Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты (Грузия - Тендер #64294772)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Abasha Municipality
Номер конкурса: 64294772
Дата публикации: 30-05-2025
Сумма контракта: 88 515


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009853
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.05.2025 16:31
Начало приема предложения 06.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 09.06.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 88`515.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 35100000-Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
Коды классификатора
  • 35125000 - Системы наблюдения
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაცია თანმდევი მომსახურეობით... მრავალწლიანი შესყიდვა 2025-2026 წ.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 885 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zviadi bokhua :: 27.05.2025 10:17
  • Последнее исправление: zviadi bokhua :: 29.05.2025 16:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=632862&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაცია თანმდევი მომსახურეობით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია ფასების ცხრილი დანართი №2 წარმოადგინოს Excel-ის სახით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)).
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენისას ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი N2 - ფასების ცხრილი.
შესყიდვის ობიექტების ტექნიკურ აღწერილობაში თუ გამოყენებულია (მითითებულია) კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობა:
1. ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერა - 4 ცალი
2. კავშირის წერტილი და უწყვეტი კვების სისტემა - 2 ცალი
3. ნომრის ამომცნობი პროგრამის ლიცენზია (შს სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არსებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფასთან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზი(ები)ა, რომელიც მოიცავს ყველა ფუნქციას რაც დღეის მდგომარეობით სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არის დანერგილი, მათ შორის ვიდეო სტრიმის ჩაწერის ფუნქციასაც) - 4 ცალი
4. კონსოლიანი დგარის კონსტრუქცია – 4 ცალი


ტექნიკური პირობა
1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი და ვიდეო ნაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ქ. თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.
2. შესყიდვის ობიექტზე 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურეობა (ადგილზე), რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. პრეტენდენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელ. ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 48 საათის განმავლობაში.
3. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის და ვიდეო ნაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა, კერძოდ:
• კამერა ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს. გამართულად მუშაობს მისი გარე გამოყენების კორპუსის საწმენდი სითხის შეშხურებისა და გაწმენდის მექანიზმი და ავზში არის საკმარისი რაოდენობის სპეციალური საწმენდი სითხე. კომპლექტი ფიზიკურად და პროგრამულად გამართულია, ისე რომ ანალიტიკური პროგრამა უზრუნველყოფს 240კმ/სთ სიჩქარით გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრის ამოცნობას და საერთო რაოდენობის სანომრე ნიშნის ამოცნობას არანაკლებ 90%-იანი სიზუსტით.
• მონაცემთა გადაცემის ქსელი უზრუნველყოფს მდგრად კავშირს დატაცენტრამდე, ისე რომ არ ხდება ვიდეო სიგნალის კარგვა/დამახინჯება.
4. გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტრო ქსელზე დაერთების ორგანიზებას, ენერგო დისტრიბუტორ კომპანიასთან (სს ენერგო პრო ჯორჯია) კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას, გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და ასევე ელ. ენერგიის ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია - აბაშის მუნიციპალიტეტის მერია.
5. შესყიდვის ობიექტის ფარგლებში წარმოდგენილ ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია 2 (ორი) წლის განმავლობაში, რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
6. მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეო კამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელ. ძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა.).
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ან დაერთების წერტილის (უწყვეტი კვების წყაროს) განთავსების ადგილას ბოძ(ებ)ის (დგარების) მიწოდება-მონტაჟი.


შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური აღწერილობა
1. ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მინიმალური მოთხოვნები:
• ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, ვიდეოსამეთვალყურეო კამერისა და გარე გამოყენების კორპუსის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (რაც მოიცავს: შემოთავაზებული კომპლექტის ფიზიკურ მონტაჟსა და ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაციას)
• დღისა და ღამის გამოყენების ქსელური ტიპის ვიდეო სამეთვალყურეო კამერა;
• დღე-ღამის რეჟიმი-ავტომატურად მოძრავი ინფრაწითელი ფილტრით;
• სენსორი: ზომა არანაკლებ 1/2.8” ტიპი: CMOS, პროგრესული სკანირება; სენსორის გაფართოვება: არანაკლებ 2 მეგაპიქსელი (1920x1080);
• ვარიფოკალური ინტეგრირებული (კორპუსში ქარხნულად ჩაშენებული) ლინზა, რომელსაც გააჩნია პროგრამულად მართვადი/კორექტირებადი მოტორიზებული ოპტიკური ზუმი და ფოკუსი; ჰორიზონტალური გაშლის კუთხე უნდა მოიცავდეს 14°-დან 31°-მდე დიაპაზონს, დიაფრაგმა არაუმეტეს F 1.6, P-Iris მხარდაჭერით,
• ვიდეო კომპრესიების მხარდაჭერა: H.264, H.265
• გაფართოებული დინამიური დიაპაზონის (WDR) მნიშვნელობა: არანაკლებ 120
• წამში კადრების რაოდენობა სრული გაფართოებისას: არანაკლებ 30 კადრი/წამში.
• კვება: 12 VDC, PoE: IEEE802.3af
• სამუშაო ტემპერატურა: -10°C-დან +50°C-მდე,
• ქსელის პორტი: 100 BASE-TX;
• პორტი ლოკალური/სარეზერვო ვიდეო არქივირებისათვის SD/SDHC/SDXC
• ელექტრონული ჩამკეტის სიჩქარის დიაპაზონი; 1/7 დან 1/8000მდე;
• მინიმუმ 1 ცალი აუდიო შესასვლელი და გამოსასვლელით;
• აუდიო კომპრესიის მხარდაჭერა: G.711;
• დაცული მომხმარებლის სახელი და პაროლით;
• დამატებითი ინტერფეისი: მინიმუმ 1 ცალი RS-485 პორტი;
• განგაშის შესასვლელი და გამოსასვლელი;
• პროტოკოლების მხარდაჭერა: IPv4, HTTP, HTTPS, SNMP v2c/v3, DNS, NTP, RTSP, RTP, UDP, IGMP, ICMP, DHCP, TCP, ONVIF
• მოხმარება მაქსიმუმ 8 ვატი;
• დამოუკიდებელი მინიმუმ 2 ცალი ვიდეო სტრიმის მხარდაჭერით;
• უსაფრთხოების შესაბამისობა: UL 62368-1, CSA 62368-1, IEC/EN 62368-1
• ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესაბამისობა: FCC Part 15 Subpart B Class B
• ელექტრომაგნიტური იმუნიტეტის შესაბამისობა: EN 55024, EN 61000-6-1;
• სამუშაო რეჟიმი 24/7;
• ჰაუსინგი: დაცვის კლასი IP66; ფიზიკური ზემოქმედების მიმართ მდგრადობის კლასი - IK10;
• ინტეგრირებული გაგრილება;
• ჰაუსინგის კვება: 24 VDC;
• ჰაუსინგის ინტეგრირებული ინფრაწითელი განათება, დაშორებულად ცვლადი გაშლის კუთხე 10 დან 40 გრადუსამდე, სიმძლავრე არანაკლებ 48 ვატი, ინფრაწითელი განათების დაცვის კლასი IP66, ინფრაწითელი განათების კვების ტიპი იდენტური უნდა იყოს გარე გამოყენების კორპუსის კვების ტიპთან;
• ქარხნული სამაგრი ფეხი, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური მრგვალი ან ბრტყელი ზედაპირისთვის (საჭიროების მიხედვით).
• ინფრაწითელი განათების დისტანცია: არანაკლებ 200 მეტრი.
• ჰაუსინგის კორპუსი აღჭურვილი უნდა იყოს ინტეგრირებული მინის საწმენდი მექანიზმით, რომელიც გაწმინდავს როგორც კამერის, ასევე ინფრაწითელი განათების სარკმელ(ებ)ს.
• ჰაუსინგის კორპუსის მასალა - უჟანგავი;
• საწმენდი სითხის რეზერვუარის მოცულობა არანაკლებ 10 ლიტრი;
• ყველა შესაბამისი აქსესუარებით და სახარჯი მასალით.
• სამუშაო ტემპერატურა -20°C-დან +50°C-მდე. უნდა უზრუნველყოს მასში დამონტაჟებული კამერისთვის მისთვის აუცილებელი სამუშაო ტემპერატურა.
• სისტემა უნდა იყოს ერთიანი კომპლექტი, რომლიც იკვებება ერთი კაბელით და აქტიურდება დაშორებულად ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფიდან, რაც გულისხმობს საწმენდი სითხის შესხურებასა და საწმენდი მექანიზმის გააქტიურებას დაშორებულად (მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრული ინტეგრაცია).


2. გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემა
• პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო კამერების უწყვეტი კვების (UPS) სისტემა.
• გარე გამოყენების სამონტაჟო კარადზომები: (სიგანე x სიმაღლე x სიღრმე): მართკუთხა ფორმის, 420 x 700 x 345მმ (± 10მმ).
• თერმული იზოლაციისთვის ყუთს უნდა გააჩნდეს ორმაგი კედელი (მეტალის) და ქარხნულად შევსებული სპეციალური თერმოსაიზოლაციო მასალით. მაღალი ანტი კოროზიული მდგრადობით დაფარული საღებავით. კოროზიისგან დაცული საკეტით. ყველა ზომის ბოძზე (კონსტრუქციაზე) მისამაგრებელი სპეციალიზებული კონსტრუქციის საკიდით; უნდა იყოს აღჭურვილი ვენტილირებადი სისტემით. ვენტილირებადი ღიობი დაცული უნდა იყოს ფილტრით, რათა არ მოხდეს სამონტაჟო კარადა წყლის და მტვრის შეღწევა.
• გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის (UPS)-ის მაკომპლექტებლები:
• ე.წ. „ტამპერი“, მშრალი კონტაქტი, რომლიც დაერთებული უნდა იყოს კონტროლერზე;
• ე.წ ‘’Din Rail’’;
• 16ამპ. ცენტრალური ამომრთველი;
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემა;
• ქსელური მონიტორინგის მოდული
• ქსელური სვიჩი (კომუტატორი): მინ. 4 x 10/100 Base-T (PoE, IEEE 802.1af/at;) თითოეულ პორტზე არანაკლებ 30 ვატი PoE; Uplink პორტი; მინ. 2 x 100 Base-T; შემავალი კვება: DC 24V; din rail-ზე სამაგრით.
• კაბელების შემსვლელი მუფტებით (დაცვის კლასი IP65)
• თერმო სენსორი - რომელიც უზრუნველყოფს ვენტილირების სისტემის ჩართვა-გამორთვას ტემპერატურული რეჟიმის რეგულირების მიხედვით.
• აკუმულატორი: 2 ცალი, 12V. 40Ah. დახურულ ჟელეიანი ტიპის;
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემის მაკომპლექტებლები:
• კვების ბლოკი - შემავალი ძაბვა 180-240 ვოლტი, 300 ვატი.
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემა, დაერთებული უნდა იყოს აკუმულატორები, უწყვეტი კვების სისტემამ უნდა უზრუნველყოს გამომავალი ძაბვის რეგულირება, ასევე შემავალი ძაბვის გათიშვის შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე, გამომავალი ძაბვის აკუმულატორებით უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს შემავალი ძაბვით აკუმულატორების დამუხტვა და კონტროლი. შემავალი ძაბვის გათიშვის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს აკუმულატორების განმუხტვის კონტროლი და თუ სისტემაში შემავალი თითო აკუმულატორის ძაბვა დაეცემა 10 ვოლტამდე, გათიშოს გამომავალი კვება, რათა მოხდეს აკუმულატორების დაცვა სრული განმუხტვისგან.
• გამომავალი სიმძლავრის რეზერვირებული ძაბვის გამოსასვლელები: 2 ცალი 24 VDC, თითო მინიმუმ 9 ამპერის სიმძლავრის; თითო გამოსასვლელი მინიმუმ 15 ამპერის სიმძლავრის მცველით.
• ქსელური მონიტორინგის მოდული:
• 2 ცალი მშრალი კონტაქტის შესასვლელი, რომელზეც დაერთებული იქნება ე.წ. „ტამპერი“ და 220VAC ძაბვის კონტროლერი;
ქსელური პორტი RJ45, რომელიც SNMP პროტოკოლით საშუალებით რეალურ დროში გააგზავნის შეტყობინებას, შემავალი 220VAC კვების შესახებ (გაითიშა/ჩაირთო კვება), კარების გაღება/დახურვის შესახებ ინფორმაცია.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება-მონტაჟი-ინსტალაციის ვადა: საქონლის მიწოდება-მონტაჟი-ინსტალაცია სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, ტექნიკური მომსახურება - ინსტალაციაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება გასწიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებისა და წესების დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.
საქონლის მიწოდება-მონტაჟი-ინსტალაციის ადგილი: აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. პროექტში გამოყენებულ ტექნიკაზე უნდა გავრცელდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გარანტია (აკუმულატორებზე არანაკლებ 1 წელი), რომლის ვადის ათვლა დაიწყება ტექნიკის ინსტალაციაზე მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმების დღიდან.
2. ვიდეო-კამერის სრული კომპლექტაციის 2 (ორი) წლიან საგარანტიო პერიოდში დაზიანებული ტექნიკის, მიმწოდებლის მიერ, შეცვლა უნდა მოხდეს არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეში, თუ აღნიშნული მოდელის კამერის წარმოება შეჩერებულია მწარმოებელი კომპანიის მიერ, შეცვლილი კამერის ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს სატენდერო განცხადებაში მითითებული მახასიათებლების იდენტური ან გაუმჯობესებული.
3. ზემოაღნიშნული საქონელი უნდა იყოს ახალი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა მის მიერ წარმოდგენილ „დანართი N2 - ფასების ცხრილი“-ს პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პოზიციაზე უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის წყაროს (მწარმოებელი ქვეყანა), მწარმოებელისა და მარკა/მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
შენიშვნა: 1) პრეტენდენტის მიერ, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელისა და მარკის ან/და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; 2) შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მარკა ან/და მოდელის არ არსებობის შემთხვევაში ფასების ცხრილის (იხ. 1.3 პუნქტი; დანართი №2) შესაბამის სვეტში, შესაბამის პოზიციაზე, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ინფორმაცია, რომ მისაწოდებელ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მარკა ან/და მოდელი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, უნდა გააჩნდეს მსგავსი ქსელური ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების, ხოლო არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების გამოცდილება ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მოვლა-პატრონობის სფეროში, რაზედაც პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა და წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ვიდეო კამერ(ებ)ის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF).

2.9 other additional requirements

ტექნიკური მოთხოვნები
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ მოთხოვნებზე
• სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს „მიმწოდებლის“ მიერ მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების დამადასტურებელი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად შემდეგი სახის განაწილებით: ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაციის თანხა ანაზღაურდება სრულად 2025 წელს, ხოლო ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება შეძენა-მონტაჟი-ინსტალაციაზე მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ყოველთვიურად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზვიადი ბოხუა, 577604711, abasha_sheskidvebi@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (გარდა Excel-ის ფორმატის ფასების ცხრილისა) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
8. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი დანართი N2 Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru