Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #64038544)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Kobuleti Municipality
Номер конкурса: 64038544
Дата публикации: 21-05-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250009365
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.05.2025 12:25
Начало приема предложения 29.06.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.07.2025 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 207`853.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 70`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია;
Дополнительная информация
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა;
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია;
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome guntaishvili :: 15.05.2025 12:55
  • Последнее исправление: avtandil megrelidze :: 21.05.2025 12:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=631778&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა;

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალება:

პრეტედენტი ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტომანქანებს დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად. დეფექტურ აქტში გაწერილი უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი და შეკეთების ვადა (დეფექტურ აქტში აგრეთვე განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც ან/და მომსახურება, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური.

ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას; ავტომობილების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს „მეორადი“), დასახელებას და ფასს.

პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთის არსებობის შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ან მომსახურების ფასის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით.
ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

ავტომანქანების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ არის სრულყოფილი და /ან შეცვლილი სათადარიგო ნაწილი აღმოჩნდება წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

ავტომანქანების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომანქანების ელექტრო სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.

მიმწოდებლის სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ან/და გაწეული მომსახურების საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს დეფექტური აქტის გახსნიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

სატენდერო წინადადების ფასი:

ა)ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ ცხრილში (დანართი N1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
ბ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის (დანართი N1) საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (სატენდერო ღირებულება) და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო პრეისკურანტის ფასის პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყველა პოზიციაზე. პრეტენდენტის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა;


შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
პრეტენდენტის მიერ დანართი N1 - პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის (სატელეფონო ან ელ. ფოსტით შეტყობინება) შესაბამისად.

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:

1.სავალი ნაწილებისათვის -3 კალენდარულ დღეს;
2.ელექტროობისათვის - 3 კალენდარულ დღეს;
3.ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;
4. სხვა მომსახურება რომელიც არ არის გათვალისწინებული 1,2,3, პუნქტებით არაუმეტეს 10 კალენდარული დღეს;
5. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს;
დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას მომსახურება გაწეული უნდა იქნას შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე, მიმწოდებლის სერვის ცენტრში.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა, კერძოდ (გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)) და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებზე, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იავრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში გამოცდილება და ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული მომსახურების ღირებულება არ უნდა იყოს 200 000 ლარზე ნაკლები.

2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და ტექნიკური მომსახურებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ მომსახურების გაწევის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი) ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს (ფლობა/სარგებლობა) მოქმედი სერვის ცენტრი, მინიმუმ 5 ბოქსით, რაზედაც უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (სერვის ცენტრის მისამართის მითითებით და ფოტოსურათებით);

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრების (ქ.ქობულეთი) ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართის მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებები რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრეტენდენტის სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით. კერძოდ: კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ძრავის ამოსაღები ამწეთი და ავტო ამწეთი. იმ შემთხვევაში თუ, ჩამოთვლილი აპარატურა და დანადგარები არ იქნება განთავსებული ერთ სერვისცენტრში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ აპარატურის/დანადგარის, წინამდებარე ელექტრონული ტენდერის 2.3.1 კითხვარით ან/და 2.8.1 კითხვარით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, სარგებლობის ან საკუთრების ან ქვეკონტრაქტორობის შესახებ ინფორმაცია.

პრეტენდენტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა) არაუგვიანეს 10:00 სთ–დან არანაკლებ 18:00 სთ–მდე მოქმედი სერვის ცენტრი მინიმუმ 5 ბოქსით.

ასევე, საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის ავტომანქანების განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება მოხდება სატენდერო კომისიის წევრების და აპარატის წევრების მიერ, შერჩევა შეფასების ეტაპზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასთან/მათთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრის მდებარეობის შესახებ. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.

ქვეკონტრაქტორის ან იჯარით გაცემული ფართიც ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ერთი თვით ადრე.

სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ი (წარმოდგენილ ხელშეკრულებებში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს):

-ხელშეკრულების საგანი - შესყიდვის ობიექტის ტიპები:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;

2.9 other additional requirements

1.შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.

5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

6.სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).

7.სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები,„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესებს.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ა) მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.

ბ) მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ავთანდილ მეგრელიძე, 557290429, avto.megrelidze95@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

ა)ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ ცხრილში (დანართი N1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
ბ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის (დანართი N1) საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (სატენდერო ღირებულება) და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო პრეისკურანტის ფასის პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყველა პოზიციაზე. პრეტენდენტის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru