საქონლის (ძროხის) დარბილებული ხორცი-ახალი, გაცივებული
• ხორცი უნდა იყოს ძროხის/ხარის, ახალი, გაუყინავი, გაცივებული,
ძვალგამოცლილი;
• ხორცი არ უნდა იყოს ბებერი ძროხის/ხარის;
• ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი-მოწითალო, სუნი -
დამახასიათებელი ახალი ხორცისათვის, კონსისტენცია და სხვა)
დამაკმაყოფილებელი;
• სისხლისგან სრულად დაწრეტილი, მშრალი, სისხლჩაქცევების გარეშე,
დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული,
რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის
ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა წებოვანი;
• არ უნდა შეიცავდეს ძარღვებს, ცალკე ნეკნებს შორის ამონაჭრებს,
ხრტილებს, ქონს, ანათლელებს, ქონისებრ აპკს („ტყლარწს“);
• ცილა არანაკლებ - 19%, ცხიმი არაუმეტეს - 16%.
• თითეული ნაჭრის სისქე არანაკლებ 3 (სამი) სანტიმეტრი, წონა არანაკლებ 1
(ერთი) კგ.
• საქონლის დაკვლა, ხორცის დამუშავება (მათ შორის დარბილება) და
სარეალიზაციოდ მომზადება უნდა განხორციელდეს სასაკლაოში/საწარმოში (
სასაკლაოს/ საწარმოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
მინიჭებული უნდა ქონდეს აღიარება/ პირობითი აღიარება);
• დარბილებული ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს სასაკლაოში გაცივების
დამთავრებიდან არანაკლებ 48 საათი +2-+6 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურული
რეჟიმის პირობებში. მიწოდების დროს, შენახვის ვადა დარჩენილი უნდა იყოს
არანაკლებ 34 საათი. ამასთან, საქონლის დაკვლიდან გასული არ უნდა იყოს 20
საათზე მეტი.
• მოწოდება უნდა განხორციელდეს პლასტმასის სურსათის თავსებადი
ჰაერგამტარი ყუთებით (ცარიელი ყუთი ექვემდებარება დაბრუნებას, შემდგომ
მიწოდებამდე ყუთმა უნდა გაიაროს დამუშავება სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების შესაბამისად).
•ხორცის სასაკლაოში/საწარმოში შენახვისას, ტრანსპორტირებისას დაცული
უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარულ
-ჰიგიენური მოთხოვნები.
• ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივრით) სადაც დაცული იქნება შენახვის
ტემპერატურული ( +2-+6 გრადუსი ცელსიუსი) პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმები. თითოეული მანქანა რეფრეჟერატორი უნდა იყოს აღჭურვილი
ტემპერატურული რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.
• ხორცი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული სასაკლაოში/საწარმოში,
ეტიკეტზე სხვა აუცილებელ მონაცემებთან ერთად აუცილებლად დატანილი
უნდა იყოს: ვეტერინარული მოწმობის (ფორმა #2) ნომერი, დაკვლის თარიღი,
ხორცის გაციების დღე და საათი), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118
დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის
პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების შესაბამისად.
• საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას
ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2.
• შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს
ყველა იმ ინფორმაციის, ჩანაწერის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის
ქონის ვალდებულებაც ეკისრება ბიზნესოპერატორს მიკვლევადობის
განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577
დადგენილების “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი
პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად.
• შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია წარუდგინოს მას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ
გაცემულ გამოცდის ოქმებზე დაყრდნობით განსაზღვრული ინფორმაცია
საქონლის ვარგისიანობის ვადის შესახებ, აგრეთვე შესაბამისი გამოცდის
ოქმები.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 და დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის
სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური
რეგლამენტის შესაბამისად და ასევე 2016 წლის 9 მარტის N118 ტექნიკური
რეგლამენტის „ საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების
ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესაბამისად.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.