ტექნიკური დავალება
1. 2025 წლის გამოცდების ჩასატარებლად 24 საგამოცდო ცენტრში და ცენტრის
ოფისში (ოფისში სულ 20 კამერა, ე. მინდელის 9 ) მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის აწყობა და საექსპლუატაციო
რეჟიმში მოყვანა. საგამოცდო ცენტრებში სამუშაოების დაწყებამდე,
აუცილებელია როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ინფორმირება, ასევე საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორთან
დაკავშირება.
2. აღნიშნული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ასაწყობად საჭირო აპარატურის
(აღნიშნული აპარატურა ინახება ცენტრში) და გამოსაყენებელი სამონტაჟო
მასალის ჩამონათვალი და ჯამური საორიენტაციო რაოდენობები მოცემულია
დანართ N3-ში და დანართ N1-ში ფასების ცხრილში.
3. საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები იხილეთ დანართ
N3-ში.
4. ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში სრულად არის დასამონტაჟებელი
გენერატორის ხაზთან დამაკავშირებელი ზედაპირზე დასამაგრებელი დენის
შტეფსელები.
5. საგამოცდო ცენტრებად განსაზღვრულ ყველა საჯარო სკოლის
კოორდინატორის ოთახში და ასევე ოთხი სკოლის სასერვერო ოთახში ((ესენია:
ქუთაისის N23, ბათუმის N14, თბილისის N39 და თბილისის N191 საჯარო სკოლები), უნდა
იყოს დამონტაჟებული გენერატორის ხაზთან დამაკავშირებელი ზედაპირზე
დასამაგრებელი დენის შტეფსელი (ანალოგიური როგორც საგამოცდო
სექტორებშია). სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ყველა
საგამოცდო სკოლაში უნდა გადამოწმდეს ასეთი შტეფსელები, როგორც
სასერვერო ოთახებში, ასევე საგამოცდო სექტორებში და დაზიანებულის
დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი აღდგენა;
6. აუცილებელია ვიდეოსათვალთვალო აპარატურის მონტაჟი განხორციელდეს
სკოლების თანდართული სქემების შესაბამისად; ვიდეოთვალის განთავსების
ადგილი სქემებზე აღნიშნულია წითელი ფერით. ვიდეოთვალის ადგილის შეცვლა
დასაშვებია, მხოლოდ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის მიერ
მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შემსრულებელმა აუცილებელია
სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე შეაჯეროს ადმინისტრატორის ხელთ
არსებული ინფორმაცია სქემების შესახებ;
7. აპარატურის ტრანსპორტირების დაწყებამდე ელფოსტით (nkiria@naec.ge) უნდა
ეცნობოს შემსყიდველის ფინანსურ განყოფილებას ინვენტარის სახეობების
და რაოდენობების შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია სატრანსპორტო
ზედნადებისთვის. უსაფრთხო ტრანსპორტირების, ჩატვირთვა გადმოტვირთვის,
დასაწყობების (შემსყიდველის მიერ მითითებულ ფართში და სართულზე)
ხარჯების გაწევა და მტვირთავი პერსონალით უზრუნველყოფა ხდება
მიმწოდებლის მიერ;
8. მიმწოდებელმა უნდა დაიცვას ვიდეოთვალთვალის გზით მოპოვებული
მონაცემების უსაფრთხოება და არ დაუშვას მათზე არაუფლებამოსილი
პირების წვდომა, რაც, მათ შორის, მოიცავს: ვიდეოჩამწერ მოწყობილობებზე
პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით საგამოცდო ცენტრის დაცული
ლოკალური ქსელით უზრუნველყოფას; ცენტრის მიერ განსაზღვრული
ვიდეოოპერატორებისათვის ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ მონაცემებზე
პროგრამული უზრუნველყოფით წვდომის მიზნით, ადმინისტრატორის სრული
ფუნქციებით,ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერებისა და პაროლების
გაწერას.
9. მიმწოდებელი ვალდებულია თავის უფლებამოსილ თანამშრომელზე, რომელიც
შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამის
საგამოცდო ცენტრში ახორციელებს ჩამწერ მოწყობილობებში დაცულ
მონაცემებთან წვდომას, გაწეროს ინდივიდუალური მომხმარებლის იუზერი და
პაროლი, რომელიც ცნობილი უნდა იყოს მხოლოდ აღნიშნული თანამშრომლისთვის
და მან არ უნდა დაუშვას მითითებული მონაცემების სხვა პირებისთვის
გადაცემა.
10. მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეულ საგამოცდო ცენტრში, თითოეული
ვიდეოოპერატორისათვის გაწერილი ინდივიდუალური მომხმარებლის
იუზერებისა და პაროლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საგამოცდო
ცენტრის ვიდეოოპერატორს.
