ტექნიკური დავალება:
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების
გათვალისწინებით:
1. სადემონტაჟო სამუშაოები:
1.1. სადგურის ელექტრო საკომუნიკაციო ხაზების და განათების სისტემების
დემონტაჟი:
უნდა განხორციელდეს სადგურის გარე და შიდა კომუნიკაციის ელექტრო
ხაზების დემონტაჟი
სრული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
- სადგურზე ელექტრომომარაგება - ელექტროკომპონენტები მათ შორის ელ.
სადენები და ელ. ჩამრთველები გათვლილია - 220 ვ. 50 ჰც;
- ენერგომომწოდებლის მიერ უნდა მოხდეს ძაბვის გათიშვა კაბელებში და
ჩახსნა მრიცხველიდან;
საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელმა სრულად უნდა უზრუნველყოს
მრიცხველიდან ჯიხურამდე კაბელის დემონტაჟი;
1.2. სადგურში განთავსებული აირ-ანალიზატორების დემონტაჟი:
- მტვრის ანალიზატორის (KIMOTO Dust Indicator_PM-712) დემონტაჟი, შეფუთვა(საჭიროების
შემთხვევაში) და გამზადება გადასატანად;
- აზოტის ოქსიდების ანალიზატორისა (KIMOTO NA-721) და გენერატორის (KIMOTO DS-071N)
დემონტაჟი, შეფუთვა(საჭიროების შემთხვევაში) და გამზადება
გადასატანად;
- ოზონის ანალიზატორის (KIMOTO OA-781) დემონტაჟი, შეფუთვა(საჭიროების
შემთხვევაში) და გამზადება გადასატანად;
- ნახშირბადის მონოქსიდის ანალიზატორის (KIMOTO CA-751) დემონტაჟი,
შეფუთვა(საჭიროების შემთხვევაში) და გამზადება გადასატანად;
- გოგირდის დიოქსიდის ანალიზატორისა (KIMOTO SA-731) და გენერატორის (KIMOTO DS-071S)
დემონტაჟი, შეფუთვა(საჭიროების შემთხვევაში) და გამზადება
გადასატანად;
აირ-ანალიზატორები განთავსებულია მათთვის მოწყობილ
სპეციალურ/შესაბამის სტელაჟში;
- სადგურის ფართობი ~ 9 კვ.მ.; სიმაღლე ~3 მ;
- UPS_ის ბლოკის დემონტაჟი და შეფუთვა/გამზადება გადასატანად, მათ შორის
კომპიუტერის დემონტაჟიც;
- მეტეო სადგურის დემონტაჟი და შეფუთვა/გამზადება გადასატანად;
- მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) ავტომატური სინჯის აღების სისტემის (Fai Instruments S.r.L. -
Hydra Dual sampler) დემონტაჟი, რომელიც განთავსებულია მისთვის მოწყობილ სამონტაჟო
აღჭურვილობაზე და შეფუთვა/გამზადება გადასატანად;
- კოლექტორი - შეფუთვა და გადასატანად გამზადება უსაფრთხოდ, დაზიანების
გარეშე;
- საკალიბრო აირები - ყველა აირანალიზატორის, თითოეულ ხელსაწყოს აქვს - 10 ლ
ბალონი - შესაბამის სტანდარტების დაცვით დემონტაჟი;
- სადგურში განთავსებული მეტალის უჯრებისა და თავისი სათავსოების
დემონტაჟი;
- სადგურში განთავსებული კონდიციონერისა და გარე ბლოკის
დემონტაჟი(საჭიროების შემთხვევაში);
- სადგური - სადგურს აქვს საკეტიანი კარი, შიდა ელექტროგანათება,
თბოიზოლაცია უნდა განხორციელდეს სადგურის გადატანა სადგურის
იერ-სახის დაზიანების და დაშლის გარეშე;
- სადგურის დემონტაჟი არსებული ლოკაციიდან (ელ.ქსელიდან გათიშვა, ჩახსნა
და დამიწების კონტურის მიწიდან ამოღება);
- სადგურზე განთავსებული გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეო კამერების
(სადგურთან ერთად ვიდეო კამერების დემონტაჟის გარეშე) ახალ ლოკაციაზე
გადატანა ისე უნდა განხორციელდეს, რომ აღნიშნული არ დაზიანდეს;
- გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია კამერების
დემონტაჟი-მონტაჟი შემსყიდველთან შეთანხმებით.
2. სამონტაჟო სამუშაოები:
2.1. სამშენებლო სამუშაოები:
- სადგური უნდა განთავსდეს მიწის ზედაპირიდან მინიმუმ 10 სმ სიმაღლის
მქონე ბეტონის ფუნდამენტზე;
- სადგურის მონტაჟი.
შენიშვნა: ბეტონის ფილის პარამეტრები და სტრუქტურა შეთანხმდეს სსიპ
გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და შესაბამის სამსახურთან.
ბეტონის ფილის ფართობი უნდა იყოს 9მ2 (3მX3მ); ფილის ძირში უნდა მოეწყოს
ქვა-ღორღის ბალიში, უნდა მოიტკეპნოს პნევმატური ჩაქუჩით. ბეტონის მთელ
სივრცეში უნდა მოეწყოს არმატურის ორმაგი ბადე; არმატურის ზომა -
არანაკლებ 8მმ; ბადის უჯრედის ზომა - არუმეტეს 20სმX20სმ; ბადეებს შორის
დაშორება დაახლოებით 10 – 15 სმ. დასაშვებია მეტალის არმატურის ნაცვლად
მინაბოჭკოვანი არმატურის გამოყენება.
2.2. სადგურის ელექტრო-საკომუნიკაციო ხაზები:
- ელექტრომომარაგება - ელექტროკომპონენტები მათ შორის ელ.სადენები
გათვლილი უნდა იყოს 220 ვ. 50 ჰც.;
- სადგურის ღიობები, სადაც გარედან გადის ელექტროგადამცემი კაბელები და
ა.შ. უნდა იყოს სათანადოდ დაცული ტენიანობის, წყლის, თოვლის, მტვრის და
მწერებისგან;
- ელექტრო ქსელთან შეერთება (მრიცხველიდან სადგურამდე) და დამიწების
კონტურის მოწყობა უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი
სტანდარტების შესაბამისად.
დამიწების კონტურის ტექნიკური აღწერილობა: დამიწების კონტურის
წინაღობა უნდა იყოს არაუმეტეს 4 ომისა(ꭥ) ; დასაშვებია როგორც სამკუთხა
კონტურის ასევე მოსპილენძებული ლითონის ღეროს ბაზაზე მოწყობა. კონტური
უნდა დაუერთდეს ქსელში არსებულ დამიწების სადენს ქანჩ-ჭანჭიკოვანი
გადაბმის მეშვეობით. კონტურის წინაღობა უნდა გაიზომოს შესაბამისი
აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ და გაზომვის შედეგები წარმოდგენილ
უნდა იქნას შემსყიდველთან ხელსაწყოების კვალიფიკაციის
დამადასტურებელ ანგარიშებთან (რეპორტებთან) ერთად.
- სადგურის ინტერნეტით მომარაგებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, მაგრამ
პრეტენდენტის მიერ უნდა განხორციელდეს ინტერნეტის ქსელის დაერთება
კომპიუტერზე.
2.3. სადგურში განთავსებული აირ-ანალიზატორების მონტაჟი:
- აირ-ანალიზატორების განსათავსებელი მათთვის მოწყობილი
სპეციალური/შესაბამისი სტელაჟის მონტაჟი;
- მტვრის ანალიზატორის (KIMOTO Dust Indicator_PM-712) მონტაჟი;
- აზოტის ოქსიდების ანალიზატორისა(KIMOTO NA-721) და გენერატორის(KIMOTO DS-071N)
მონტაჟი;
- ოზონის ანალიზატორის(KIMOTO OA-781) მონტაჟი;
- ნახშირბადის მონოქსიდის ანალიზატორის(KIMOTO CA-751) მონტაჟი;
- გოგირდის დიოქსიდის ანალიზატორისა(KIMOTO SA-731) და გენერატორის (KIMOTO DS-071S)
მონტაჟი;
- კოლექტორის მონტაჟი;
- UPS_ის ბლოკის მონტაჟი, მათ შორის კომპიუტერის მონტაჟიც;
- მეტეო სადგურის მონტაჟი;
- მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) ავტომატური სინჯის აღების სისტემის (Fai Instruments S.r.L. -
Hydra Dual sampler) მონტაჟი, თავისივე სამონტაჟო აღჭურვილობაზე;
- საკალიბრო აირები ყველა აირანალიზატორისთვის - უზრუნველყოფილი უნდა
იქნას ბალონების მიერთება შესაბამის ხელსაწყოებზე შესაბამის
სტანდარტების დაცვით;
- სადგურში განთავსებული მეტალის უჯრებისა და თავისი სათავსოების
მონტაჟი;
- სადგურში განთავსებული კონდიციონერისა და გარე ბლოკის
მონტაჟი(საჭიროების შემთხვევაში);
ზემოაღნიშნულის მონტაჟი უნდა განხორციელდეს დემონტაჟამდე არსებული
სქემის შესაბამისად.
დამატებითი პირობები:
1. პრეტენდენტი ვალდებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის
სპეციალისტებთან ერთად დაასურათოს, აღწეროს და შეაფასოს მთლიანად
სადგურის, როგორც გარე ასევე შიდა სივრცე ანალიზატორების ჩათვლით
დემონტაჟამდე, და იგივე პროცედურა განმეორებულ იქნას
ტრანსპორტირებისა და მონტაჟის შემდგომ;
2. პრეტენდენტი ვალდებულია სამუშაოების განხორციელების დროს
სტაციონალურ ავტომატურ სადგურზე უზრუნველყოს სადგურში განთავსებული
ხელსაწყო-დანადგარების დემონტაჟი-მონტაჟი იმგვარად, რომ არ გამოიწვიოს
რაიმე დაზიანება და პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა
ხელსაწყოს გამართულად/დანიშნულებისამებრ ფუნქციონირება;
3. სადემონტაჟო-სამონტაჟო სამუშაოების დროს რაიმე
ნაწილის/კომპონენტის/ხელსაწყოს დაზიანების შემთხვევაში, პრეტენდენტი
ვალდებულია აღმოფხვრას შესაბამისი ზიანი საკუთარი ხარჯებით გონივრულ
ვადაში, არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა, სირთულის მიხედვით.
4. ზემოაღნიშნული აირ-ანალიზატორების დემონტაჟისა და მონტაჟის
სამუშაოები უნდა განხორციელდეს აირ-ანალიზატორების მწარმოებელის
ან/და მწარმოებლის უფლებამოსილი კომპანიის მიერ სერტიფიცირებული
სერვის ინჟინერის მიერ. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა
სისტემაში ატვირთვის გზით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტი. სერვის ინჟინერის შემდგომი ცვლილება (ან
დამატება) დასაშვებია მხოლოდ შემყიდველის თანხმობით, შესაბამისი
დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე და წარმოდგენილ იქნება ახალი
სერვის ინჟინრის სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. სამუშაოების დასრულების შემდგომ კვალიფიკაციის რეპორტის მომზადება:
ხელსაწყოების (Kimoto.PM-712 - მტვრის ანალიზატორი. CA-751 - CO ანალიზატორი, SA-731 - SO2
ანალიზატორი, OA-781 O3 ანალიზატორი, NA-721 NOX ანალიზატორი) კვალიფიკაცია მოიცავს
თითოეული ხელსაწყოს დათვალიერებას, ტესტირებას, სხვა საჭირო
პროცედურების ჩატარებას და დოკუმენტურად დადასტურებული
ინფორმაციის/ანგარიშის წარმოდგენას ხელსაწყოს გამართულად მუშაობის
შესახებ ყველა პარამეტრის მიხედვით;
6. მიმწოდებელმა ელექტრო სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოები უნდა
აწარმოოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების
ნორმების სრული დაცვით;
7. პრეტენდენტი ვალდებულია სადგურზე სამუშაოების დასრულების შემდეგ
უზრუნველყოს სადგურის შიდა სივრცეში სისუფთავის დაცვა-აღდგენა.