Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #64105185)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 64105185
Дата публикации: 22-05-2025
Сумма контракта: 964 586


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009448
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.05.2025 15:11
Начало приема предложения 07.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.06.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 964`586.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ დედოფლისწყაროს ვიზიტორთა ცენტრში, ტახისწყლის სარეინჯერო უბანზე, ცენტრალური ბუნგალოების უბანზე და მიჯნისყურის უბანზე განსახორციელებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკურ დოკუმენტში
Шаг снижения цены 9`646.00 GEL
Размер гарантии 9`646 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: luka sichinava :: 28.04.2025 16:44
  • Последнее исправление: ekaterine dzneladze :: 22.05.2025 15:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=629825&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ დედოფლისწყაროს ვიზიტორთა ცენტრში, ტახისწყლის სარეინჯერო უბანზე, ცენტრალური ბუნგალოების უბანზე და მიჯნისყურის უბანზე განსახორციელებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. პროექტი გულისხმობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, დედოფლისწყაროს ვიზიტორთა ცენტრის, ტახისწყლის სარეინჯერო კომპლექსის, ცენტრალური ბუნგალოების და მიჯნისწყურის ბუნგალოების უბნებზე არსებული ინფრასტრუქტურის სრულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, კერძოდ:
1. დედოფლისწყაროს ვიზიტორთა ცენტრი: უნდა განხორციელდეს შენობის ადმინისტრაციული ფლიგელის კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, ასევე უნდა განხორციელდეს არსებული სველი წერტილების გადაკეთება და ერთი დამატებითი საპირფარეშოს მოწყობა. გარდა აღნიშნულისა მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციიო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შენობის მეორე ფლიგელში, სადაც განთავსებულია სასტუმროს ტიპის ოთახები, აღნიშნულ ნაწილში უნდა მოეწყოს ერთი ახალი, დამატებითი სასტუმრო ნომერი და უკვე არსებული სასტუმრო ოთახებს თითოეულს უნდა მიემატოს ინდივიდუალური სველი წერტილი;
2. ტახისწყლის სარეინჯერო კომპლექსი: აღნიშნულ ნაწილში უნდა განხორციელდეს სარეინჯერო კომპლექსის მოწყობის სამუშაოების დასრულება, კერძოდ უნდა დასრულდეს სარეინჯერო კოტეჯი, რომელიც აშენებულია და საჭიროებს შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოებს, ასევე უნდა მოეწყოს წყლის რეზერვუარის განსათავსებელი კოშკურის, საპირფარეშოს და მეხამრიდის მოწყობა;
3. ცენტრალური ბუნგალოების უბანი: აღნიშნულ ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს სარეინჯერო კოტეჯის აივნის რეაბილიტაცია, დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ასევე უნდა მოხდეს ვიზიტორებისათვის განკუთვნილი ბუნგალოების არსებული სახურავების შეცვლა, აივნების, შიდა სივრცეების და სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია, ასევე უნდა მოხდეს არსებული ჭაბურღილიდან გარე წყალმომარაგების სისტემის, 3 (სამი) ერთეული საპიკნიკე ფანჩატურის და საპარგინგე სივრცის მოწყობა;
4. მიჯნისყურის ბუნგალოების უბანი: აღნიშნულ ლოკაციაზე ცენტრალური ბუნგალოების უბნის ანალოგიურად უნდა განხორციელდეს კოტეჯის ტიპის ტურისტული ბუნგალოების სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე უნდა მოეწყოს ბუნგალოების და სარეინჯეროს დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკები, პარკირების სივრცე, 1 (ერთი) ორკაბინიანი საპირფარეშო და 1 (ერთი) ექვსკაბინიანი სველი წერტილი (საშხაპეებით), გარდა აღნიშნულისა უნდა მოეწყოს საკარვე ადგილი და 2 (ორი) ერთეული საპიკნიკე ფანჩატური;
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა მასალათა ხარისხს და ვიზუალს, უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივი და ბუნებრივი ფაქტურის/ვიზუალის მქონე მასალებს.

აუცილებელი პირობა: სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს ქვეყანაში მოქმედი შრომის უსაფრთხოებისა და სხვა მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელს.

1.2.2. სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებსა და რენდერებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად (აღნიშნული დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სისტემაში).
1.2.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
1.2.4. სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, იმ შემთხვევაში თუკი მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.
1.2.5. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.
1.2.6. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
1.2.8. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სამუშაოები უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 2025 წლის 1 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოები სრულდება შემდეგ მისამართზე: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი.
1.5.2 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, აგრეთვე დაიცვას უსაფრთხოების წესები. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 482 300.00 ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები. ანალოგიური სირთული, ხასიათის და შინაარსის სამუშაოებში ითვლება სამშენებლო სამუშაოები ან შენობის მშენებლობა/რემონტი/რეკონსტრუქციის სამუშაოები.
2. გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების (სრულყოფილი, ყველა დანართის ჩათვლით) ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული, დამკვეთის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუკი არ არის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ყველა მიღება-ჩაბარების აქტი, სრულად თანდართული ფორმა N2-ის ჩათვლით), რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, შინაარსი და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუკი პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას;
4. პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
5. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
3. პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებულის სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
3. გამოცილების დადასტურების მიზნით სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა).
4. გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში: ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ დამატებით სისტემაში ასატვირთი დოკუმენტია სატენდერო წინადადების ხელისმომწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1 ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%-ის ფარგლებში, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ფარგლებში.
2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განახევრდება.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N3 გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად პრეტენდეტი წინამდებარე ტენდერში მონაწილეობის გზით, ავტომატურად გამოხატავს ვალდებულებას, რომ მზად არის (შეათანხმებული აქვს საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N3 გათვალისწინებული შინაარსის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი იმ საფინანსო ინსტიტუტის მიერ, რომელსაც მოქმედი კაონონმდებლობის თანახმად გააჩნია აღნიშნული გარანტიის გაცემის უფლება.
4. ამხნაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემვალი ყველა პირი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.
2. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
4. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად ან შემსყიდველთან შეთანახმებული გრაფიკით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
3. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის დაქვითვა განხორციელდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 3 წელი) დასრულები

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru