ქ. მცხეთაში, მირიან მეფის ქუჩაზე, ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია
საავტომობილო გზის მონოლითური ბეტონის საყრდენი კედლის 60 გრძ.მ.
ჩამოშლა, შედეგად ჩამოიშალა ტროტუარები და საავტომობილო გზის ნაწილი,
რამაც საფრთხე შეუქმნა ავტომობილების მოძრაობას და ფეხით მოსიარულეთა
უსაფრთხო გადაადგილებას.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, ქ. მცხეთაში, მირიან მეფის ქუჩაზე
ჩამოშლილი საყრდენი კედლის და სხვა საამშენებლო ნაგვის დატვირთვა
გატანის, ახალი მონოლითური რკ/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის,
ტრუტუარების, ბარდიურების, ასფალტ-ბეტონის საფარის და სხვა
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
პროექტირება მოიცავს, საყრდენი კედლის დაზიანების გამომწვევი
მიზეზების შესწავლას, საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას,
საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობების შესწავლას,
მონაცემების კამერალურ დამუშავებას, შედეგების საფუძველზე
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
მიმწოდებელი ვალდებულია:
- ობიექტის საპროექტო მომსახურება შეასრულოს საქართველოში მოქმედი
ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
- საკვლევაძიებო და საპროექტო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად
შესრულებისათვის მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
სტრუქტურებთან და პირებთან პროექტების საჭირო წინასწარი
შეთანხმებები (გარდა სამშენებლო მოედნის, ტერიტორიის გამოყოფის და
განთავსებისა, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას);
- პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნას მშენებლობაში მიღწეული და
დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები, ახალი ტექნოლოგიებისა და
მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან
გამომდინარე.
- პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული რაიონისათვის
დამახასიათებელი კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვები
ნაგებობებზე, რომელიც განისაზღვრება სამშენებლო ნორმების და წესების
„სამშენებლო კლიმატოლოგია“ (პნ 01.05-08) მონაცემების საფუძველზე.
ნაგებობების საძირკვლების და კონსტრუქციული ელემენტების
დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამშენებლო ნორმების და
წესების ,,სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01.01-09), ,,შენობების და ნაგებობების
ფუძეები” (პნ 02.01-08) მოთხოვნები. პროექტი მომზადებული უნდა იყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით, ასევე
ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული იყოს მოქმედი სამშენებლო
წესების და ნორმების მოთხოვნები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 2016 წლის 28 იანვარი ტექნიკური
რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების “დამტკიცების
თაობაზე;
- ს.ნ. და წ. 2.06.03-85 სამელიორაციო სისტემები და ნაგებობები
- ს.ნ. და წ. 2.01.07-85* დატვირთვები და ზემოქმედება
- ს.ნ. და წ. 2.02.01-83* შენობებისა და ნაგებობების საძირკვლები
- ს.ნ. და წ. IV-2-82 Сборник 42. ნაპირსამაგრი სამუშაოები
- საპროექტო გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის მინიმალური
საექსპლუატაციო მოვლა-პატრონობის ხარჯები;
წარმოსადგენი საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ
შემოიფარგლებოდეს):
განმარტებითი ბარათი.
• სამშენებლო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების
დახასიათება ნაგებობების ფუძეების მონაცემების ფიზიკურ-მექანიკური
მახასიათებლების ჩათვლით.
• სიტუაციური გეგმა, მ. 1:2000.
• გრძივი პროფილები მ ჰორ: 1:1000 მ ვერტ 1:100.
• განივი პროფილები მ ჰორ: 1:100 მ ვერტ 1:100.
• გეგმებზე საკადასტრო ინფორმაციის დატანა.
• არსებული საინჟინრო კომუნიკაციების დატანა ტერიტორიის გენერალურ
გეგმაზე.
• სამუშაოთა მოცულობის უწყისის შედგენა.
• ჭრილები მ 1:1000, 1:500, 1:200, 1:100 და 1:50.
• კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები, ჭრილები (მ 1:1000, 1:500, 1:200, 1:100, 1:50, 1:25).
• სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი, სამშენებლო
მექანიზმების რაოდენობის განსაზღვრა და სამუშაოს ჩატარების
კალენდარული გრაფიკი.
• მასალების და ნაკეთობების სპეციფიკაცია.
• ტექნიკური სპეციფიკაციები.
• საერთო სპეციფიკაციები.
• ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (რესურსული და
სატენდერო).
პროექტის განმარტებით ბარათში უნდა იყოს აღწერილი არსებული
მდგომარეობა და საპროექტო გადაწყვეტილებები (უნდა დაერთოს საჭირო
ანგარიშები, სქემები, ცხრილები, ფოტომასალა და ა. შ.), მოცემული უნდა იყოს
ჩასატარებელ სამუშაოთა ჩამონათვალი, მოცულობები და მშენებლობის
ორგანიზაციის რეკომენდაციები, საორიენტაციო კალენდარული გრაფიკი,
გარემოსდაცვითი ნაწილი. მითითებული უნდა იყოს გამოყენებული
სამშენებლო ნორმები, წესები და გაანგარიშების მეთოდები. ტექნიკური
სპეციფიკაციები უნდა მოიცავდეს კონტრაქტორისათვის (სამშენებლო
ტენდერში მონაწილეობისათვის) ზოგად მითითებებსა და რეკომენდაციებს.
ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი სტანდარტის
მითითებით) გამოყენებული მასალებისთვის, სამუშაოთა შესრულების
მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის. პროექტის გრაფიკული ნაწილი
(როგორც სამშენებლო, ასევე სატენდერო ნახაზები) შესრულებული უნდა იყოს
სამუშაო დოკუმენტაციისათვის მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების
შესაბამისად, სათანადო მასშტაბებში და დეტალიზაციით. საპროექტო
დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ
ფორმატში. შენიშვნა:
- თუ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საჭირო იქნება
კომუნიკაციებთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება უნდა ეცნობოს
და ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული იყოს მუნიციპალიტეტის
შესაბამის სამსახურებთან.
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდეს მშენებლობის შემფასებელთა
კავშირის მიერ 2024 წელს გამოცემული ,,მეთოდური ცნობარი“ -ს, (მშენებლობის
და სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების
შესახებ) მიხედვით. სამშენებლო რესურსების საბაზრო ან მშენებლობის
შემფასებელთა კავშირის ფასთა კრებულით, მიმდინარე დონეზე.
პრეტენდენტმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს 4 ეგზემპლარად (ალბომების სახით A4 და A3 ფორმატში). სრული
საპროექტო დოკუმენტაციის ელ. ვერსია თვითოეულ პროექტზე (CD), (PDF), (DWG, ან სხვა)
ფორმატში, აგრეთვე ხარჯთაღრიცხვა და მოცულობების უწყისი Excel-ფორმატში.
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ, სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემდეგ,
რომელიც
გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ.
სხვა მოთხოვნები:
- მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი
გარემოება შეიტანოს საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი
ანაზღაურების გარეშე (დამკვეთთან შეთანხმებით);