Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #63850885)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Georgia Solid Wastes Management Company
Номер конкурса: 63850885
Дата публикации: 14-05-2025
Сумма контракта: 844 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250008860
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.05.2025 17:52
Начало приема предложения 31.05.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.06.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 844`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233226 - Строительство подъездных путей
  • 45262600 - Различные специализированные строительные работы
Срок подачи სამუშაო უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
მრავალწლიანი შესყიდვა (2025-2026 წლის სახსრებით).
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ქ. სამტრედიის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა. შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 წელს.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`000.00 GEL
Размер гарантии 8`440 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar potskhverashvili :: 13.05.2025 12:33
  • Последнее исправление: nodar potskhverashvili :: 13.05.2025 17:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=631447&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ქ. სამტრედიის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა (CPV45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები; CPV45233226 - მისადგომი გზის მშენებლობა; CPV45262600 - სხვადასხვა სახის სპეციალური სამშენებლო სამუშაოები;).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოს აღწერა და მოცულობები მოცემულია პროექტში (PDF ფაილში) და ხარჯთაღრიცხვაში.
1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია პოლიგონზე საიზოლაციო გრუნტის შეტანამდე, შესატანი მასალის ნიმუში შეათანხმოს შემსყიდველთან ან შემსყიდველის მიერ დაქირავებულ საზედამხედველო კომპანიასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ მიიღოს სამუშაო.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაო უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა უნდა შესრულდეს სამუშაოების მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%.
- იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შესრულებული იქნება სამუშაოს მთლიანი ღირებულების მხოლოდ 10% ან ნაკლები, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში გამოითხოვოს საავანსო თანხა, მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 5% გადახდა და მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელდეს: ქ. სამტრედიის ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე (მის: სამტრედიის რაიონი, სოფელი ოფეთი, ს/კ: 34.12.41.121).

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებულ სამუშაოზე ვრცელდება საგარანტიო ვადა სამუშაოს საბოლოო მიღებიდან 1 (ერთი) კალენდარული წელი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს წარმოქმნილი/გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2019 წლის 1 იანვრიდან - ტენდერში “წინადადებების მიღება იწყება“ სტატუსის მინიჭების დღის ჩათვლით, შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 2 000 000 ლარის ღირებულების მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, რომლებიც უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვანი მოცულობის მიწის სამუშაოებსაც (მოჭრა, გადატანა, ყრილის მოწყობა, შემკვრივება, გრუნტის დამბებისა და წყალარინების (არხები) მოწყობა, ნიპირსამაგრი სამუშაოები, ქვიშა ხრეშოვანი გზების მოწყობის სამუშაოები). ამასთან, პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი მთლიანი გამოცდილების დამადასტურებელი შესრულებიდან უნდა გააჩნდეს - 500 000 ლარის ღირებულების მიწის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. დანართი N1 მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებები, ხელშეკრულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) და ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო საგადახდო დავალება ან სალაროს ჩეკი ან ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).

შენიშვნა:

1) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ სალაროს ჩეკის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, მას უნდა ახლდეს შემოსავლების სამსახურის ცნობა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის თაობაზე.
2) მითითებული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული შესყიდვის განცხადების ნომრები (SPA, NAT, CMR და სხვა), რომლის საშუალებითაც შემსყიდველს ექნება საშუალება, განიხილოს ზემოხსენებული გამოცდილების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, საკუთარი და/ან საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ან/და აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (იჯარა, ქირავნობა, თხოვება, ლიზინგი და ა.შ.) უნდა გააჩნდეს შემდეგი მანქანა-მექანიზმები:
1) ბულდოზერი, სიმძლავრით არანაკლებ 79 კვტ. - 1 ერთეული.
2) ექსკავატორი უკუჩამჩიანი - 1 ერთეული.
3) ავტოთვითმცლელები - არანაკლებ 4 ერთეული.
4) საგზაო ვიბროსატკეპნი (ეგრეთ წოდებული “კატოკი“) - არანაკლებ 1 ერთეული.
აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია დანართი N2 - ის შესაბამისად და ასევე, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მანქანა-მექანიზმების შსს-მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობების (ტექნიკური პასპორტების) ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის ასლები (აუდიტის დასკვნა და სხვა), ხოლო, სარგებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებების (იჯარა, ქირავნობა, თხოვება, ლიზინგი და ა.შ.) ასლები და მეიჯარის, გამქირავებლის, გამნათხოვრებლის (და ა.შ.) მანქანა-მექანიზმების საკუთრების დამადასტურებელი შსს-მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობების (ტექნიკური პასპორტების) ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის ასლები (აუდიტის დასკვნა და სხვა).
2.3.1.2 მოთხოვნილი მანქანა-მექანიზმებიდან არანაკლებ 2 ერთეული უნდა იყოს პრეტენდენტის საკუთრებაში ან/და განკარგავდეს ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით საკუთრება ან/და ლიზიგით განკარგვა უნდა დასტურდებოდეს ტენდერში “წინადადებების მიღება იწყება“ სტატუსის მინიჭების დღის ჩათვლით.
2.3.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტით მოთხოვნილი საკუთრებაში მყოფნი ან/და ლიზინგით აღებული ტექნიკიდან ერთი მაინც უნდა იყოს ბულდოზერი/ექსკავატორი/საგზაო ვიბროსატკეპნი.
2.3.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ტექნიკა არ უნდა მეორდებოდეს შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ სხვა მიმდინარე ელექტრონულ ტენდერში, მათ შორის ისეთ ტენდერში რომლის შედეგად დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ არის შესრულებული სრულად. აღნიშნული პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტით მოთხოვნილ საკუთრებაში მყოფ ან/და ლიზინგით განკარგულ ტექნიკაზე, თუმცა მათ სანაცვლოდ პრეტენდენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სახეობის სხვა ტექნიკის სარგებლობის დამადასტურებელი ხელშეკრულებების (იჯარა, ქირავნობა, თხოვება, ლიზინგი და ა.შ.) ასლები და მეიჯარის, გამქირავებლის, გამნათხოვრებლის (და ა.შ.) მანქანა-მექანიზმების საკუთრების დამადასტურებელი შსს-მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობების (ტექნიკური პასპორტების) ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის ასლები (აუდიტის დასკვნა და სხვა).
2.3.1.5 შსს-მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობებში (ტექნიკური პასპორტებში) მითითებული ტრანსპორტის/ტექნიკის ნომრები, შესაბამისობაში უნდა იყოს “სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებასთან.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

- შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს (სამუშაოთა მწარმოებელი ან/და სხვა) უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაობის (მთლიანი ან ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) შესრულების არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება. დანართი N3.

- საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია უზრუნველყოს წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ქვე-კონტრაქტორის დასახელება, ს/კ და მისამართი;
- შესასრულებელი სამუშაოების დასახელება;
- შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება;
- სამუშაოების გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანდართვით;
- დანართი N4 აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ქვე-კონტრაქტორის საკითხი არ განიხილება და თუ სამუშაოს შესრულების დროს გამოვლენილი იქნება ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტი შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 5% ოდენობით.
- ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული „შავ სიაში“.
- ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოები არ უნდა იყოს სამუშაოების საერთო ღირებულების 40%-ზე მეტი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი (სისტემაში ასატვირთი) დოკუმენტაცია:

ა) ხარჯთაღრიცხვა (წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე);

ბ) ინფორმაცია 2019- 2025 წლების მანძილზე შესრულებული მთლიანი ან ნაწილობრივი ან სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესახებ დანართი N1-ისა და 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;

გ) ინფორმაცია სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მანქანა-მექანიზმების შესახებ დანართი N2-ისა და 2.3.1 პუნქტის შესაბამისად;

დ) ინფორმაცია პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის გამოცდილების შესახებ დანართი N3-ისა და 2.4.1 პუნქტის შესაბამისად;

ე) ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) დანართი N4-ისა და 2.8.1 პუნქტის შესაბამისად;

ვ) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისა და საგარანტიო (ერთი კალენდარული წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან) ვადის შესახებ (დანართი N5-ის შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, დასაბუთება უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ აღნიშნულ სფეროში აღიარებული დაწესებულების/პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით ან/და ინსპექტირების ანგარიშით, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ფასწარმოქმნის ადექვატურობის დამადასტურებელი დასკვნა/ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბერის №439 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნას/ინსპექტირების ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს: ა)სატენდერო ხარჯთაღრიცხვა; ბ)პრეტენდენტის მიერ წარდგენილი, რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის სახემდე დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვა; გ) ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის გამცემი დაწესებულების/პირის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

9 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საქართველოში ლიცენზირებული დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია.
- იმ შემთხვევაში თუ ტენდერში არარეზიდენტი პირის მიერ წარმოდგენილი იქნება უცხოური ბანკის მიერ გაცემული გარანტია, აღნიშნული გარანტია დამოწმებული/დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს ლიცენზირებული ბანკის მიერ.
- გარანტიის შინაარსი შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. გარანტიით გათვალისწინებული თანხის შემსყიდველის მხრიდან გამოთხოვის შემთხვევაში გარანტის მიერ გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთანავე, შემსყიდველს არ უნდა ეკისრებოდეს რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება.
- თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგენოს გარანტია თანხის 50%-ის ოდენობით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველის შეხედულებისამებრ, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ის ოდენობით.

მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემსყიდველისათვის თანხის დაბრუნებას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იქნეს საქართველოში ლიცენზირებული დაწესებულების მიერ და რომლის ვადაც 60 კალენდარული დღით აღემატება სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადას.

ავანსის თანხა მიმწოდებლის მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების მიზნით. შემსყიდველის მიერ გაცემული ავანსის დაკავება მოხდება პროპორციულად, ყოველი შესრულებიდან.

წინასწარი ანგარიშსწორებისას თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლების შემთხვევაში წინასწარი საავანსო საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებისა და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე,

სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.

იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს ზემოხსენებული კომისიის მიერ აქტში დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, შემსყიდველი ობიექტზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან ერთად შეაფასებს დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს აღნიშნულ თანხას – შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებული 5%-დან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებისა და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეთერ გაბელაია, 577077270, etogabelaia@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599240322 გუჩა აბზიანიძე.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის დავის შემთხვევაში, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.4 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5 დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის № 12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სატენდერო კომისია განახორციელებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით.
10.1.7 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა Excel-ის ფორმატში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru