Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Установка систем наведения и управления (Грузия - Тендер #64038469)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National assassment and examinations center
Номер конкурса: 64038469
Дата публикации: 20-05-2025
Сумма контракта: 315 127


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250009289
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.05.2025 14:57
Начало приема предложения 30.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 02.06.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 315`127.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 51900000-Установка систем наведения и управления
Коды классификатора
  • 51900000 - Установка систем наведения и управления
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 3`151 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ivane kvitaishvili :: 20.05.2025 13:19
  • Последнее исправление: giorgi ushveridze :: 20.05.2025 14:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=632269&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 24 საგამოცდო ცენტრში კომპიუტერული და ელექტრო ქსელის ინფრასტრუქტურის მონტაჟი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები

1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 24 საგამოცდო ცენტრში კომპიუტერული და ელექტრო ქსელის ინფრასტრუქტურის მონტაჟი (კომპიუტერული და ელექტრო ქსელების გამანაწილებლების ტექნიკური შემოწმება, ახლების დამზადება, ტრანსპორტირება ორივე მხარეს, დატვირთვა, ჩამოტვირთვა, მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა და შემდგომ დემონტაჟი).
2. საგამოცდო ცენტრებში არსებული ქსელის ინვენტარის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დანართი N2-ში.
3. აუცილებელია სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდეს სკოლების თანდართული სქემების შესაბამისად;
4. აუცილებელია მონტაჟის და დემონტაჟის სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებლის წარმომადგენელი დაუკავშირდეს საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს და მასთან შეთანხმებით დაგეგმოს სამუშაოების მიმდინარეობა და შეაჯეროს ადმინისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაცია სქემების და გრაფიკის შესახებ; ადმინისტრატორს მოუნიშნოს ყველა მაგისტრალური სვიჩის განლაგების ადგილი, რათა სწორად იქნეს დამონტაჟებული გენერატორთან დაკავშირებული როზეტი ვიდეოკამერების მონტაჟის განმახორციელებელი კომპანიის მიერ.
5. აუცილებელია მიმწოდებლის წარმომადგენლები დაესწრონ საგამოცდო ცენტრში ტექნიკურ და გენერალურ რეპეტიციებს, პრობლემების წარმოქმნისას აღმოფხვრან ისინი;
6. აუცილებელია მიმწოდებელმა შეადგინოს და შემსყიდველის საკონტაქტო პირს წარმოუდგინოს სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკი, როგორც მონტაჟის, ასევე დემონტაჟის დაწყების წინ და იმოქმედოს არსებული გრაფიკის შესაბამისად.
7. ყველა საგამოცდო სკოლის სასერვერო ოთახში უნდა იყოს შეყვანილი სკოლაში მოქმედი ინტერნეტის კაბელი, რომელიც უნდა წვდებოდეს სერვერის განთავსების ადგილამდე. გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს, რომ ეს ხაზი პირდაპირ იყოს დაკავშირებული სკოლის ძირითად სვიჩთან (საიდანაც ნაწილდება სკოლაში შემომავალი ინტერნეტი), ყოველგვარი შუა მოწყობილობის, სვიჩის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი კაბელი არსებობს ოთახში, უნდა შემოწმდეს და მასზე მოხდეს მარკირება თუ რისი კაბელია ეს, ხოლო თუ არ არის სასერვერო ოთახში მსგავსი ტიპის კაბელი, ან არის ისეთი კაბელი, რომელიც მიერთებულია არა ძირითად სვიჩთან, არამედ შუალედურ სვიჩთან, მისი გაყვანა უნდა მოხდეს სკოლის კომპიუტერული ოთახიდან ცალკე ხაზით. შესაბამისი მარკირებით.
8. ყველა საგამოცდო სკოლაში ადმინისტრატორის და კოორდინატორის ოთახებში უნდა იყოს შეყვანილი სკოლაში მოქმედი ინტერნეტის კაბელი, ოთახების ადგილმდებარეობა დაზუსტდეს ადმინისტრატორთან სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე.

I ეტაპი:
პირველი ნაწილი - მომზადება:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საწყობში და საგამოცდო ცენტრებში უნდა მოხდეს დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების გამანაწილებლების დახარისხება, დათვლა (ეცნობოს შემსყიდველს ელფოსტის საშუალებით ცენტრებში რაოდენობების შესახებ თანდართული ექსელის ცხრილით), გატესტვა, გადაწყობა, საჭირო რაოდენობის ახლის დამზადება და მიყვანა მუშა კონდიციამდე.
2. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების ახალი გამანაწილებლების დამზადება შემდეგი პირობით:
ა) კომპიუტერული და ელექტრო ქსელების ახალი გამანაწილებლების დასამზადებლად, საორიენტაციოდ 200-200 ცალი, გამოიყენება შემსყიდველის შემდეგი მასალები: ელექტრო კაბელი, ქსელის კაბელი, პლასტმასის მილები, გოფრირებული მილები, სამკაპები, ქუროები, როზეტები (დედალი), ელ.ჩანგლები (მამალი), რა რაოდენობის გამანაწილებლების დამზადებასაც ეყოფა შემსყიდველის მასალა. აღნიშნული მასალების მოთხოვნისთვის მიმწოდებელი გზავნის მოთხოვნას ელფოსტაზე (vsepashvili@naec.ge და nkiria@naec.ge) და მიღებისას აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს და სხვა აუცილებელ დოკუმენტაციას.
ბ) კომპიუტერული და ელექტრო ქსელების ახალი გამანაწილებლების დამზადება, საორიენტაციოდ 200-200 ცალი, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი და შემსყიდველის მასალით (ასე ვთქვათ შერეული მასალით), რისთვისაც შემსყიდველი გადასცემს მიმწოდებელს ცხრილში მითითებულ მასალას, კერძოდ:

1) დაბალი ძაბვის კაბელი - 1150 მეტრი;
2) UTP ქსელის კაბელი - 330 მეტრი;
3) პლასტმასის მილი - სრულად;
4) გოფრირებული მილი - 125 მეტრი;
5) სამკაპი - 900 ცალი;
6) ქურო - 1100 ცალი;
7) როზეტი - 700 ცალი;
8) ჩანგალი - 60 ცალი.

გ) სხვა სახარჯი მასალებით პროექტს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
3. საკომუტაციო ყუთების (სვიჩი) გატესტვა, საჭიროების შემთხვევაში გადაწყობა და ახლის დამზადება და მიყვანა სამუშაო კონდიციამდე, აუცილებელია საკომუტაციო ყუთს ჰქონდეს არანაკლებ 10 მ სიგრძის 1,5 მმ კვეთის ელ.კაბელი დენის წყაროსთან მისაერთებლად.
4. დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელის გამანაწილებლების და საკომუტაციო ყუთების (სვიჩი) დაკომპლექტება/მომზადება უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის ( შეკვრა და ა.შ.)
5. ტრანსპორტირების დაწყებამდე ელფოსტით (nkiria@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველის ფინანსურ განყოფილებას ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის.
6. უნდა მოხდეს დატვირთვა, ადგილამდე ტრანსპორტირება, ჩამოცლა, , შენობის პირველ სართულზე მითითებულ ადგილას დასაწყობება და ჩაბარება პასუხისმგებელ პირზე.
მეორე ნაწილი - კომპ. და ელ. ქსელის აწყობა:
1. არსებული სამაგისტრალო ლინკების გატესტვა, რომლებიც აკავშირებს ე.წ. სერვერის ოთახს საგამოცდო სექტორებთან. სერვერის ოთახი პირდაპირ არ უნდა უკავშირდებოდეს საგამოცდო სექტორებს. აუცილებელია სერვერიდან გამომავალი ხაზი უკავშირდებოდეს სვიჩს და შემდეგ სვიჩიდან გადიოდეს ხაზები სექტორებამდე. გამონაკლისია სამი საგამოცდო ცენტრი: ამბროლაურის, ხულოს და ოზურგეთის საგამოცდო ცენტრები. აუცილებელია სერვერთან მიმავალი ყველა ხაზი (სვიჩიდან თუ სექტორიდან) იყოს მარკირებული, რომელ სართულს/სექტორებს უკავშირდება ეს კონკრეტული ხაზი.
2. უნდა მოხდეს შემოწმება მიეწოდება თუ არა საგამოცდო სექტორებს ელ. ენერგია.
3. იმ შემთხვევაში თუ ქსელის კაბელები და ელექტრობა არ არის მიყვანილი საგამოცდო სექტორებში ან დაზიანებულია, ელექტრო და კომპიუტერული ქსელის კაბელები იქნება ხელახლა გასაყვანი მიმწოდებლის მასალებით და ხარჯით. (უნდა შემოწმდეს ადგილზე და უნდა შეუთანხმდეს პასუხისმგებელ პირს)
4. საკომუტაციო ყუთი (სვიჩი) და დროებითი კომპიუტერული და ელექტრო ქსელების გამანაწილებლები უნდა დამონტაჟდეს მაგიდებზე საგამოცდო სექტორებში (სწორედ დალაგდეს, შეიკრას, დამაგრდეს მაგიდაზე, გაიტესტოს ქსელის კაბელები, შემოწმდეს დენის მიწოდება ელ. როზეტებში, დაერთდეს კომუტატორზე), საკომუტაციო ყუთში აუცილებელია იყოს სათადარიგო ქსელის კაბელი, რომელიც აუცილებლად უნდა წვდებოდეს ყველა სამუშაო ადგილზე განთავსებულ ლეპტოპს. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა მისი გამოსწორება.
5. საკომუტაციო ყუთების და მაგისტრალური სვიჩების მონტაჟისთვის დამაგრძელებლების საჭიროების წინასწარ შეფასება და მოთხოვნა შემსყიდველის საწყობიდან (და არა საგამოცდო ცენტრში არსებული მარაგიდან).
6. საჭიროებიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრში, უნდა დამონტაჟდეს მაგისტრალური სვიჩები, რომლებიც ასევე დაერთებული უნდა იყოს დერეფნებში სპეციალურად დაყენებულ როზეტებზე, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდებიან გენერატორის ხაზს.
7. საგამოცდო ცენტრებად განსაზღვრულ ყველა საჯარო სკოლის სასერვერო ოთახში უნდა იყოს შეყვანილი სკოლაში მოქმედი ინტერნეტის კაბელი, რომელიც უნდა წვდებოდეს სერვერის განთავსების ადგილამდე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი კაბელი არსებობს ოთახში, ის უნდა შემოწმდეს და მასზე მოხდეს მარკირება თუ რისი კაბელია ეს, ხოლო თუ სასერვერო ოთახში არ არის მსგავსი ტიპის კაბელი, მისი გაყვანა უნდა მოხდეს სკოლის კომპიუტერული ოთახიდან შესაბამისი მარკირებით მიმწოდებლის მასალებით და ხარჯით.
8. მიმწოდებელმა მონტაჟის დასრულების და გენერალური რეპეტიციის ჩატარების შემდეგ უნდა გადააბაროს ქსელი საგამოცდო ცენტრში მყოფ ადმინისტრატორს და IT მენეჯერებს, რაზედაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი; ასევე ფიზიკურად უნდა მოხდეს მაგისტრალური სვიჩების განლაგების ჩვენება.
9. მიმწოდებელმა ყველა საგამოცდო ცენტრში უნდა დატოვოს ჯეკმეიკერი (ერთი ან ორი, საგამოცდო ცენტრის სიდიდიდან გამომდინარე) და ჯეკების გარკვეული რაოდენობა (ჩააბაროს IT მენეჯერს მიღება-ჩაბარების აქტით და ასევე დაიბრუნოს ჯეკმეიკერი და ჯეკების დარჩენილი (არსებობის შემთხვევაში) ნაწილი.
10. მიმწოდებელმა აღნიშნული პროექტისთვის უნდა გამოყოს საკონტაქტო პირი.

II ეტაპი:
მესამე ნაწილი - დროებითი ქსელის დაშლა და ტრანსპორტირება:
1. საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდეგ საკომუტაციო ყუთი, კომპ. და ელ. ქსელი უნდა დაიშალოს და მომზადდეს ტრანპორტირებისთვის (ნაწილობრივად დაიშალოს, შეიკრას, დახარისხდეს და გადაითვალოს) ტრანსპორტირების დაწყებამდე ელ.ფოსტით (nkiria@naec.ge) უნდა ეცნობოს შემსყიდველის ფინანსურ განყოფილებას ინვენტარის სახეობების და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო ზედნადებისთვის
2. ტრანსპორტში დაიტვირთოს და პასუხისმგებელ პირთან ერთად განახორციელოს რაოდენობრივად ჩაბარება. გამოგზავნილ მასალას აუცილებლად უნდა ახლდეს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, მასალის ჩამონათვალისა და რაოდენობების მითითებით. შემოწმდეს უკან დაბრუნებული მასალების და აპარატურის რაოდენობა
3. ინვენტარის საგამოცდო ცენტრში დასაწყობების შემთხვევაში (რის შესახებაც ეცნობება მიმწოდებელს დამატებით), დაითვალოს როგორც მანამდე არსებული ასევე მიმწოდებლის ჩატანილი ადგილზე დასატოვებელი ინვენტარის რაოდენობა და ეცნობოს შემსყიდველს ელფოსტის საშუალებით რაოდენობების შესახებ თანდართული ექსელის ცხრილით, რაზედაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტი. ადგილზე დასატოვებელი გამანაწილებლები უნდა შეიკრას პლასტმასის ხამუთებით და არა სკოჩით.
4. საწყობში (თბილისი, ე. მინდელის ქ.N9) მოტანის და ჩაბარების მომენტში უნდა შემოწმდეს მოტანილი მასალების და აპარატურის რაოდენობა და ჩაბარდეს პასუხისმგებელ პირს.
5. ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
6. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანგარიში თითოეული საგამოცდო ცენტრის მიხედვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრები), ინფრასრუქტურის ასაწყობად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალი და საორიენტაციო რაოდენობები მოცემულია დანართ N2-ში.

2. აპარატურის მონტაჟის დასრულების და მუშა მდგომარეობაში მოყვანის საორიენტაციო ვადაა არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისი (ტექნიკური რეპეტიციის წინა დღე).

3. მიმწოდებელი ვალდებულია დემონტაჟი განახორციელოს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა (გამოცდების დასრულების ზუსტი გრაფიკი საგამოცდო ცენტრების მიხედვით მიმწოდებელს ეცნობება დამატებით). ხოლო ტრანსპორტირება (მისამართზე: ქ.თბილისი, ე.მინდელის ქ.N9-ში) განახორციელოს დემონტაჟის შემდგომ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები (საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები) მოცემულია დანართ N2-ში.
2. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი ინვენტარის დაუზიანებლად უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს მითითებულ ფართში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ე.მინდელის N9.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ქსელის და დენის ინფრასტრუქტურის (სავალდებულოა ორივე სახეობის სამუშაოს გამოცდილება) მონტაჟის გამოცდილება ბოლო 5 წლის (2020-2024 წ.წ.) განმავლობაში და თითოეულ წელზე უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი შესრულებული სამუშაოს დამადსასტურებელი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

2. პრეტენდენტის მიერ 2020-2024 წლებში ანალოგიური სამუშაოების (კომპიუტერული ქსელის ან/და დენის ინფრასრუქტურის მონტაჟი) შესრულების მოცულობა ჯამურად უნდა აღემატებოდეს 400 000 ლარს, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა და მიღება ჩაბარების აქტები. თუ აღნიშნული დოკუმენტები რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/NAT/CMR ნომერი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი რეგისტრირებული არ არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მაშინ ისინი უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი უნდა ფლობდეს ხარისხის მართვის საერთაშორისო (ISO) სერტიფიკატს და სერტიფიცირების სფეროში აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული „სუსტი დენების“ და საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების მიწოდება ინსტალაცია მომსახურება ან პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ ერთი სერტიფიცირებული თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია კომპიუტერული ქსელების მიმართულებით ექსპერტის დონის სერტიფიკატი. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (სანოტარო წესით დამოწმებული).

2. სერტიფიცირებული თანამშრომელის შემთხვევაში პრეტენდენტმა სერტიფიკატთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი სერტიფიცირებული თანამშრომელი არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუშაობს აღნიშნულ პრეტენდენტთან კომპანიაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

4 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

8 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 6.1 და 6.2 პუნქტებში მოთხოვნილი პროცენტული რაოდენობები განახევრდება.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი უშვერიძე, 599900262, gushveridze@naec.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• ფასების ცხრილს დანართ N1-ში მოცემული ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და ფასები. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულყოფილად მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, დღგ-ს ჩათვლით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

• კომპიუტერული ქსელის და დენის ინფრასრუქტურის მონტაჟის გამოცდილების შესახებ, დანართი N3-ის და სატენდერო კითხვარის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

• ხარისხის მართვის საერთაშორისო (ISO) სერტიფიკატი ან პრეტენდენტის თანამშრომლის კომპიუტერული ქსელების მიმართულებით ექსპერტის დონის სერტიფიკატი, 2.7.1. პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (სანოტარო წესით დამოწმებული).

• სერტიფიცირებული თანამშრომელის შემთხვევაში დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი სერტიფიცირებული თანამშრომელი არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუშაობს აღნიშნულ პრეტენდენტთან კომპანიაში.

10.1.2. პრეტენდენტი, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენით, გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პირობებზე.

10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს, დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru