Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #63850887)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 63850887
Дата публикации: 14-05-2025
Сумма контракта: 260 514


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008858
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.05.2025 17:45
Начало приема предложения 24.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.05.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 260`514.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`605 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli beneliani :: 05.05.2025 16:59
  • Последнее исправление: irakli beneliani :: 13.05.2025 17:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=630726&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" მიერ შაორის "ახალგაზრდული ბანაკის" ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოს აღწერა მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში და ტექნიკურ დავალებაში (იხ. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა და ტექნიკური დავალება);

1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება სამშენებლო სფეროში მოქმედი წესებისა და ნორმების სრული დაცვით ("სამშენებლო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი);

1.2.3 სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული/დამონტაჟებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.

1.2.4 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალები და მოწყობილობები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან; თუ შემოთავაზებული მასალები არ შეესაბამება შემსყიდველის მოთხოვნებს ან ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს მიმწოდებელი ვალდებულია შესთავაზოს შემსყიდველს მისთვის მისაღები სხვა მასალები.

1.2.5 მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა;

1.2.6 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების დაგროვება/გატანა დადგენილი წესების (საქართველოს კანონი-ნარჩენების მართვის კოდექსი) შესაბამისად. აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს;

1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვამდე;

1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით, მათ შორის ხელშეკრულების შეუფერხებლად შესრულებისათვის საკმარისი ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით, მასალებით და სხვა;

1.2.9 მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები ("მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილება);

1.2.10 არსებული მასალა, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება სამუშაოების წარმოების დროს, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დარჩეს შემსყიდველის საკუთრებაში;

1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ეტაპობრივად მოახდინოს ტექნიკური დოკუმენტაციის (სამშენებლო მასალების სერტიფიკატები-ხარისხის ან/და შესაბამისობის ან/და მწარმოებლის) შეთანხმება შემსყიდველთან;

1.2.12 ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია;

1.2.13 პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);

1.2.14 პრეტენდენტს უფლება აქვს წინასწარ, ტენდერში წინადადების წარდგენამდე, მოახდინოს ობიექტის დათვალიერება და გაეცნოს სამუშაოების შესრულების ადგილას არსებულ სიტუაციას;


შენიშვნა: მიმწოდებელმა სრულად უნდა გაითვალისწინოს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 ივლისისა, ხოლო მიმწოდებელმა ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო პირობების, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად;

1.5.2 სამუშაოების შესრულების ადგილია ამბროლაურის რაიონი, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს შაორის "ახალგაზრდული ბანაკი";

1.5.3 სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოყენებული/დამონტაჟებული ყველა მასალა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და მაღალი ხარისხის;

1.5.4 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) წარდგენის შემდგომ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით;


1.5.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმართოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებულ პირს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით (აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

1.5.6 ექსპერტიზის ღირებულება გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯთან ერთად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) თვიანი საგარანტიო ვადა. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში ატვირთული დანართი N5-ის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;

1.6.2. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა;

1.6.3 შემსყიდველის მიერ, საგარანტიო ვადის გასვლამდე, განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავება.

1.6.4. შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების ეტაპზე დაკავებული თანხა (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%) წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას.

1.6.5. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული 2.5%-ის დაბრუნებისა და საგარანტიო ვადასთან დაკავიშრებული პირობები წარმოდგენილია ხელშეკრულების პროექტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ფაქტობრივად ჯამურად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 390 771 (სამას ოთხმოცდაათი ათას შვიდას სამოცდათერთმეტი) ლარის ღირებულების ანალოგიური (შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან/და რეკონსტრუქციის, ან/და რეაბილიტაციის/რემონტის) სამუშაოები.

2.2.1.2 პრეტენდენტმა, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის მოთხოვნების დასადასტურებლად, უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული შევსებული დანართი N2, ანალოგიური სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით, დამკვეთის/შემსყიდველისა და პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დადასტურებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2).


2.2.1.2.1 სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს დასრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია ამ პუნქტის 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ ჯამურ ღირებულებაზე, გათვალისწინებული იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ, არაუმეტეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);

2.2.1.2.2 სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.


2.2.1.2.3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).


2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2 (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.2.1.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:

2.2.1.5.1 ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.

2.2.1.5.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში ატვირთული დანართი N4ის შესაბამისად.

2.2.1.5.3 ამხანაგობის წევრთა გამოცდილების შეკრება არ დაიშვება.

2.2.1.6. ქვეკონტრაქტორის გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად, რის დასადასტურებლად შემსყიდველს უნდა წარედგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


2.2.1.7. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეკრება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

2.2.1.8 თუ პრეტენდენტს სამუშაოები შესრულებული აქვს სხვა ქვეყანაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მოცემული სამუშაოების ძირითადი შემსყიდველის უფლებამოსილი პირის ან ორგანიზაციის მიერ (ქვეყნიდან სადაც ჩატარებულია სამუშაოები) გაცემული წერილი ჩატარებული სამუშაოს დადასტურების შესახებ.


2.2.1.9 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. პრეტენდენტმა წინადადების წარდგენის ეტაპზე/ხელშეკრულების დადების შემდგომ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;

2.8.1.2. პრეტენდენტის მიერ წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

2.8.1.3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;

2.8.1.4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;

2.8.1.5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან.

2.8.1.6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.8.1.7. ქვეკონტრაქტორის გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად, რის დასადასტურებლად შემსყიდველს უნდა წარედგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა:

• ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა სავალდებულოა Microsoft Excel Worksheet-ის ფაილის ფორმატით.

• იმ შემთხვევაში, თუ ხარჯთაღრიცხვა არ იქნება წარმოდგენილი, განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.


2) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5 (თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადაზე)

3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად, ხოლო ამხანაგობის შემთხვევაში დამატებით დანართი N4) და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა). ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დადებითი დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნული არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენა უნდა განხორციელდეს ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილების შესაბამისად. სავალდებულო არ არის სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნას/ინსპექტირების ანგარიშს თან ერთოდეს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ძირითადი მასალების ინვოისების, ხელშეკრულებების (მათ შორის, წინარე ან პირობადადებული ხელშეკრულებების), ზედნადებების, სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და იჯარის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც გამოყენებულ იქნა კვლევაში.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.2.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
5.1.2.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
5.1.2.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 5.1.2.1 და 5.1.2.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.3.1 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
5.1.3.2 ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
5.1.3.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 5.1.3.1 და 5.1.3.2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

5.1.4.1 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.1.4.2 ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.4.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4.2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ)ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრ(ებ)ს არ გააჩნიათ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

(2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

5.1.6.1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაცია

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru