შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია ფასების ცხრილი დანართი №2
წარმოადგინოს Excel-ის სახით (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის
მიერ Excel-ის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და
ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)).
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენისას ერთიანი
ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს განფასებული
დანართი N2 - ფასების ცხრილი.
შესყიდვის ობიექტების ტექნიკურ აღწერილობაში თუ გამოყენებულია
(მითითებულია) კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი,
წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან
„ეკვივალენტური“.
მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობა:
1. ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერა - 4 ცალი
2. კავშირის წერტილი და უწყვეტი კვების სისტემა - 2 ცალი
3. ნომრის ამომცნობი პროგრამის ლიცენზია (შს სამინისტროს სსიპ
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არსებული
სახელმწიფო სანომრე ნიშნების ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფასთან
თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზი(ები)ა, რომელიც მოიცავს
ყველა ფუნქციას რაც დღეის მდგომარეობით სსიპ საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არის დანერგილი, მათ შორის
ვიდეო სტრიმის ჩაწერის ფუნქციასაც) - 4 ცალი
4. კონსოლიანი დგარის კონსტრუქცია – 4 ცალი
ტექნიკური პირობა
1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი და ვიდეო ნაკადის (სტრიმის)
უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ქ. თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა
დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12
(თორმეტი) თვის განმავლობაში.
2. შესყიდვის ობიექტზე 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს
ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურეობა (ადგილზე), რომელიც აითვლება
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. პრეტენდენტმა რეაგირება უნდა
მოახდინოს ელ. ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 48 საათის
განმავლობაში.
3. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული
კომპლექტის და ვიდეო ნაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა, კერძოდ:
• კამერა ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს.
გამართულად მუშაობს მისი გარე გამოყენების კორპუსის საწმენდი სითხის
შეშხურებისა და გაწმენდის მექანიზმი და ავზში არის საკმარისი
რაოდენობის სპეციალური საწმენდი სითხე. კომპლექტი ფიზიკურად და
პროგრამულად გამართულია, ისე რომ ანალიტიკური პროგრამა უზრუნველყოფს
240კმ/სთ სიჩქარით გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნომრის
ამოცნობას და საერთო რაოდენობის სანომრე ნიშნის ამოცნობას არანაკლებ
90%-იანი სიზუსტით.
• მონაცემთა გადაცემის ქსელი უზრუნველყოფს მდგრად კავშირს
დატაცენტრამდე, ისე რომ არ ხდება ვიდეო სიგნალის კარგვა/დამახინჯება.
4. გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტრო ქსელზე დაერთების
ორგანიზებას, ენერგო დისტრიბუტორ კომპანიასთან (სს ენერგო პრო ჯორჯია)
კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას,
გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და ასევე ელ. ენერგიის
ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს უზრუნველყოფს შემსყიდველი
ორგანიზაცია - აბაშის მუნიციპალიტეტის მერია.
5. შესყიდვის ობიექტის ფარგლებში წარმოდგენილ ტექნიკაზე უნდა
ვრცელდებოდეს გარანტია 2 (ორი) წლის განმავლობაში, რომელიც აითვლება
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
6. მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეო
კამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით
გამოწვეული დაზიანება (ელ. ძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა
და სხვა.).
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ან
დაერთების წერტილის (უწყვეტი კვების წყაროს) განთავსების ადგილას
ბოძ(ებ)ის (დგარების) მიწოდება-მონტაჟი.
შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური აღწერილობა
1. ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მინიმალური მოთხოვნები:
• ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ
ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი,
ვიდეოსამეთვალყურეო კამერისა და გარე გამოყენების კორპუსის მიწოდება
თანმდევი მომსახურებით (რაც მოიცავს: შემოთავაზებული კომპლექტის
ფიზიკურ მონტაჟსა და ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის
კონფიგურაციას)
• დღისა და ღამის გამოყენების ქსელური ტიპის ვიდეო სამეთვალყურეო
კამერა;
• დღე-ღამის რეჟიმი-ავტომატურად მოძრავი ინფრაწითელი ფილტრით;
• სენსორი: ზომა არანაკლებ 1/2.8” ტიპი: CMOS, პროგრესული სკანირება; სენსორის
გაფართოვება: არანაკლებ 2 მეგაპიქსელი (1920x1080);
• ვარიფოკალური ინტეგრირებული (კორპუსში ქარხნულად ჩაშენებული) ლინზა,
რომელსაც გააჩნია პროგრამულად მართვადი/კორექტირებადი მოტორიზებული
ოპტიკური ზუმი და ფოკუსი; ჰორიზონტალური გაშლის კუთხე უნდა მოიცავდეს
14°-დან 31°-მდე დიაპაზონს, დიაფრაგმა არაუმეტეს F 1.6, P-Iris მხარდაჭერით,
• ვიდეო კომპრესიების მხარდაჭერა: H.264, H.265
• გაფართოებული დინამიური დიაპაზონის (WDR) მნიშვნელობა: არანაკლებ 120
• წამში კადრების რაოდენობა სრული გაფართოებისას: არანაკლებ 30
კადრი/წამში.
