1. შესყიდვის ობიექტის მოცულობა:
ქ. ბათუმში, მრავალსართულიან/მრავალბინიან სახლებში
• არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების
მონტაჟის;
• ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემის მოწესრიგების;
• სადარბაზოების კარებისა და ელექტრო საკეტების მოწყობის;
• ეზოებში გარე განათების მოწყობის;
• სადარბაზოების შესასვლელში პანდუსების მოწყობის;
• სადარბაზოს ამორტიზებული შესასვლელი გადახურვის ფილის მოწყობის;
• სადარბაზოში არსებული ამორტიზებული ვიტრაჟების შეცვლის;
• დაზიანებული აზბესტის ფურცლების ნაცვლად ლითონის პროფილური ფურცლის
აკვრის;
• შენობების ფასადების შეფუთვის;
• სხვადასხვა
სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენის სამუშაოები.
2. ტექნიკური პირობები:
2.1. გასაწევი მომსახურება:
საველე კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები:
ა) საპროექტო სამუშაოები;
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტის სავარაუდო
ღირებულების დადგენა;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; (ფასების ცხრილი)
დ) საჭირო შემთხვევებში დამატებითი მომსახურების გაწევა;
ე) დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა;
ვ) გეოლოგიური გამოკვლევა. (აუცილებლობის შემთხვევაში დამკვეთის
მოთხოვნის საფუძველზე)
2.2. დავალების შინაარსი
შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების
შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს კლასიფიკაციის
ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ობიექტის
მდგომარეობის გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში
დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
კომუნალური სისტემის მოწესრიგებისა და ეზოების კეთილმოწყობის
სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციები შეთანხმებული უნდა იყოს შპს
„ბათუმის წყალთან.
არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ლიფტების
მონტაჟის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციებში ასახული უნდა იყოს
შახტის აზომვითი ნახაზები, სართულების რაოდენობა, კარებების რაოდენობა
და შახტის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალები, ასევე არსებული
ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ლიფტების მონტაჟის
სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისათვის საჭიროა სამანქანე
ოთახის, შახტისა და თანაორმოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან და
რეგლამენტთან შესაბამისობის დადგენა სათანადო კვალიფიკაციის ორგანოს
მიერ.
ბ) საკვლევაძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად
და ხარისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ
ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი
შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა, ტერიტორიის გამოყოფისა და
გათავისუფლების, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას;
გ) პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და
დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და
მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან
გამომდინარე;
დ) პერიოდული შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების და დეფექტური
უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენისას პროექტების ღირებულება
მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და
ღირებულებებით;
ე) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის,
აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა
საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.
ვ) შემსყიდველი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში,
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღებიდან 3 წლის
განმავლობაში, მიმწოდებელს მოსთხოვოს ცვლილების შეტანა
სააპოექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წინა ვერსიაში.
2.3. დავალების შესრულების წესი
ა) დავალების შესრულების წესი განისაზღვრება დავალების შინაარსით და
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით. კონკრეტული ობიექტების
პროექტების შედგენის ვადები განისაზღვრება წერილობითი
შეტყობინებით.
ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დავალების მიღება განხორციელდება
შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე წერილობითი შეტყობინების ფორმით,
სადაც განსაზღვრული იქნება პროექტების შედგენის ვადები.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის შედგენისათვის საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ყველა მოთხოვნა (წესი, ნორმა)
აწარმოოს დამოუკიდებლად, თავისი ძალებით. შემსყიდველის მიერ მიღებული
(ჩაბარებული) შესყიდვის ობიექტი (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია) არ უნდა საჭიროებდეს დამატებით რაიმე სახის
პროცედურების გავლას.
2.4. ნორმატიული დოკუმენტები
მიმწოდებელმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ტერიტორიაზე
ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი
ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების
გამოყენების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანებით.
2.5. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
ა) მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო – სატენდერო
დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და სამშენებლო სამუშაოების
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის დაშვებული ხარვეზების გამო
მშენებლობის პროცესში აღმოჩნდება სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 10%-ზე
მეტი გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულების
აუცილებლობა, მიმწოდებელს დაეკისრება მისი ანაზღაურება.
გ) მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში წარმდგენილი
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა განაახლოს (ხარჯთაღრიცხვის
ცვლილება) სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით.
2.6. კუთვნილება
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა,
ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალები ეკუთვნის შემსყიდველს და
რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა
სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის
გარეშე.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტის ნაწილის ან სრული
მოცულობის ელექტრონული ვერსია.
2.7. საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა
მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული
საპროექტო-სახარ-ჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 4 ეგზემპლარად და მისი
შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი.
ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა,
განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ხოლო
ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში, ამასთანავე, PDF ფორმატის თითოეული ფაილის
ზომა არ უნდა აღემატებოდეს 7 მეგაბაიტს.