სასტუმროს მომსახურების, ტრანსპორტირებასთან და მასთან
დაკავშირებული მომსახურებების პირობები და მოთხოვნები:
პროექტის განხორციელება დაიწყება 7 ივლისს და დასრულდება 28 ივლისს (თუ
სამივე ნაკადი არ განხორციელდება, დასრულდება ბოლო განხორციელებული
ნაკადის დასრულების შესაბამისად).
ბანაკი ჩატარდება 3 (სამ) ნაკადად (ნაკადების რაოდენობა შეიძლება
შემცირდეს 2 ნაკადამდე), ისე რომ ნაკადებს შორის არ იყოს თავისუფალი
დღეები.
1. სასტუმროს ინფრასტრუქტურა და ჰიგიენური პირობები:
1.1. სასტუმრო უნდა იყოს იზოლირებული მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან.
ნომრების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 21, ყველა ნომერი
განთავსებული უნდა იყოს 1 კომპლექსში.
1.2. სასტუმრო არ უნდა მდებარეობდეს სხვა საქმიანობის დამხმარე საწარმოს
ან საცხოვრებელი სახლის ნაწილში, რესტორანსა და მის კუთვნილ
ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა საოფისე შენობაში.
1.3. სასტუმრო უნდა იყოს კეთილმოწყობილი და შეესაბამებოდეს საერთაშორისო
სტანდარტებს, სასტუმროში უნდა იყოს უფასო WI-FI.
1.4. სასტუმროს უნდა იყოს სუფთა, არ უნდა იყოს დაზიანებული სასტუროს
იატაკი, კედლები, ავეჯი, სააბაზანო ინვენტარი (ონკანები, საშხაპეები,
უნიტაზები და სხვა). კედლები და ჭერი არ უნდა იყოს დასვრილი ან
დაზიანებული ან დანეკროზებული. სასტუმროს ნომრები უნდა
გამოიყურებოდეს ესთეტიურად, სუფთად და დახვეწილად, ავეჯი უნდა იყოს
დაუზიანებელი, საწოლები ერთმანეთისგან იზოლირებული.
1.5. სასტუმროს პერიმეტრი 24 საათის განმავლობაში უნდა კონტროლდებოდეს
შესაბამისი დაცვის სისტემებით (ვიდეოსათვალთვალო კამერებით).
1.6. 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასტუმროს
წარმომადგენელი (შესაძლებელი უნდა იყო მასთან კომუნიაცია
საჭიროებისამებრ).
1.7 სასტუმროს უნდა გააჩნდეს გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა
(სახანძრო უსაფრთხოების წესების და რეგლამენტის პირობების დაცვის
შესაბამისად).
1.8. უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო პროგრამებისა და არააკადემიური
პროგრამების/გასართობი აქტივობების განხორციელებისთვის აუცილებელი
ინფრასტრუქტურა (მათ შორის შიდა რეკრაციული სივრცეები, შესაბამისი
რბილი ავეჯით).
1.9. სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ შემდეგით:
ინდივიდუალური სველი წერტილი ცივი და ცხელი წყლით, თითოეული სტუმარი
მუდმივად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური ინვენტარითა და
ჰიგიენური საშუალებებით (პირსახოცი, საპონი, შამპუნი ). საცხოვრებელ
ნომერში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები (ოთახები და სასტუმროს
ტერიტორია უნდა სუფთავდებოდეს ყოველდღიურად, მათ შორის მუშავდებოდეს
სველი წესით, სველი წერტილები მუშავდებოდეს ჰიგიენური საშუალებებით,
შესაბამისი ხსნარებით).
1.10. სასტუმროში ყოფნის პერიოდში სასტუმროს პერსონალმა უნდა
უზრუნველყოს სტუმრების ტვირთის უსაფრთხოება.
1.11. სასტუმროში დამატებითი საწოლის გარეშე შესაძლებელი უნდა იყოს
ერთდროულად არანაკლებ 75 მონაწილის დაბინავება/განთავსება თითიეულ
ნაკადზე 7 ღამით ერთ შენობაში, ერთ, ორ, სამ და ოთხ ადგილიან ნომრებში
ინდივიდუალური საწოლებით. იმ შემთხვევაში, თუ სასტომროში არ არის 1
ადგილიანი ნომრები, შესაძლებელი უნდა იყოს 2 ნომრის გამოყოფა თითო
პერსონისთვის.
1.12. საზაფხულო ბანაკის მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ
მრავალფეროვანი, დაბალანსებული და ჯანსაღი/ხარისხიანი კვების
რაციონით, დღეში სამჯერ. თითოეული ნაკადის მიმდინარეობისას (მათ შორის, 1
დღის სადილი უნდა იყოს სრული მოცულობით განკუთვნილი საველე
პირობებისთვის (შესაბამისი შეფუთვით და ერთჯერადი ჭურჭლით) და
თითოეული ნაკადის მიმდინარეობისას ერთხელ ყავა ჩაის შესვენება (თითო
ნაკადში ერთხელ)). კვების რაციონი აუცილებლად უნდა იყოს დაბალანსებული.
უნდა შეიცავდეს: ცილას (რომელიც მოიპოვება ხორცში, კვერცხში, რძის
პროდუქტებში, თხილში), ნახშირწყლებს (ხილი, ბოსტნეული), ვიტამინებს (ხილი,
ბოსტნეული და მინერალებში (კალციუმი, რძის პროდუქტები)), ცხიმს (ხორცი,
ყველი, ზეთი, კარაქი).
ყავა -ჩაის შესვენების მენიუ უნდა შედგებოდეს არანაკლებ ყავა, ჩაი, რძე,
შაქარი და მინიმუმ 2 სახის ნამცხვარი. შესაძლებელი უნდა იყოს,
წარმოდგენილ მენიუს ფერგლებში შემოთავაზებული საკვების გადანაცვლება
დამსვენებლების გემოვნების გათვალისწინებით.
1.13. სასტუმროს შენობაში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 75 პირისათვის
რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი, სადაც დაცული იქნება
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
1.14. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს საზაფხლო ბანაკის მონაწილეებისთვის
დაბრენდილი სასმელი წყალი თითო მონაწილისთვის დღეში 1.5 ლიტრი.
1.15. სასტუმროში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. სასტუმროში
დაცული უნდა იყოს სისუფთავე. თეთრეული და პირსახოცები უნდა იყოს
გარეცხილი. ნომრებში თეთრეული უნდა იცვლებოდეს ყოველ მეოთხე დღეს.
პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად, ოთახები უნდა ლაგდებოდეს
ყოველდღიურად, მათ შორის სველი წესით, სველი წერტილები უნდა
მუშოვდებოდეს ყოველდღიურად სანიტარული საშუალებებით.
1.16. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს საზაფხულო ბანაკის მონაწილეთათვის ღია
სივრცეების ხელმისაწვდომობა სპორტული და გასართობი აქტივობებისთვის,
მსუბუქი სპორტული ინვენტარით, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
1.17. აუცილებელი პირობაა, რომ საცხოვრებელი გარემო იყოს კომფორტული,
სადაც უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა საჭიროებები.
1.18. სასტუმროს უნდა ჰქონდეს მოწყობილი სპორტული მოედანი ან ეზო
(სასტუმროს შენობის ეზოში ან არაუმეტეს 100 მეტრის დაშორებით), სადაც
შესაძლებელი იქნება მოსწავლეები დაკავდნენ ფიზიკური სპორტული
აქტივობებით (ფეხბურთი ან/და კალათბურთი ან/და ფრენბურთი) და სულ მცირე 2
პინგ-პონგის მაგიდა, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს 24
საათის განმავლობაში. სპორტულ მოედანზე ან/და ეზოში არ უნდა იყოს
სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენი, ტერიტორია უნდა იყოს სუფთა და
მოწესრიგებული. ყველა სპორტული მოედანი თუ სივრცე უნდა იყოს სრულად
გამოყენებადი და უსაფრთხო, სპორტული აქტივობებისთვის. ასევე,
მიმდებარე ტერიტორიაზე არ უნდა იყოს მოუვლელი ეზოები, დანაგვიანებული
ან გაუთიბავი ბალახი.
1.19. სასტუმროში, საზაფხულო ბანაკის მიმდინარეობის პარალელურად არ უნდა
იყვნენ სხვა სტუმრები.
2. საკონფერენციო დარბაზით მომსახურება:
2.1. სასტუმროში უნდა იყოს საკონფერენციო დარბაზი არანაკლებ 75
ადამიანისთვის.
2.2. საკონფერეციო დარბაზში უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის მაგიდები,
სკამები, აპარატურა (გამართულ მდგომარეობაში - პროექტორი, მიკროფონი,
დინამიკები, პრინტერი) და სხვა საჭირო ინვენტარი (მაგიდები, სკამები და
სხვა).
2.3 საკონფერენციო დარბაზს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გათბობა-გაგრილების
სისტემა.
3.ტრანსპორტირება
3.1. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საზაფხულო ბანაკის მონაწილეთა
ტრანსპორტირება სამ ეტაპად. თითეოეულ ეტაპზე არაუმეტეს 75
(სამოცდათხუთმეტი) მონაწილისა თბილისიდან (მისამათი: ვაჟა-ფშაველას N49,
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა)
დანიშნულების ადგილამდე და საზაფხულო ბანაკის თითოეული ნაკადის
დასრულებისას ამავე რაოდენობის მონაწილის უკან დაბრუნება
დანიშნულების ადგილიდან თბილისამდე (მისამათი: ვაჟა-ფშაველას N49, სსიპ
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა).
ტრანსპორტირება უნდა გახორციელდეს არაუმეტეს 2 სატრანსპორტო
საშუალებით. გასათვალისწინებელია, რომ სატრანსპორტო საშუალება
პროექტის დაწყებისას - 07 ივლისს ჩადის მგზავრებით, ბრუნდება ცარიელი, 14
ივლისს ჩაყავს მე-2 ნაკადის მონაწილეები და მოყავს პირველი ნაკადის
მონაწილეები, 21 ივლისს (მე-3 ნაკადის ფორმირების შემთხვევაში) ჩაყავს მე-3
ნაკადის მონაწილეები და მოყავს მე-2 ნაკადის მონაწილეები.
3.2. საჭიროების შემთხვევაში - გამარჯვებულმა, საზაფხულო ბანაკის
მიმდინარეობისას, უნდა უზრუნველყოს ნაკადის ყველა მონაწილის (
მაქსიმუმ 75) ექსკურსიის ტრანსპორტირება (დანიშნულების ადგილიდან
მაქსიმუმ 100 კმ. რადიუსში (ბანაკის ორგანიზატორების მიერ განსაზღვული
მარშრუტით) და დაბრუნება დანიშნულების ადგილზე). თითოეული ნაკადისთვის 1
(ერთი), პროექტის განხორციელებისას, ჯამში, ნაკადების რაოდენობის
შესაბამისად.
3.3. ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული (გავლილი უნდა ჰქონდეს
ტექ დათვალიერება). მძღოლს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვის მოწმობა.
ასევე, მძღოლს უნდა ქონდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან
სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში
გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების
მოხმარების ფაქტი არ დასტურდება, და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ
იმყოფება;
აღნიშნული დოკუმენტაცია გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს
ტრანსპორტირების განხირციელებამდე სულ მცირე 1 დღით ადრე.
4. ტექნიკური ან ინფრასტრუქტურული პრობლემების წარმოქმნის
შემთხვევაში, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს, ხარვეზის სპეციფიკიდან
გამომდინარე, ხარვეზის გონივრულ ვადაში აღმოფხვრა, მაგრამ არაუგვიანეს
შემთხვევის იდენტიფიცირებიდან 12 საათისა.