11. მიმწოდებელი ვალდებულია თანდართული ცხრილის შესაბამისად და
სიმძლავრეების მიხედვით, დაარიგოს საგამოცდო ცენტრებში
შემსყიდველისგან მიღებული გენერატორები; საგამოცდო ცენტრებში
12. მიმწოდებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად
მოათავსოს საკაბელო არხებში ახალი გაყვანილი კაბელები.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 24 საგამოცდო ცენტრში
ვიდეოსათვალთვალო აპარატურის და ქსელების ტექნიკური შემოწმება,
მონტაჟი, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა და შემდგომ
ვიდეოსათვალთვალო აპარატურის დემონტაჟი.
2. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთი ვიდეოკამერით საგამოცდო სექტორის
სრულად დაფარვა. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კონტროლი კეთდება თუ
არა ყველა ჩამწერზე ყველა კამერის ჩანაწერი.
3. მიმწოდებელმა საგამოცდო ცენტრებში უნდა მოახდინოს სისტემების
მონტაჟი შემდეგი კონფიგურაციებით:
• ერთიდან ოთხ კამერამდე 1 ციფრული ჩამწერზე;
• ერთიდან რვა კამერამდე 2 ციფრულ ჩამწერზე;
• დღეში უწყვეტი 12 საათიანი ჩაწერა მინიმუმ 18 კადრი წამში, არანაკლებ 1280/720
გარჩევადობით კამერაზე. საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ (19:00
საათიდან დილის 7:00 საათამდე) აპარატურა უნდა ირთვებოდეს და რეაგირებდეს
მხოლოდ მოძრაობაზე.
4. ყველა საგამოცდო ცენტრის ყველა საგამოცდო სექტორში
ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობები (ვიდეოკამერები, სვიჩები და ჩამწერი
მოწყობილობები) და ზედაპირზე დასამაგრებელი შტეფსელები აუცილებლად
უნდა იყოს დაკავშირებული გენერატორთან.
5. აუცილებელია მიმწოდებელმა შეამოწმოს გაყვანილობა, არის თუ არა დაცული
ქვემოთ მოყვანილი პირობები, არსებობის შემთხვევაში აღმოფხვრას
უზუსტობები, ხოლო არ არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი
ღონისძიებები. კერძოდ, უნდა იყოს გაყვანილი სამი დამოუკიდებელი
ქსელი:
1. ვიდეოკამერების ქსელის ხაზი ვიდეოკამერების, ენვეერების და სვიჩების
დასაკავშირებლად სამეთვალყურეო კომპიუტერებთან(ვიდეოოპერატორის და
კოორდინატორის ოთახში);
2. ვიდეოკამერების ელექტრო ქსელი, რომელიც ვიდეოკამერებს აკავშირებს
ჩამწერ მოყობილობებთან და სვიჩებთან. ამ გზით მიეწოდება
ელექტროენერგია ვიდეოკამერებს, ჩამწერ მოწყობილობებს და სვიჩებს;
3. შტეფსელების ქსელი. შტეფსელი აუცილებელია განთავსებული იყოს
საგამოცდო სექტორებში სექტორის წინა მხარეს, ვიდეოკამერის
განთავსების კედელზე, ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, ასევე სასერვეროში,
კოორდინატორის ოთახში და ყველა სართულის დერეფანში, ადმინისტრატორის
მიერ მითითებულ ადგილას (კაბელი უნდა იყოს 2,5 მმ კვეთის). ეს უნდა იყოს
ცალკე ხაზი, რომელიც უკავშირდება გენერატორს.
ამ პუნქტის მე-2 და მე-3 ნაწილში აღწერილი ხაზები უნდა მიდიოდეს
გენერატორამდე ცალ-ცალკე. ადმინისტრატორის მიერ მითითებულ ადგილას
უნდა დამონტაჟდეს გენერატორიდან გამომავალ 2,5 კვეთის კაბელზე
გამანაწილებელი.
გამანაწილებელი ისეთ ადგილას უნდა იყოს განთავსებული, რომ შესაძლებელი
იყოს ამ ორივე ქსელის გადართვა შენობის ძირითადი დენიდან გენერატორის
ხაზზე.
6. არ უნდა მოხდეს თანხვედრა სხვა რომელიმე აპარატურის ელექტრო ქსელზე.
კერძოდ, ლეპტოპები და ვიდეო სათვალთვალო სისტემა ერთ ელექტრო ხაზზე არ
უნდა იყოს მიერთებული. შესრულებული სამუშაოს გადაბარებამდე
ვიდეოოპერატორის თანდასწრებით უნდა მოხდეს შემოწმება იმისა, რომ
აპარატურის გათიშვის შემთხვევაში არ მოხდეს ჩამწერ მოწყობილობაზე
თარიღის არევა/შეცვლა. ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს
ხარვეზის აღმოფხვრა, რათა ამ მიზეზით არ მოხდეს საგამოცდო პროცესის
ჩაწერის შეწყვეტა.
7. აუცილებელია თითოეულ საგამოცდო ცენტრში ვიდეოსათვალთვალო
აპარატურის მონაცემების მონიტორზე გამოტანა როგორც ვიდეოოპერატორის
სამეთვალყურეო, ასევე საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ოთახებში
განთავსებულ მონიტორებზე.