• კვება: 12 VDC, PoE: IEEE802.3af
• სამუშაო ტემპერატურა: -10°C-დან +50°C-მდე,
• ქსელის პორტი: 100 BASE-TX;
• პორტი ლოკალური/სარეზერვო ვიდეო არქივირებისათვის SD/SDHC/SDXC
• ელექტრონული ჩამკეტის სიჩქარის დიაპაზონი; 1/7 დან 1/8000მდე;
• მინიმუმ 1 ცალი აუდიო შესასვლელი და გამოსასვლელით;
• აუდიო კომპრესიის მხარდაჭერა: G.711;
• დაცული მომხმარებლის სახელი და პაროლით;
• დამატებითი ინტერფეისი: მინიმუმ 1 ცალი RS-485 პორტი;
• განგაშის შესასვლელი და გამოსასვლელი;
• პროტოკოლების მხარდაჭერა: IPv4, HTTP, HTTPS, SNMP v2c/v3, DNS, NTP, RTSP, RTP, UDP, IGMP, ICMP, DHCP, TCP, ONVIF
• მოხმარება მაქსიმუმ 8 ვატი;
• დამოუკიდებელი მინიმუმ 2 ცალი ვიდეო სტრიმის მხარდაჭერით;
• უსაფრთხოების შესაბამისობა: UL 62368-1, CSA 62368-1, IEC/EN 62368-1
• ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესაბამისობა: FCC Part 15 Subpart B Class B
• ელექტრომაგნიტური იმუნიტეტის შესაბამისობა: EN 55024, EN 61000-6-1;
• სამუშაო რეჟიმი 24/7;
• ჰაუსინგი: დაცვის კლასი IP66; ფიზიკური ზემოქმედების მიმართ მდგრადობის
კლასი - IK10;
• ინტეგრირებული გაგრილება;
• ჰაუსინგის კვება: 24 VDC;
• ჰაუსინგის ინტეგრირებული ინფრაწითელი განათება, დაშორებულად ცვლადი
გაშლის კუთხე 10 დან 40 გრადუსამდე, სიმძლავრე არანაკლებ 48 ვატი,
ინფრაწითელი განათების დაცვის კლასი IP66, ინფრაწითელი განათების კვების
ტიპი იდენტური უნდა იყოს გარე გამოყენების კორპუსის კვების ტიპთან;
• ქარხნული სამაგრი ფეხი, როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური
მრგვალი ან ბრტყელი ზედაპირისთვის (საჭიროების მიხედვით).
• ინფრაწითელი განათების დისტანცია: არანაკლებ 200 მეტრი.
• ჰაუსინგის კორპუსი აღჭურვილი უნდა იყოს ინტეგრირებული მინის
საწმენდი მექანიზმით, რომელიც გაწმინდავს როგორც კამერის, ასევე
ინფრაწითელი განათების სარკმელ(ებ)ს.
• ჰაუსინგის კორპუსის მასალა - უჟანგავი;
• საწმენდი სითხის რეზერვუარის მოცულობა არანაკლებ 10 ლიტრი;
• ყველა შესაბამისი აქსესუარებით და სახარჯი მასალით.
• სამუშაო ტემპერატურა -20°C-დან +50°C-მდე. უნდა უზრუნველყოს მასში
დამონტაჟებული კამერისთვის მისთვის აუცილებელი სამუშაო
ტემპერატურა.
• სისტემა უნდა იყოს ერთიანი კომპლექტი, რომლიც იკვებება ერთი კაბელით
და აქტიურდება დაშორებულად ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფიდან,
რაც გულისხმობს საწმენდი სითხის შესხურებასა და საწმენდი მექანიზმის
გააქტიურებას დაშორებულად (მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არსებულ
პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრული ინტეგრაცია).
2. გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემა
• პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო კამერების უწყვეტი კვების (UPS)
სისტემა.
• გარე გამოყენების სამონტაჟო კარადზომები: (სიგანე x სიმაღლე x სიღრმე):
მართკუთხა ფორმის, 420 x 700 x 345მმ (± 10მმ).
• თერმული იზოლაციისთვის ყუთს უნდა გააჩნდეს ორმაგი კედელი (მეტალის) და
ქარხნულად შევსებული სპეციალური თერმოსაიზოლაციო მასალით. მაღალი
ანტი კოროზიული მდგრადობით დაფარული საღებავით. კოროზიისგან დაცული
საკეტით. ყველა ზომის ბოძზე (კონსტრუქციაზე) მისამაგრებელი
სპეციალიზებული კონსტრუქციის საკიდით; უნდა იყოს აღჭურვილი
ვენტილირებადი სისტემით. ვენტილირებადი ღიობი დაცული უნდა იყოს
ფილტრით, რათა არ მოხდეს სამონტაჟო კარადა წყლის და მტვრის შეღწევა.
• გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის (UPS)-ის მაკომპლექტებლები:
• ე.წ. „ტამპერი“, მშრალი კონტაქტი, რომლიც დაერთებული უნდა იყოს
კონტროლერზე;
• ე.წ ‘’Din Rail’’;
• 16ამპ. ცენტრალური ამომრთველი;
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემა;
• ქსელური მონიტორინგის მოდული
• ქსელური სვიჩი (კომუტატორი): მინ. 4 x 10/100 Base-T (PoE, IEEE 802.1af/at;) თითოეულ პორტზე
არანაკლებ 30 ვატი PoE; Uplink პორტი; მინ. 2 x 100 Base-T; შემავალი კვება: DC 24V; din rail-ზე
სამაგრით.
• კაბელების შემსვლელი მუფტებით (დაცვის კლასი IP65)
• თერმო სენსორი - რომელიც უზრუნველყოფს ვენტილირების სისტემის
ჩართვა-გამორთვას ტემპერატურული რეჟიმის რეგულირების მიხედვით.
• აკუმულატორი: 2 ცალი, 12V. 40Ah. დახურულ ჟელეიანი ტიპის;
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემის მაკომპლექტებლები:
• კვების ბლოკი - შემავალი ძაბვა 180-240 ვოლტი, 300 ვატი.
• 24V DC (UPS) უწყვეტი კვების სისტემა, დაერთებული უნდა იყოს აკუმულატორები,
უწყვეტი კვების სისტემამ უნდა უზრუნველყოს გამომავალი ძაბვის
რეგულირება, ასევე შემავალი ძაბვის გათიშვის შემთხვევაში, დაყოვნების
გარეშე, გამომავალი ძაბვის აკუმულატორებით უზრუნველყოფა. საჭიროების
შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს შემავალი ძაბვით აკუმულატორების
დამუხტვა და კონტროლი. შემავალი ძაბვის გათიშვის შემთხვევაში უნდა
უზრუნველყოს აკუმულატორების განმუხტვის კონტროლი და თუ სისტემაში
შემავალი თითო აკუმულატორის ძაბვა დაეცემა 10 ვოლტამდე, გათიშოს
გამომავალი კვება, რათა მოხდეს აკუმულატორების დაცვა სრული
განმუხტვისგან.
• გამომავალი სიმძლავრის რეზერვირებული ძაბვის გამოსასვლელები: 2 ცალი
24 VDC, თითო მინიმუმ 9 ამპერის სიმძლავრის; თითო გამოსასვლელი მინიმუმ 15
ამპერის სიმძლავრის მცველით.
• ქსელური მონიტორინგის მოდული:
• 2 ცალი მშრალი კონტაქტის შესასვლელი, რომელზეც დაერთებული იქნება ე.წ.
„ტამპერი“ და 220VAC ძაბვის კონტროლერი;
ქსელური პორტი RJ45, რომელიც SNMP პროტოკოლით საშუალებით რეალურ დროში
გააგზავნის შეტყობინებას, შემავალი 220VAC კვების შესახებ (გაითიშა/ჩაირთო
კვება), კარების გაღება/დახურვის შესახებ ინფორმაცია.