Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #64294737)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 64294737
Дата публикации: 30-05-2025
Сумма контракта: 181 300


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009881
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.05.2025 21:21
Начало приема предложения 15.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.06.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 181`300.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
  • 45451000 - Декоративные работы
  • 45454000 - Работы по перестраиванию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზის მოწყობის სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`813.00 GEL
Размер гарантии 1`813 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: luka sichinava :: 27.05.2025 16:04
  • Последнее исправление: ekaterine dzneladze :: 29.05.2025 21:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=632959&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზის მოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებსა და რენდერებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად (აღნიშნული დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სისტემაში).
1.2.2. საბეჭდი ფაილები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
1.2.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
1.2.4. სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში და პროექტში) ჩამოთვლილ საქონელზე, იმ შემთხვევაში თუკი მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.
1.2.5. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.
1.2.6. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
1.2.8. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოები სრულდება შემდეგ მისამართზე: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. N197.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 181000.00 ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები.
2. ანალოგიური სირთულის, ხასიათისა და შინაარსის სამუშაოებად ჩაითვლება საგამოფენო ან სამუზეუმო სივრცეების მოწყობა შესაბამისი სტენდებით, ექსპონატებით, დახლებითა და სხვა საჭირო საექსპოზიციო საშუალებებით. ასევე, ანალოგიური სირთულის, ხასიათისა და შინაარსის სამუშაოებად ჩაითვლება ბაზრობების, გამოფენების, ფესტივალებისა და სხვა საჯარო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დროებითი ინფრასტრუქტურის – მათ შორის თემატური სივრცეების, სტენდებისა და დეკორატიული ელემენტების მომზადების და მოწყობის სამუშაოები.
3. გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების (სრულყოფილი, ყველა დანართის ჩათვლით) ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული, დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების შესრულება, შინაარსი და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
4. იმ შემთხვევაში, თუკი პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ დამატებით სისტემაში ასატვირთი დოკუმენტია სატენდერო წინადადების ხელისმომწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.
2. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
4. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად ან შემსყიდველთან შეთანახმებული გრაფიკით.
5. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, წარადგინოს ავანსის გადახდის თაობაზე საბანკო გარანტია, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
3. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის დაქვითვა განხორციელდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 3 წელი) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს, ან უარს აცხადებს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, შემსყიდველი (დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით) შეაფასებს ობიექტზე წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმართავს ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს შესაბამისი თანხის გამოთხოვის თაობაზე ან არ გადაუხდის მიმწოდებელს დაკავებული თანხის 2,5%. თუ დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა აღემატება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 %-ის ოდენობას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილ განსხვავებას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ იაშაღაშვილი, 595003040, mariam.iashaghashvili@apa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru