პრეამბულა
კაწარეთის სამების სახელობის სამონასტრო კომპლექსი საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში, სოფ. ხაშმიდან 8.0 კმ-ის დაშორებით, მოვაკებულ ფერდობზე
მდებარეობს. კომპლექტსი შემოფარგლულია გალავნით. მთავარი ნაგებობაა V-VI
საუკუნეების მიჯნით დათარიღებული სამნავიანი ბაზილიკა. გალავნის
დასავლეთ კედელში დატანილია სამსართულიანი კოშკი თაღოვანი კარიბჭით.
აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია საეპისკოპოსო სასახლე ცენტრალური
სამსართულიანი კოშკით. იქვე გალავნის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია
სამეურნეო ნაგებობის ნაშთები. ჩრდილოეთ კედელზე ახალი სამონასტრო
ნაგებობაა. სამონასტრო ცხოვრება აქ 1990-იან წლებში აღდგა.
ბაზილიკა ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია.
მის მშენებლობაში განირჩევა სამი სხვადასხვა ეტაპი. ინტერიერში,
ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია თლილი ქვის კვადრები, ასევე
გვხვდება რიყის და ფლეთილი ქვები. კედლებზე, კამარებსა და ბურჯებზე
განირჩევა სავარაუდოდ გვიან პერიოდში დამატებული აგურის წყობის
ფრაგმენტებიც. ინტერიერის ცენტრალური ნავის, საკურთხევლის, ბურჯებისა
და მათზე გარდამავალი თაღების ძირითადი ნაწილი დაფარულია XVI საუკუნის
მხატვრობით.
დროთა განმავლობაში ბაზილიკას უტარდებოდა სარეაბილიტაციო
სამუშაოები: გამოიცვალა სახურავი, ნაწილობრივ შეივსო ბზარები,
დასავლეთ და სამხრეთ ფასადებზე მოეწყო სარინელი.
ეკლესიის შიდა სივრცეში არსებული ოთხი წყვილი სვეტი და მათზე
გადაყვანილი თაღები ეკლესიას სამ ნაწილად ყოფს. სამხრეთი ნავის
აღმოსავლეთით ორ წყვილ სვეტში, ერთმანეთის საპირისპიროდ, სახატე
ნიშებია მოწყობილი. სვეტების ქვედა მოცულობაში ამოჭრილია როგორც
საპირე, ასევე ბუტი წყობა, რამაც მათი მზიდუნარიანობა შეასუსტა.
XX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა ძეგლის აზომვა, არსებული
მდგომარეობის აღწერა, გაიწერა მოსაზრებები ძეგლზე ჩასატარებელი
სამუშაოების შესახებ. 2005 წელს სახატე ნიშის მცირე სვეტები გამაგრდა
რკინის სარტყლით, თუმცა, ამ ღონისძიებამ სვეტის მდგრადობა მთლიანობაში
ვერ უზრუნველყო.
არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩატარდა კვლევითი
სამუშაოები, რომელთა საფუძველზე დამუშავდა ძეგლის რეაბილიტაციის
შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების
განხორციელება:
• კედლის მხატვრობის სპეციალისტების ჩართულობით, სვეტების ზედაპირზე
არსებული კედლის მხატვრობის გამაგრების დროებითი ღონისძიებები;
• სვეტების შიდა სტრუქტურის კონსტრუქციული გაძლიერება;
• ტაძრის პერიმეტრზე სარინელისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს
ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი
ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე
გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
დოკუმენტირებული ტექსტური და გრაფიკული მასალის სახით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში
თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და
რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული
დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა
დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების
დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს
ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის
მიზნით მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა
კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც
ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
კედლის მხატვრობის ან/და დეკორატიული ელემენტების კრიტიკულად
არასტაბილური მონაკვეთების გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება
(დროებითი, შექცევადი გამაგრებების გაკეთება), კედლის მხატვრობის
სპეციალისტების ჩართულობით, რათა ნაგებობის და მისი შემადგენელი
კომპონენტების სამუშაო პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად არასტაბილური
ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და საბოლოოდ
განადგურება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.