Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #64294760)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Museum of Georgia
Номер конкурса: 64294760
Дата публикации: 30-05-2025
Сумма контракта: 454 915


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009864
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.05.2025 17:19
Начало приема предложения 14.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.06.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 454`915.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 1`820.00 GEL
Размер гарантии 4`549 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: miro kachibaia :: 29.04.2025 10:49
  • Последнее исправление: miro kachibaia :: 29.05.2025 17:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=629873&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მარგიანების სვანური სახლის რეაბილიტაციის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, იხილეთ თანდართული ფაილი.

1. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს excel ფორმატში, დანართი N2–ის მიხედვით.
1.1 ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა არ დაექვემდებარება დაზუსტებას;
1.2 ხარჯთათაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების 1% -ზე მეტი განუფასებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული თვე. მოცემული ვადა არ მოიცავს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის პერიოდს, რისთვისაც მომწოდებელს, სამუშაოების დასრულების შემდეგ დამატებით განესაზღვრება 20 კალენდარული დღე (არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. მესტია, ლანჩვალის N9, მარგიანების სვანური სახლი.

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 3 (სამი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი, ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 1 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, სარეაბილიტაციო ან/და სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ გამოცდილება არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა, ამასთანავე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მინიმუმ 500 000.00 (ხუთასი ათასი) ლარი (გადასახადების ჩათვლით).
პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური შინაარსის სამუშაოებზე განხორციელებული არანაკლებ 1 (ერთი) დასრულებული სამუშაო. ანალოგიურში იგულისხმება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებისათვის დამახასიათებელი ნაგებობების (სვანური კოშკი, მაჩუბი ციხე-სახლი და სხვა) რეაბილიტაცია.

2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და საგადახდო დავალება).

3. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT/GEO ნომერი.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

1. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) თვეების მიხედვით შემსყიდველთან შესათანხმებლად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად აწარმოოს სამუშაოები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი ნებისმიერი მიმწოდებელი(როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი) არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მოწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში გაითვალისწინოს გაუთვალისწინებელი ხარჯი არაუმეტეს 5%-ის ოდენობით. სატენდერო წინადადების განფასება წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით).
- მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების მთელ პერიოდზე მოხმარებული წყლის და ელექტრო ენერგიის საფასურის ანაზღაურება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით.
- მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულების შემდეგ თითოეულ ეტაპზე, საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს სამუშაო არეალის დასუფთავება და დალაგება;
- მიმწოდებელმა სარემონტო სამუშაოების პერიოდში არ უნდა მოახდინოს სარემონტო პერიმეტრის გარეთ ტერიტორიების სამუშაოებით გამოწვეული დაბინძურება;
- სამუშაოების ჩატარებისას მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით და შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და ნორმები. მიმწოდებელს მიერ სამუშაოების დარღვევით წარმოება გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
- დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.
- შესყიდვის ობიექტის ჩაითვლება მიღებულად და გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის შესრულებული სამუშაოს შესახებ , სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის (რომლითაც დგინდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა წინამდებარე ხელშეკრულებასთან და სატენდერო პირობებთან) და ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დაასაბუთოს ქვემოთ მოცემული წესით.
• პრეტენდენტმა პირველ რიგში ყველა შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დეტალური გაანგარიშება (ხარჯთაღრიცხვა), თუ რა დანახარჯები ესაჭიროება მას მოწოდებისათვის და შესაბამისად, საიდან გამომდინარეობს შემოთავაზებული ფასი.
• გაანგარიშებაში მითითებული დანახარჯების მოსალოდნელი ოდენობის რეალურობის დასასაბუთებლად კი შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის დოკუმენტები:
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ცალსახად იქნება მითითებული, რომ პრეტენდენტის გაანგარიშებაში მოცემული ფასები არსებული საბაზრო პირობებით რეალურია და ამ ფასებად შესაძლებელია გაანგარიშებაში მითითებული მასალის, მანქანა-მექანიზმისა თუ შრომითი რესურსის შეძენა.
• საალბათო, პირობითი ანდა დაშვებებზე დაფუძნებული დასკვნა არ მიიღება.
• დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
• პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფასების კლება არ უნდა მოხდეს მისაწოდებელი სამუშაოსა თუ მასალების ხარისხის არსებითი გაუარესების ანდა სამუშაოს შესრულების ტემპის არსებითი შემცირების ხარჯზე. დაუშვებელია შესრულების ეტაპზე მომწოდებლის მიერ ხარისხის ან სამუშაოს ტემპის გაუარესება და დაბალი ფასების მოტივით ანუ პროექტის მცირე ბიუჯეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მომიზეზებით და მათ შორის იმაზე მითითებით, რომ შემსყიდველი ტენდერის დროს დაეთანხმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

6.6.5 terms and conditions of guarantee

1. საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა.
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
4. შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში (შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლის ბრალეული ქმედებების გამო) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას.
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (ავანსის) გადახდის თაობაზე. წინასწარ გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ავანსის სახით ჩასარიცხი თანხის მიზნობრიობის დასაბუთება (მაგ. ავანსის სახით ჩასარიცხი თანხით შესასყიდი საქონლის შესყიდვის ხელშეკრულება, ინვოისი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თუ რა მიზნით განხორციელდება ჩარიცხული ავანსის გამოყენება).
3. ავანსის გადახდის საკითხს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, გადაწყვეტს შემსყიდველი.
4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15% ) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
6. ავანსის გადახდა განხორციელდება ზემოაღნიშნული საავანსო საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. საავანსო საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საავანსო საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საავანსო საბანკო გარანტიით განსაზღვრული შესაბამისი თანხა.
8. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში ე.წ. „თეთრ სიაში“, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო საბანკო გარანტია გასაცემი ავანსის ნახევრის ოდენობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვა.
9. საავანსო ანგარიშსწორების ფორმით გადაცემული თანხის გაქვითვა განხორციელდება ეტაპობრივად წარმოდგენილი ფაქტობრივი შესრულებიდან, გაცემული ავანსისა და სახელშეკრულებო ღირებულების შეფარდებითი პროცენტული პროპორციის შესაბამისად.
10. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე ან/და მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებას და მხარეები ვერ თანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დააბრუნოს წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან დაუქვითავი ნაწილი (იგივე ვალდებულება ვრცელდება „თეთრ სიაში“ რეგისტრირებულ მიმწოდებელზე, როგორც არაუზრუნველყოფილ, ასევე, უზრუნველყოფილ საავანსო თანხაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საავანსო საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას შესაბამისი თანხის დაბრუნების თაობაზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის (ფორმა N2), ინსპექტირების განმახორციელებლი პირის დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
- ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს სამუშაოების დასრულების შემდომ 20 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მირო ქაჩიბაია, 593587149, miro.kachibaia@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel)ფაილის სახით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru