ტექნიკური დავალება
1. შესყიდვის საგანი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის
ადმინისტრაციული შენობის (მისამართი: თბილისი, წმინდა ქეთევან
დედოფლის გამზირი №96) ტერიტორიაზე არსებული სტადიონის სარემონტო
სამუშაოები
2. ჩასატარებელი სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი:
არსებული ხელოვნური ბალახის სადემონტაჟო სამუშაოები;
ხელოვნური ბალახის დაგება ყველა მაკომპლექტებელი მასალის
გამოყენებით;
არსებული რკინის კონსტრუქციების (მილკვადრატების) სამღებრო
სამუშაოები;
სტადიონზე არსებული 2 ერთეულ კარზე და კალათბურთის ფარებზე ბადეების
შეცვლა.
3. სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულდეს წინამდებარე
ტექნიკური დავალების და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად;
4. უსაფრთხოების ზომები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების
დაცვა
4.1. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს სამშენებლო სფეროში
ვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და ხარისხის სტანდარტების
გათვალისწინებით;
4.2 სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულება
უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, თანამედროვე
უსაფრთხო ტექნიკური საშუალებების/აქსესუარების გამოყენებით,
აღჭურვილობის, სანდო და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით,
ამასთანავე, მომსახურების გაწევისას დაცული უნდა იყოს საქართველოს
ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ - მოთხოვნები;
4.3. მიმწოდებელმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში უნდა
უზრუნველყოს ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამცავი
გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება;
4.4. მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილზე და მის მიმდებარე
ტერიტორიაზე დაცული
უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, შესაბამისი მაღალი სტანდარტების
დაცვით;
4.5. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით;
4.6. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას,
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
4.7. აკრძალულია შემსყიდველი ორგანიზაციის ტერიტორიაზე გამოცხადება
ნასვამ (ალკოჰოლური
ზემოქმედების) მდგომარეობაში, ფსიქოტროპული ან/და ნარკოტიკული
ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
4.8. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნიდან ერთ-ერთის დარღვევის
გამოვლენის შემთხვევაში, მივლინებული მუშაკი არ დაიშვება ობიექტზე,
ხოლო პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
5. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა დაიცვას/შეასრულოს
შემდეგი მოთხოვნები
5.1. შემსყიდველის სამუშაო პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირებისა და
თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით სამუშაოების მიმდინარეობისას
მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს დროებით მოწყობილი სავალი გზების
პოლიეთილენის ან სხვა შესაბამისი მასალებით დაფარვა (გატიხვრა) და
ა.შ.
5.2 მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა გადაამოწმოს ადგილზე
არსებული მდგომარეობა და ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში, აცნობოს
შემსყიდველ ორგანიზაციას;
5.3. აუცილებლობის/საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებების თავიდან
აცილების მიზნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების
ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის გადაადგილება ან/და შეფუთვა, ხოლო
სამუშაოების დასრულების შემდგომ საწყისი მდებარეობის ადგილზე
დაბრუნება.
5.4. მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს ამ მოთხოვნების
გაუთვალისწინებლობით მათი დაზიანების შემთხვევაში;
5.5. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული როგორც ზეპირი,
ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5.6. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული
ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
5.7. მომსახურების წარმოებისას აკრძალულია ძირითადი და საევაკუაციო
გზების სხვადასხვა მასალით,
ნაკეთობებით, მოწყობილობებით, ნარჩენებით და სხვა საგნებით ჩახერგვა
(არსებობის შემთხვევაში). ნარჩენების (არსებობის შემთხვევაში) გატანა
უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და არ დაგროვდეს ობიექტზე;
5.8. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროს (შესვენება სადილზე,
მუშაობის პირობებით
გამოწვეული შესვენება და სხვ.) ტექნიკური პერსონალი გამოყვანილ უნდა
იქნეს სამუშაო ადგილიდან.
5.9. სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა გაიყვანოს
ტექნიკური პერსონალი მომსახურების გაწევის ადგილიდან, ტერიტორია
მოაწესირგოს და აცნობოს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელს;
5.10. სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია
გაათავისუფლოს მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისაგან.
5.11.სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა, ფერები და სხვა
მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე ტექნიკური
დავალების და ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) მოთხოვნებს, აგრეთვე უნდა იყოს
ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი. ასევე აღნიშნული მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა, ფერები და სხვა
მახასიათებლები თანხმდება შემსყიდველთან, როგორც წერილობით, ისე მის
გარეშე;
5.12. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა
მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად არ შეესაბამება
ტექნიკური დავალებისა და ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნებს, მიმწოდებელი
ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს წუნდებული მასალა,
მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.
6. სხვა მოთხოვნები
6.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ
შეფერხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება;
6.2. ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს, მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით
(მათ შორის, გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე
პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით;
6.3 ობიექტზე დაშვებისათვის მომწოდებელი ვალდებულია სამუშაოს
დაწყებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით მიაწოდოს იმ პირთა სია
ვინც სამუშაოები უნდა შეასრულოს;
6.4. ობიექტზე დაშვებისას ყველა მივლინებულმა პირმა/მუშაკმა
სავალდებულოდ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(მოწმობა/პასპორტი).