8. აუცილებელია მიმწოდებელმა მონტაჟის დასრულებისა და შესრულებული
სამუშაოს გადაბარების შემდეგ, საგამოცდო ცენტრის ვიდეოოპერატორს
გაუწიოს ტექნიკური ხასიათის ინსტრუქტაჟი, საჭიროების შემთხვევაში
წერილობითაც. მიმწოდებლის წარმომადგენელმა არ უნდა დატოვოს საგამოცდო
ცენტრი იქამდე, სანამ ადმინისტრატორი არ დაუდასტურებს სისტემის
გამართულად მუშაობას.
9. გარკვეულ საგამოცდო სექტორებში საჭიროა ორ-ორი კამერის დამონტაჟება.,
სექტორების სავარაუდო რაოდენობა დანართ N2-ში ნაჩვენებია სვეტში:
"საუბრის ოთახებისთვის", ხოლო თანდართულ ნახაზებზე ამ კატეგორიის
სექტორებში დატანილია ვიდეოთვალის შესაბამისი აღნიშვნები და
დამატებითი კამერები დანომრილია. დაზუსტებული ინფორმაცია
მიმწოდებელს ეცნობება ადმინისტრატორის მიერ სამონტაჟო სამუშაოების
დაწყებამდე ადგილზე.
10. აუცილებელია მიმწოდებელმა აპარატურის დემონტაჟისას
ადმინისტრატორისგან ჩაიბაროს ჩამწერი მოწყობილობები დასტიკერებული,
რომლებზეც დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
1. საგამოცდო ცენტრის დასახელება,
2. სექტორის ნომრები და თარიღი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ჩამწერი მოწყობილობის სტიკერზე დატანილი
ინფორმაცია სრულად გადაიტანოს შესაბამისი ყუთის სტიკერზე.
4. ასევე უნდა იყოს დასტიკერებული ის აპარატურაც, რომელიც სამუშაო
პროცესში გამოვიდა მწყობრიდან.
11. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს კაბელების და აპარატურის
დაუზიანებლად. დემონტაჟის შემდეგ შემსყიდველს მისი კუთვნილი
აპარატურა დაუზიანებლად უნდა ჩაბარდეს და დასაწყობდეს შემსყიდველის
მიერ მითითებულ სართულზე და სათავსოში, მისამართზე ქ.თბილისი,
ე.მინდელის N9. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა ჩააბაროს ასევე ის
აპარატურაც, რომელიც სამუშაო პროცესში გამოვიდა მწყობრიდან. აღნიშნულ
აპარატურას უნდა ჰქონდეს შესაბამისი წარწერა.
12. აპარატურის სრული რაოდენობა (გენერატორების ჩათვლით) ერთი გადაცემით
სრულად გადაეცემა მიმწოდებლის ერთ უფლებამოსილ პირს და მისგანვე
მოხდება აპარატურის უკან დაბრუნება ერთი დაბრუნებით სრულად, რაზედაც
შედგება შესაბამისი დოკუმენტი.
13 აპარატურის ტექნიკური შემოწმება, ტრანსპორტირება, მონტაჟი,
საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა, დემონტაჟი და ყველა სხვა ქმედება
დაკავშირებული აღნიშნულ მომსახურებასთან უნდა მოხდეს მიმწოდებლის
პერსონალით, ძალებითა და ხარჯით.
14. აპარატურის დასამონტაჟებლად გამოყენებული უნდა იქნეს მაღალი
ხარისხის ქსელის კაბელი (UTP CAT5) და დენის კაბელები, ასევე სხვა საჭირო
დამხმარე სამონტაჟო მასალა. ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული
მომსახურების და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალის მიხედვით,
გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. მიღება-ჩაბარების
აქტში დამონტაჟებული აპარატურის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია და
რეზერვად საგამოცდო ცენტრში დატოვებული აპარატურა უნდა იყოს
გამიჯნული..
15. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ანგარიში (ხარჯთაღრიცხვა),
თითოეული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, ფაქტობრივად გაწეული
მომსახურებისა და ფაქტობრივად გახარჯული სამონტაჟო მასალების
რაოდენობების შესახებ. არასწორად წარმოდგენილი დოკუმენტაციის
შემთხვევაში, შესწორებული დოკუმენტის მიწოდება საგამოცდო
ცენტრისთვის უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა საკუთარი
შესაძლებლობებით.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. ვიდეოაპარატურის მონტაჟისას დაიცვას მისთვის გადაცემული
ვიდეოთვალთვალისათვის განკუთვნილი მოწყობილობების ფიზიკური
უსაფრთხოება.
2. მის ხელთ არსებული მონაცემის მესამე პირთა მიერ დამუშავების
მოთხოვნის თითოეულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს და
მისი დავალების/მითითების გარეშე არ დაუშვას მონაცემებზე მესამე პირთა
წვდომა.
3. მონაცემთა დამუშავებისას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
4. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში,
მოთხოვნისთანავე გადასცეს შემსყიდველს მის ხელთ არსებული
მონაცემები.
5. არ დაუშვას ამ ხელშეკრულებისგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი
მიზნით და ფარგლებში მონაცემთა შემდგომი დამუშავება.
6. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების
გაუქმების/შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება.