მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე.
-მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისი.
-შეფუთვა: ჰერმეტულად დახურული, 0.2 -1კგ
საქონლის ლაბორატორიული შემოწმება:
1 მიმწოდებელი ვალდებულია წელიწადში ორჯერ შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად (თავისი ხარჯებით) წარმოადგინოს საქონლის ქიმიური და
მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ
გაცემული გამოცდის ოქმი, კერძოდ: ცხოველური ცხიმის განსაზღვრა რძის
პროდუქტებში.
2 ნიმუშის აღება და ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციელდეს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების
შესაბამისად.
3 შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის
აკრედიტაციის მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის
ლაბორეტორიული შემოწმება, იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული
ლაბორატორია შერჩეული იქნება მიმწოდებლის მიერ.
4 ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და
მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ, შემსყიდველის მიერ შერჩეული
საბავშვო ბაღიდან/ბაღებიდან, აღებული ნიმუში შეიფუთება დადგენილი
წესის მიხედვით და გაიგზავნებააკრედიტებულ ლაბორატორიაში.
5 საქონლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი
ინფორმაციით, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის
ოქმით, თუ დადასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონელი არ
შესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, შემსყიდველი
უფლებამოსილია ცალმხრივად, უპირობოს შეწყვიტოს ხელშეკრულება და
მიმწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ღონისძიებები.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური
მახასაითებლები სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად,
დანართი 1-ი ტექნიკური დავალება.
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო
რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის
ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტობრივ
გამოცხადებაზე.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით და
სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3
აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ
რისკებთან მიმართებაში.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით )
განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7
მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის
ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს
ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის
სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15
იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.