Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #64294749)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Audit Service
Номер конкурса: 64294749
Дата публикации: 30-05-2025
Сумма контракта: 21 312


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009873
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.05.2025 17:40
Начало приема предложения 06.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 09.06.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 21`312.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45212290 - Ремонт и техническое обслуживание спортивных комплексов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო პირობებში
Шаг снижения цены 426.00 GEL
Размер гарантии 213 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nana kalamashvili :: 22.05.2025 16:22
  • Последнее исправление: nana kalamashvili :: 29.05.2025 17:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=632669&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ადმინისტრაციული შენობის (მის: თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96) ტერიტორიაზე არსებული სტადიონის სარემონტო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. შესყიდვის საგანი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ადმინისტრაციული შენობის (მისამართი: თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №96) ტერიტორიაზე არსებული სტადიონის სარემონტო სამუშაოები

2. ჩასატარებელი სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი:
არსებული ხელოვნური ბალახის სადემონტაჟო სამუშაოები;
ხელოვნური ბალახის დაგება ყველა მაკომპლექტებელი მასალის გამოყენებით;
არსებული რკინის კონსტრუქციების (მილკვადრატების) სამღებრო სამუშაოები;
სტადიონზე არსებული 2 ერთეულ კარზე და კალათბურთის ფარებზე ბადეების შეცვლა.

3. სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულდეს წინამდებარე ტექნიკური დავალების და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად;


4. უსაფრთხოების ზომები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა

4.1. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს სამშენებლო სფეროში ვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით;
4.2 სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, თანამედროვე უსაფრთხო ტექნიკური საშუალებების/აქსესუარების გამოყენებით, აღჭურვილობის, სანდო და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით, ამასთანავე, მომსახურების გაწევისას დაცული უნდა იყოს საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ - მოთხოვნები;
4.3. მიმწოდებელმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში უნდა უზრუნველყოს ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება;
4.4. მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცული
უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, შესაბამისი მაღალი სტანდარტების დაცვით;
4.5. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით;
4.6. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას, დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
4.7. აკრძალულია შემსყიდველი ორგანიზაციის ტერიტორიაზე გამოცხადება ნასვამ (ალკოჰოლური
ზემოქმედების) მდგომარეობაში, ფსიქოტროპული ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
4.8. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნიდან ერთ-ერთის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მივლინებული მუშაკი არ დაიშვება ობიექტზე, ხოლო პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

5. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა დაიცვას/შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები

5.1. შემსყიდველის სამუშაო პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით სამუშაოების მიმდინარეობისას მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს დროებით მოწყობილი სავალი გზების პოლიეთილენის ან სხვა შესაბამისი მასალებით დაფარვა (გატიხვრა) და ა.შ.
5.2 მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა გადაამოწმოს ადგილზე არსებული მდგომარეობა და ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში, აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას;
5.3. აუცილებლობის/საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის გადაადგილება ან/და შეფუთვა, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ საწყისი მდებარეობის ადგილზე დაბრუნება.
5.4. მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობით მათი დაზიანების შემთხვევაში;
5.5. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5.6. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
5.7. მომსახურების წარმოებისას აკრძალულია ძირითადი და საევაკუაციო გზების სხვადასხვა მასალით,
ნაკეთობებით, მოწყობილობებით, ნარჩენებით და სხვა საგნებით ჩახერგვა (არსებობის შემთხვევაში). ნარჩენების (არსებობის შემთხვევაში) გატანა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და არ დაგროვდეს ობიექტზე;
5.8. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროს (შესვენება სადილზე, მუშაობის პირობებით
გამოწვეული შესვენება და სხვ.) ტექნიკური პერსონალი გამოყვანილ უნდა იქნეს სამუშაო ადგილიდან.
5.9. სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა გაიყვანოს ტექნიკური პერსონალი მომსახურების გაწევის ადგილიდან, ტერიტორია მოაწესირგოს და აცნობოს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელს;
5.10. სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია გაათავისუფლოს მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისაგან.
5.11.სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა, ფერები და სხვა მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე ტექნიკური დავალების და ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) მოთხოვნებს, აგრეთვე უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი. ასევე აღნიშნული მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა, ფერები და სხვა მახასიათებლები თანხმდება შემსყიდველთან, როგორც წერილობით, ისე მის გარეშე;
5.12. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად არ შეესაბამება ტექნიკური დავალებისა და ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს წუნდებული მასალა, მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.

6. სხვა მოთხოვნები

6.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება;
6.2. ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მათ შორის, გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით;
6.3 ობიექტზე დაშვებისათვის მომწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დაწყებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით მიაწოდოს იმ პირთა სია ვინც სამუშაოები უნდა შეასრულოს;
6.4. ობიექტზე დაშვებისას ყველა მივლინებულმა პირმა/მუშაკმა სავალდებულოდ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა/პასპორტი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 30 კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ადმინისტრაციული შენობა (მისამართი: თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №96)

1.6 guarantee period for the works to be performed

საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 წელს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს ტენდერის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის მანძილზე შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 (ხუთი) ანალოგიური სამუშაო (სტადიონის ხელოვნური ბალახით მოწყობა), რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულებების, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ის ან დამკვეთის მიერ დამოწმებული სამუშაოების საბოლოო მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ასლები, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებების მითითებით; ან,
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი.
იმ შემთხვევაში თუ ,,ა“ პუნქტის თანახმად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია "ბ" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის).

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;

5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;

7. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

8. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შერჩევა-შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამის დღგ-ს ოდენობას, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უპირობოდ შესრულების შესაძლებლობას და შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ შესაბამისად;

წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.

საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის, სასაქონლო ზედნადებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე (კანონით დადგენილ შემთხვევაში).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნანა ყალამაშვილი, 555115959, nkalamashvili@sao.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1-ის შესაბამისად, Excel-ის ცხრილის სახით).
2. ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მითითებული იყოს ხარჯთაღრიცხვაში ან ცალკე ინფორმაციის სახით იყოს წარმოდგენილი).
3. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ: პრეტენდენტს ტენდერის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის მანძილზე შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 (ხუთი) ანალოგიური სამუშაო (სტადიონის ხელოვნური ბალახით მოწყობა), რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულებების, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ის ან დამკვეთის მიერ დამოწმებული სამუშაოების საბოლოო მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ასლები, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებების მითითებით; ან,
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი.
იმ შემთხვევაში თუ ,,ა“ პუნქტის თანახმად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია "ბ" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru