Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Утилиты для пакетов программного обеспечения (Грузия - Тендер #64233185)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 64233185
Дата публикации: 28-05-2025
Сумма контракта: 234 112


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009669
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.05.2025 17:09
Начало приема предложения 08.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.06.2025 16:30
Предполагаемая цена закупки 234`112.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 48700000-Утилиты для пакетов программного обеспечения
Коды классификатора
  • 48732000 - Пакеты программного обеспечения для безопасности данных
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 2`341 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bekauri :: 27.05.2025 11:53
  • Последнее исправление: gia bekauri :: 27.05.2025 17:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=632890&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მონაცემების გაჟონვის (გადინების) პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომ - DLP სისტემა) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მონაცემების გაჟონვის (გადინების) პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომ - DLP სისტემა) სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

არსებული მდგომარეობა
დღეისათვის სააგენტოში დაინსტალირებულია კომპანია Broadcom Software-ს წარმოებული მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემა 800 მომხმარებელზე და არსებული პროგრამული უზრუნველყოფა წარმოდგენილია შემდეგი სახით - Symantec Data Loss Prevention Enterprise Suite. ამასთან, სააგენტოში დაინსტალირებულია და ფუნქციონირებს მისი ვერსია Symantec Data Loss Prevention ver 16.01, შემდეგი მოდულებით:
1. Enforce Server;
2. Endpoint Prevent / Endpoint Discover;
3. Network Discover / Network Protect;
4. Network Monitor;
5. Network Prevent for Email;
6. Network Prevent for Web.
არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მოქმედების ვადაა 800 მომხმარებლისთვის 2025 წლის 19 აპრილი.



მიმწოდებლის/შემსყიდველის ვალდებულება, მიწოდების ადგილი და ვადები:
პრეტენდენტი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებით გაითვალისწინოს და გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ შემსყიდველის საკუთრებაში უკვე არსებობს Broadcom Software-ს მიერ წარმოებული მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემა 800 მომხმარებელზე;

დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი ითვალისწინებდეს 800 მომხმარებლის მომსახურებას სხვადასხვა მწარმოებლის ან დასახელების ან ვერსიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მქონე პროდუქტით.

შესყიდვის ობიექტის ინსტალაციის მიზნით, შემსყიდველი უზრუნველყოფს მიმწოდებლის წარმომადგენლის დაშვებას სამუშაო ადგილზე;

მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს გათვლილი 800 მომხმარებელზე და ლიცენზიის მოქმედის ვადა უნდა შეადგენდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებიდან არანაკლებ 2027 წლის 19 აპრილს.

შესყივის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და მოთხოვნები იხილეთ დანართის სახით - ტექნიკური დავალება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N67ა.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელმა, საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის საგარანტიო მხარდაჭერა ლიცენზიის მოქმედების განმავლობაში, შემდეგი წესის მიხედვით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერის გზით, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიისა/ბრენდისა და მწარმოებლის მიერ მინიჭებული დასახელების (ვერსია) შესახებ. "დასახელების (ვერსია)" არ არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა ამავე გრაფაში უნდა მიუთითოს მისი არ არსებობის შესახებ ინფორმაცია.

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა", გარდა ამავე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერის მიღების ვადის დასრულებამდე, არანაკლებ 200 000.00 ლარის ღირებულების, შემოთავაზებული DLP სისტემის მიწოდების გამოცდილება. პრეტენდენტმა ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ან/და მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ტენდერის ან CMR ნომერი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული პროგრამული პაკეტის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული არანაკლებ 1 (ერთი) თანამშრომელი (სპეციალისტი/ინჟინერი). აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას მის თანამშრომლებზე გაცემული შესაბამისი სერტიფიკატის ასლი. დოკუმენტი შესაძლებელია გაცემული იქნას მწარმოებლის / მისი რომელიმე ფილიალის / მშობელი /მშობელი კომპანიის კორპორაციაში შემავალი სხვა კომპანიის მიერ;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

თუ პრეტენდენტი და მწარმოებელი ერთი კომპანია არ არის, პრეტენდენს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის წარმომადგენლობის ან/და პარტნიორობის სტატუსი, ან მწარმოებლის წარმომადგენლის/პარტნიორის წარმომადგენლობის ან/და პარტნიორობის სტატუსი, რის დამადასტურებლადაც სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს წერილობითი დოკუმენტის ასლი. დოკუმენტი შესაძლებელია გაცემული იქნას მწარმოებლის / მისი რომელიმე ფილიალის / მშობელი /მშობელი კომპანიის კორპორაციაში შემავალი სხვა კომპანიის ან მწარმოებელთან კანონიერი გზით დაკავშირებული უფლებამოსილი კომპანიის მიერ, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის გაყიდვის ავტორიზაციას.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით, 2.4.1 პუნქტითა და 2.7.1 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია.

2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.

3. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ტენდერის სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო / სადაზღვევო გარანტიის ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში.

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო/სადაზღვევო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.

3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბექაური, 555465567, g.bekauri@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად ან 2) სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის ფასების ცხრილთან დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესისგან გათავისუფლებული არიან არარეზიდენტი პირები. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და ატვირთული იქნას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru